შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 
საიტის მენიუ
ნავიგაცია
ამინდის პროგნოზი
შესვლის ფრომა
TOP ავტორები

lasha123
null

სიახლეები:231 

კომენტარები:13

რეპუტაცია:100


RoMA_1
null

სიახლეები:72 

კომენტარები:6

რეპუტაცია:100


ADMIN
null

სიახლეები:53 

კომენტარები:20

რეპუტაცია:100


Temuka
null

სიახლეები:29 

კომენტარები:1

რეპუტაცია:0

რეკლამა
ახალწლამდე დარჩა

ახალ წლამდე დარჩა:



პოპულარული სიახლეები
New Year

ახალი წელი - ვიკიპედია

საახალწლო საჩუქრები ჰოროსკოპის მიხედვით

თოვლის ბაბუები პატარებისათვის

თოვლის ფანტელებო...

გამარჯვებული საიტი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტზეა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Online კონტაქტი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 16 » საშიში სანტა-კლაუსები
5:14 PM
საშიში სანტა-კლაუსები

ბერლინელი სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, საშობაო ბაზრობებზე ფრთხილად იყვნენ და ერიდონ სანტა-კლაუსის ტანსაცმელში გამოწყობილ ადამიანებს.

"გამოიჩინეთ სიფრთხილე, წინაღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. საშობაო ბაზრობებზე სერიული დამნაშავე დადის, რომლის დაკავებაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა,” - ასეთი ოფიციალური მიმართვა გაავრცელა ბერლინის პოლიციამ.

პოლიცის განმარტებით, სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი სერიული დამნაშავე, საშობაო ვაჭრობაზე მყოფებს უცნაური სასმელით უმასპინძლდება, რის შემდეგაც მისი მსხვერპლი გონე­ბას კარგავს. ბერლინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, "სანტა-კლაუსის” მსხვერპლი ერ­თი კვირის განმავლობაში, ათობით ადამიანი გახდა.

"საბედნიეროდ, მოწამლულების გადარჩენა ექიმებმა შეძლეს. იმათი მდგომარეობა, ვინც "სანტა-კლაუსის” მიერ შეთვაზებული სასმელი დიდი დოზითÇმიიღო, მძიმეა,” - აცხადებენ სამართალ­დამცველები.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ბოროტი სანტა-კლაუსი, ძირითადად, ქალებს ემტერება. ის ჯერ დიალოგში შედის მათთან, საახალწლო განწყობას უქმნის, რჩევებს აძლევს, რა იყიდონ საშობაოდ და შემდეგ სპირტიან სასმელს სთავაზობს.

"ქალბატონები გონებას რამდენიმე წუთის შემდეგ კარგავენ და გონზე საავადმყოფოში, ექიმების დახმარებით მოდიან. თავდაპირველად, ექიმები პაციენტების მძიმე მდგომარეობის მიზეზს ვერ ადგენდნენ. პაციენტებისთვის ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ მათ ორგანიზმში დიდი რაოდენობის სინთეტიკური ნარკოტიკი "ექსტაზი” იყო,” - წერს გერმანული პრესა.

ამავე ინფორმაციებით, ერთადერთი მამაკაცი, რომელმაც სანტა-კლაუსის მიერ შეთავაზებული გლინტვეინი დიდი რაოდენობით მიღო, ექიმებმა სასწაულებრივად გადაარჩინეს სიკვდილს. თუმ­ცა, მას მეხსიერება ჯერ კიდევ არ დაბრუნებია.

საქმე ისაა, რომ დაზარალებულები სანტა-კლაუსის გარეგნობას მისი დიდი თეთრი წვერისა და დიდი თერი ულვაშების გამო, დაზუსტებით ვერ აღწერენ. მიუთითებენ მხოლოდ მის სავარაუდო ასაკს და სიმაღლეს.

გერმანული მედიასაშუელებების ინფორმაციით, ბერლინში ამჟამად 100-ზე მეტი საშობაო ბაზრო­ბაა გახსნილი. დამანაშავე სანტა-კლაუსმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა ამ ბაზრობების მფლობელებსაც, რომლებიც უკვე თავად არიან ჩართული მისი პოვნისა და დაკავების საქმეში. ერთ-ერთი ასეთი მსხვილი ბაზრობის ხელმძღვანელმა დამნაშავის მპოვნელისთვის ჯილდო - 1000 ევროც დააწესა.

როგორც ევროპული პრესა წერს, საშობაო დღესასწაულის პერიოდში ხშირია შემთხვევები, როდე­საც დამნაშავეები სანტა-კლაუსის ტანსაცმელს იყენებენ.

ბოროტმოქმედი სანტა-კლაუსის თავდასხმას შეეწირა 8 ადამიანის სიცოცხლე ამერიკის შეერთე­ბულ შტატებშიც. ტრაგიგული ინციდენტი ლოს-ანჯელესში მოხდა. კალიფორნიაში მცხოვრები 45 წლის ბრიუს ჯეფრი, ყოფილი მეუღლის მშობლებს სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ესტუმ­რა. ოჯახში 25-ზე მეტი სტუმარი იმყოფებოდა. თავდამსხმელმა სტუმრებს ჯერ საშობაო დღესასწა­ული მიულოცა, შემდეგ კი, ყველასთვის მოულოდნელად, უმისამართოდ გახსნა ცეცხლი. პირვვე­ლად მან რვა წლის გოგონას ესროლა, რომელიც მას ხელში აყვანას სთხოვდა. მოგვიანებით, თავ­დამსხმელმა საცხოვრებელ სახლს ცეხცხლი მოუკიდა, სნტა-კლაუსის ტანსაცმელი გაიხადა და სემ­თხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს დიდი დრო დაჭირდათ იმისთვის, რომ ცეცხლმოკიდებუ­ლი სახლიდან დაჭრილები გაეყვანათ.

მოკლულებს შორის აღმოჩნდნენ თავდამსხმელის ყოფილი მეუღლე და მისი მშობლები.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 996 | დაამატა: lasha123 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩვენი ნაძვისხე
http://game-box.ucoz.hu/Skripti_ot_nas/elo4ka1.gif
რეკლამა
საათი
რეკლამა
PERFEKT CLAN
ვიდეო განწყობისათვის
ჩათი
200
მუსიკა
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ უპასუხა: 54
სინათლე
რეკლამა
ძებნა
არქივი
სტატისტიკა

DATING SITE Shoutbox casino Willhill casino Casino Neteller
Google-Add.com - Открытый Каталог Сайтов

გილოცავთ შობა-ახალ წელს © 2024