აღმოსავლური ჰოროსკოპით 2012 - დრაკონის წელია - 28 დეკემბერში 2011 - საახალწლო პორტალი! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
 
შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 
საიტის მენიუ
ნავიგაცია
ამინდის პროგნოზი
შესვლის ფრომა
TOP ავტორები

lasha123
null

სიახლეები:231 

კომენტარები:13

რეპუტაცია:100


RoMA_1
null

სიახლეები:72 

კომენტარები:6

რეპუტაცია:100


ADMIN
null

სიახლეები:53 

კომენტარები:20

რეპუტაცია:100


Temuka
null

სიახლეები:29 

კომენტარები:1

რეპუტაცია:0

რეკლამა
ახალწლამდე დარჩა

ახალ წლამდე დარჩა:



პოპულარული სიახლეები
New Year

ახალი წელი - ვიკიპედია

საახალწლო საჩუქრები ჰოროსკოპის მიხედვით

თოვლის ბაბუები პატარებისათვის

თოვლის ფანტელებო...

გამარჯვებული საიტი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტზეა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Online კონტაქტი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 28 » აღმოსავლური ჰოროსკოპით 2012 - დრაკონის წელია
7:17 PM
აღმოსავლური ჰოროსკოპით 2012 - დრაკონის წელია

ღმოსავლური ჰოროსკოპით 2012 - დრაკონის წელია. ტრადიციულად ამ ნიშნის წელიწადს წარმატებულს უწოდებენ. მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებულად წარმატებულია ის ქორწინებისთვის, ბავშვის გაჩენისთვის, უკვე მოქმედი ბიზნესისთვის და ახალი საქმიანი წამოწყებისთვის. ეს დიდი ენთუზიაზმის და ენერგიის, ოპტიმიზმისა და საკუთარ თავში მაღალი რწმენის პერიოდია. ამ წლის განმავლობაში მოსალოდნელია მოვლენათა ფანტასტიკური სცენარებით განვითარება, რაც განსაკუთრებულად გაახარებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.      

დრაკონისთვის ყოვლად მიუღებელია გაუბედაობა. ის მიჩვეულია  განსაკუთრებული მოფრთხილების გარეშე ექსპანსიურ მოძრაობასა და წინსვლას. ასეთ წლებში შედარებით უფრო ადვილად შესაძლებელია ფულის შოვნა, მაგრამ მათი ხარჯვაც უფრო მასშტაბურია. ახალ წამოწყებებს დრაკონი წარმატებას პირდება და თუ გაგაჩნიათ რეალიზაციის გარეშე დარჩენილი ამბიციები, გრანდიოზული გეგმები ან პროექტები უყოყმანოთ დაიწყეთ მათი განხორციელება. გაუმართლებლად სარისკო ავანტიურებში გადავარდნა მაინც არ არის სასურველი, უმჯობესია დასახოთ პრაქტიკული და განხორციელებადი მიზნები. საჭირო ძალისხმევას უდიდესი წარმატების მოგიტანა შეუძლია. უნდა იმოქმედო სწრაფად, არ იჩქარებ და შენ იღბლიან შანსს სხვა გამოიყენებს.

დრაკონის წელს უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. შეიძლება გაგიჭირდეს იმის შენარჩუნება რასაც ასე იოლად მიაღწიე. ფორტუნამ თუ გაგიღიმა თავი არ მოიტყუო, არ ჩათვალო, რომ იგი ამას ჩვევად აქცევს და დიდი ხნით დაიმაგრებ მიღწეულ პოზიციებს. ცხოვრების მიმართ გამოიმუშავეთ ფილოსოფიური დამოკიდებულება და მიმდინარე მომენტით ტკბობის უნარი. ზოგიერთი შესაძლებლობა ილუზორული შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ მეტი ყურადღება მიაქციეთ მიზნის არჩევნის სისწორეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიზნის მიღწევის პროცესში შეიძლება დაკარგოთ მისდამი ინტერესი და მიხვიდეთ დასკვნამდე, რომ მცდელობა მცდარი იყო და ძალისხმევამ ფუჭად ჩაიარა.

დრაკონის წელი  – მრავალი სახის ბუნებრივი კატაკლიზმის პერიოდია. სახლის პირობებშიც ყურადღება მიაქციეთ ელექტროქსელის, გაზისა და გათბობის მოწყობილობების გამართულობას. ამ სახის ტექნიკის ექსპლუატაციის დროს სიფრთხილე გმართებთ.  


ვირთხას (დაბადების წლები - 1924 1936 1948 1960 1972 1984 1996 2008)  დრაკონი წარმატებას პირდება როგორც სამსახურებრივ, აგრეთვე სასიყვარულო სეროში. საქმესთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა დაბრკოლებების გარეშე ჩაივლის.  მოსალოდნელია სარფიანი საფინანსო ოპერაციებიც, მაგრამ ხარჯებში ზომიერება უნდა დაიცვათ. ყურადღება მიაქციეთ ახალ მეგობრებსა და პარტნიორებს - შესაძლებელია, რომ გამოგიყენონ საკუთარი თავის სასარგებლოდ.

ხარს (დაბადების წლები -1925 1937 1949 1961 1973 1985 1997 2009)  მომავალ წელს დიდი შრომა მოუწევს. მოულოდნელი გარემოებებიც გამოუჩნდება, რომლებიც დროსა და ძალ-ღონეს წაართმევენ, გარდა ამისა გარშემო მყოფ ადამიანებთან კონფლიქტებსაც გამოიწვევენ. საკუთარი შესაძლებლობების იმედი უნდა გქონდეს. სირთულეების გადალახვა სავსებით შესაძლებელია. კეთილად განწყობილი ადამიანებისგანაც შესაძლოა მხარდაჭერის მიღება.

ვეფხვს (დაბადების წლები - 1926 1938 1950 1962 1974 1986 1998 2010)  ამ წელიწადში დრაკონი სიმშვიდეს და სტაბილურობას არ პირდება. ფულადი სახსრების/კაპიტალის სარისკო დაბანდებისგან და ახალი კავშირებისგან თავშეკავება მოუწევს. კრიტიკულად უნდა მიუდგე სხვების რჩევებს. შებოჭე საკუთარი ტემპერამენტი იმ შემთხვევაშიც თუ სხვა ადამიანებთან ურთიერთობები ისე არ აეწყობა,როგორც ამას გეგმავდი.

ბოცვერს (დაბადების წლები -1927 1939 1951 1963 1975 1987 1999 2011)  ამ წელიწადში აგრეთვე დიდი შრომა ელის.  წუხილი და დაძაბულობა მოუწევს. მაგრამ გაწეული შრომა და ძალისხმევა დაჯილდოებული იქნება. შესაძლოა მიღწეულ იქნას კარიერული წინსვლა, მაღალი ანაზღაურება და ახალი გავლენიანი ნაცნობების გაჩენაც.

დრაკონი (დაბადების წლები - 1928 1940 1952 1964 1976 1988 2000 2012)  ამ პირად წელიწადს წარმატებებით, აღიარებით და საკუთარ გარემოცვაში პატივისცემით ტკბობას შესძლებს.  დასახული გეგმების რეალიზაციის პროცესში პრაქტიკულად არ დახვდება არანაირი დაბრკოლება. ოპტიმისტური განწყობისა და საკუთარი ძალების რწმენის გამო ურთიერთობებში და ახალი, სასარგებლო კონტაქტების მოპოვებაში თქვენ წარმატება გელით.

გველს  (დაბადების წლები - 1929 1941 1953 1965 1977 1989 2001 2013) დრაკონის წელიწადში პასიურად ყოფნა და მოვლენების განვითარებაზე გვერდიდან ყურება მოუწევს. დაუშვებელია ცვლილებებისთვის ინიციატივის გამოვლენა. ბიზნესში მოლოდინები შესაძლოა არ გამართლდეს, უმჯობესია გაუფრთხილდეს ინტრიგებსა და შურიანობას კოლექტივში. გონივრულად უნდა განკარგავდეს ფინანსებს. ცვლილება სიკეთისკენ მხოლოდ წლის ბოლოს არის   მოსალოდნელი.

ცხენის (დაბადების წლები - 1930 1942 1954 1966 1978 1990 2002 2014)  პესიმისტური განწყობა ამ წელიწადში დაკავშირებული იქნება საქმის ვითარებაში არასტაბილურობასა და გაურკვევლობასთან. წამოწყებებს წინ დახვდება მრავალი წინააღმდეგობა. უნდა გაიაზრო ქცევის სტრატეგია, რომელიც შესაძლოს გახდის დანაკარგების მინიმალიზაციას და შეგანარჩუნებინებს გარშემომყოფ ადამიანებთან კეთილ ურთიერთობას.

თხისთვის (დაბადების წლები - 1931 1943 1955 1967 1979 1991 2003 2015)  ეს წელიწადი ზომიერი იქნება. თავს კარგად გამოავლენს სამსახურში, მაგრამ დიდ ფულს ალბათ ვერ იშოვის. გონივრულად მოუწევს არსებული კაპიტალის განაწილება, თავი უნდა აარიდოთ ავანტიურებს და სარისკო გარიგებებს. არ ეცადოთ სწრაფად შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, მიჰყევით დინებას და გამოიყენეთ ყველა სასიკეთო შესაძლებლობა, რომელიც გზად შეგხვდებათ.

მაიმუნი (დაბადების წლები - 1920 1932 1944 1956 1968 1980 1992 2004)  ამ წელს განავითარებს მაღალ აქტიურობას. შეუძლია აიმაღლოს სოციალური სტატუსი და დიდ მოგებასაც მიაღწიოს. ეს პერიოდი სასიკეთოა სწავლისთვის და ახალი გამოცდილების მიღებისთვის. გრანდიოზული გეგმები და მოლოდინები დაკავშირებული იქნებიან დიდ დაძაბულობასთან. საკმარისი დრო უნდა გამოყოთ დასვენებისთვის. მოსალოდნელია ფულადი სახსრების მკაფიო ზრდა.

მამლისთვის  (დაბადების წლები - 1921 1933 1945 1957 1969 1981 1993 2005) - ეს   ბედნიერი წელია, ის ღირსეულად იქნება დაფასებული, შესძლებს ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებას. საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. უნდა ეწეოდეს უფრო აქტიურ ცხოვრებას, მაგრამ არც დასვენება დაივიწყოს.   ოჯახში ბედნიერი და სასიკეთო მოვლენებია მოსალოდნელი. შესაძლებელია ოჯახს შეემატოს ახალი წევრები. მარტოხელა თუ ხართ, ახლა გიჩნდებათ მეორე ნახევრის შეხვედრის შანსი. 

ძაღლს (დაბადების წლები - 1922 1934 1946 1958 1970 1982 1994 2006) რთული პერიოდი ელის. საკუთარი პოზიციების შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოუწევს. ფულადი დანაკარგები და სხვა უსიამოვნებები არ უნდა გამოვრიცხოთ. თავი მოარიდეთ კონფლიქტს, თუ ის   უშუალოდ არ გეხებათ თქვენ. არ გამოირიცხება ინფექციური დაავადებების საფრთხე.   გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას, მუდმივად ეძებეთ სტრესის მოხსნის შესაძლებლობა.

ტახისთვის  (დაბადების წლები - 1923 1935 1947 1959 1971 1983 1995 2007) - მშვიდი და ბედნიერი წელია. შრომის შედეგებით მიიღებთ ხელმძღვანელობის მაღალ შეფასებას, ამაღლდება თქვენი ავტორიტეტი კოლეგებს შორის. შესაძლებელია გავლენიანი მეგობრებისგან და მოკავშირეებისგან დახმარების მიღება. ოჯახშიც სიმყუდროვე და სიმშვიდე გექნებათ, მაგრამ ამ წელიწადში უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ პირადი ქონების ხელშეუხებლობასა და უსაფრთხოებას.  


წყარო

კატეგორია: სხვა | ნანახია: 596 | დაამატა: ADMIN | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩვენი ნაძვისხე
http://game-box.ucoz.hu/Skripti_ot_nas/elo4ka1.gif
რეკლამა
საათი
რეკლამა
PERFEKT CLAN
ვიდეო განწყობისათვის
ჩათი
200
მუსიკა
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ უპასუხა: 49
სინათლე
რეკლამა
ძებნა
არქივი
სტატისტიკა

DATING SITE Shoutbox casino Willhill casino Casino Neteller
Google-Add.com - Открытый Каталог Сайтов

გილოცავთ შობა-ახალ წელს © 2016