ვისაც ახალი წელი უყვარს და არ მოსწონს ხელოვნური ნაძვის ხეები, მათთვის იაპონელმა იუველირმა გინზა ტანაკამ ოქროს ნაძვის ხე შექმნა. ის 2.5 მეტრი სიმაღლისაა და 12 კილოგრამს იწონის. ახალი წლის ლუქს კლასის ნაძვის ხე ოქროს ფირფიტებითა და 60-მდე ოქროს გულითაა მორთული. გარდა ამისა, მას ტრადიციული ლენტიც აქვს შემოვლებული, რომელიც ყველა სხვა დეტალის მსგავსად, ძვირფასი ლითონითაა შექმნილი. ნაძვის ხის ფასი 2 მლნ აშშ დოლარია.
ეს გინზას პირველი ექსტრავაგანტული ნამუშევარი არ არის. მან იაპონიის ახალდაბადებული პრინცისთვის 24 კარატიანი ოქროსგან ცხენის სკულპტურა შექმნა.
ძვირფასი ნაძვის ხე ღირებულებით მხოლოდ აბუ დაბის შარშანდელ ნაძვის ხეს ჩამოუვარდება. 13 მეტრიანი მარადმწვანე მცენარე, რომელიც Emirates Palace-ში იყო განთავსებული, ოქროსა და ვერცხლის სათამაშოებით, ძვირფასი საყურეებით და ყელსაბამებით მორთეს. მისი ღირებულება 11 მლნ აშშ დოლარი იყო.