შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 
საიტის მენიუ
ნავიგაცია
ამინდის პროგნოზი
შესვლის ფრომა
TOP ავტორები

lasha123
null

სიახლეები:231 

კომენტარები:13

რეპუტაცია:100


RoMA_1
null

სიახლეები:72 

კომენტარები:6

რეპუტაცია:100


ADMIN
null

სიახლეები:53 

კომენტარები:20

რეპუტაცია:100


Temuka
null

სიახლეები:29 

კომენტარები:1

რეპუტაცია:0

რეკლამა
ახალწლამდე დარჩა

ახალ წლამდე დარჩა:



პოპულარული სიახლეები
New Year

ახალი წელი - ვიკიპედია

საახალწლო საჩუქრები ჰოროსკოპის მიხედვით

თოვლის ბაბუები პატარებისათვის

თოვლის ფანტელებო...

გამარჯვებული საიტი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტზეა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Online კონტაქტი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 10 » მსოფლიოს ნაძვის ხეები
10:14 PM
მსოფლიოს ნაძვის ხეები

მოახლოებული შობისა თუ ახალი წლის მთავარი სიმბოლო, რა თქმა უნდა, ნაძვია. ქალაქების უმრავლესობაში ნაძვს საპატიო ადგილზე, ქალაქის მთავარ მოედანზე ან ქუჩაზე დგამენ.
ყოველი სახელმწიფო ცდილობს „ყველაზე-ყველაზე" ნაძვი დადგას. გინესის რეკორდების წიგნში არის სპეციალური საახალწლო განყოფილება, სადაც მეგაპოლისების საახალწლო მიღწევები იწერება.
რამდენიმე წლის წინ ყველაზე მაღალი საახალწლო ნაძვი ვაშინგტონში დადგეს, მისი სიმაღლე 67 მეტრი იყო. ეს რეკორდი მას შემდეგ ბევრჯერ დაემხო. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საშობაო დღესასწაულის პერიოდში მარადიულ სწრაფვას ცათამბჯენების აგებისაკენ ივიწყებენ და ბავშვური სიხარულით ნაძვებზე გადადიან.
გინესის წიგნში შევიდა უილტშირის საგრაფოს ერთი ნაძვი. მისი მიღწევა არა სიმაღლეში, არამედ ასაკშია. საქმე ისაა, რომ პარკერების ოჯახი ერთსა და იმავე ნაძვს უკვე 120 წელია რთავს. ეს ნაძვი ბაბუა პარკერმა 1886 წელს შეიძინა. იმ დროს მასში სულ რაღაც 6 პენსი გადაიხადა.



ვატიკანის ნაძვი
წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საახალწლო ნაძვი ვატიკანში დგას.
ვატიკანის მთავარ, ანუ წმინდა პეტრეს მოედანს 13 დეკემბრიდან 33-მეტრიანი მშვენიერი ნაძვი ამშვენებს. მისი ასაკი 120 წელია. ვატიკანის საახალწლო ნაძვის ჩუქებისათვის მრავალი ქვეყანა იბრძვის და მათი სია წლებით ადრეა გაწერილი. უახლოესი 19 წლის განმავლობაში ადგილი აღარ არის. ყოველწლიურად ნაძვი ვატიკანში ვერტმფრენებით, მატარებლებით, გემებით და ძვირადღირებული სპეციალური ტრანსპორტით ჩააქვთ. წელს ჩუქების პატივი წილად ავსტრიას ერგო.
ნაძვი დგას რომშიც. ის კოლიზეუმის წინ განათავსეს. მისი სიმაღლე 22 მეტრია და მარადიულ ქალაქში ალპებიდან ჩაიტანეს.



პრაღის ნაძვი
ერთ-ერთი ულამაზესი ნაძვი წელს ტრადიციულად პრაღაში, „სტოროე მესტოს" მოედანზეა. წელს ჩეხეთის დედაქალაქში 90 წლის ნაძვი დადგეს. მისი სიმაღლე კი 38 მეტრს შეადგენს. თუმცა, სანამ აღმართავდნენ, ეს მშვენიერი ხე 16 მეტრით შეამცირეს. ტრადიციულად, მთავარი ნაძვის გარშემო საშობაო ბაზრობა იმართება.
ბაზრობას ნაძვის გარშემო ავსტრიელებიც აწყობენ. წელს, ჯერ კიდევ 15 ნოემბერს ვენის რატუშის მოედანზე 170 წლის ნაძვი დადგეს. „მწვანე ლამაზმანი" ქალაქელებს შნეებერგის რაიონიდან გამოუგზავნეს. 27 მეტრიანი ხის მოსართავად 1500 ნათურა დასჭირდათ.



ნიუ-იორკის და რიო დე ჟანეიროს ნაძვები
ნიუ-იორკში ნაძვის ხე ლონდონის მსგავსად 4 დეკემბერს დადგეს. ხე 22 მეტრის სიმაღლის არის და „როკფელერ-ცენტრის" წინ მიუჩინეს ადგილი. ამ ადგილზე ნაძვი ტრადიციულად 1931 წლიდან იდგმება. გირლიანდები 30 ათასი ნათურისგან შედგება. წვერზე 2,7 მეტრის დიამეტრის ვარსკვლავი კაშკაშებს, რომელიც სვაროვსკის თვლებით არის მორთული.
ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ნაძვი უდავოა, რომ ეს რიო დე ჟანეიროს მცურავი ნაძვია. ის 85 მეტრია სიმაღლეში და 530 ტონას იწონის. ნაძვი ლაგოას ტბაზე დაცურავს და ლითონის კონსტრუქციისგან არის აწყობილი. ბრაზილიელი დიზაინერები მისთვის თვე ნახევარი შრომობდნენ.
მასში ელექტროზარია ჩამონტაჟებული, რომელიც საშობაო მელოდიებს ასრულებს. დასვენების დღეებში ნაძვიდან სალუტებს ისვრიან. მცურავ ნაძვის ხეს რიო დე ჟანეიროში ზედიზედ 12 წელია დგამენ.



ლონდონის ნაძვი
ითვლება, რომ საახალწლოდ ნაძვის ხის დადგმა მეჩვიდმეტე საუკუნეში ელზასში დაიწყეს. ეს ტრადიცია გერმანიაში დამკვიდრდა, შემდეგ კი სხვა ევროპულ ქვეყნებშიც გავრცელდა - ავსტრიაში, ჩეხეთში და დიდ ბრიტანეთში. შემდეგ ნაძვის მორთვა ამერიკაშიც დაიწყეს.
2008 წლის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე ლონდონშია.
ლონდონის ტრაფალგარის მოედანზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 4 დეკემბერს დადგეს. უკვე 62 წელია დიდ ბრიტანეთში ნაძვი ნორვეგიიდან ჩააქვთ. ნორვეგილები ამ საახალწლო საჩუქარს იმ დახმარების სახსოვრად უგზავნიან, რომელიც ბრიტანელებმა მათ ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოუჩინეს. 20 მეტრიანი ნაძვის გახსნას ლონდონის მერიც ესწრებოდა. ვესტმისტერის ლორდ-მერმა და ოსლოს მერმა კი საახალწლო გირლიანდები საკუთარი ელით აანთეს.

      

კატეგორია: სხვა | ნანახია: 1311 | დაამატა: lasha123 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩვენი ნაძვისხე
http://game-box.ucoz.hu/Skripti_ot_nas/elo4ka1.gif
რეკლამა
საათი
რეკლამა
PERFEKT CLAN
ვიდეო განწყობისათვის
ჩათი
200
მუსიკა
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ უპასუხა: 54
სინათლე
რეკლამა
ძებნა
არქივი
სტატისტიკა

DATING SITE Shoutbox casino Willhill casino Casino Neteller
Google-Add.com - Открытый Каталог Сайтов

გილოცავთ შობა-ახალ წელს © 2024