შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 
საიტის მენიუ
ნავიგაცია
ამინდის პროგნოზი
შესვლის ფრომა
TOP ავტორები

lasha123
null

სიახლეები:231 

კომენტარები:13

რეპუტაცია:100


RoMA_1
null

სიახლეები:72 

კომენტარები:6

რეპუტაცია:100


ADMIN
null

სიახლეები:53 

კომენტარები:20

რეპუტაცია:100


Temuka
null

სიახლეები:29 

კომენტარები:1

რეპუტაცია:0

რეკლამა
ახალწლამდე დარჩა

ახალ წლამდე დარჩა:



პოპულარული სიახლეები
New Year

ახალი წელი - ვიკიპედია

საახალწლო საჩუქრები ჰოროსკოპის მიხედვით

თოვლის ბაბუები პატარებისათვის

თოვლის ფანტელებო...

გამარჯვებული საიტი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტზეა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Online კონტაქტი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 23 » ტრადიციები და ახალი წელი
4:01 PM
ტრადიციები და ახალი წელი

ძველად ახალი წელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად აღინიშნებოდა. დროთა სვლამ თავისი მოიტანა... დღეს იშვიათად თუ მოიძებნება, რომელიმე კუთხე, სადაც ახალ წელს ისე ეგებებოდნენ, როგორც ძველად... ამიტომ თვალი გადავავლოთ ზოგიერთ კუთხეში წარსული დროის საახალწლო ტრადიციებს, მორთულობას, სუფრას, მეკვლეობას. მსგავსება და განსხვავება კი თავად დავინახოთ...



თბილისში: მოსახლეობა ახალი წლის ღამეს სახლის კარს ღიას ტოვებდა, რადგან სჯეროდა, რომ ამ დღეს ბედნიერებას უნდა ჩამოევლო. კარი დახურული არ უნდა დახვედროდა, თორემ ბედნიერება გვერდს აუვლიდა. ამ დღეს არ შეიძლებოდა დათრობა და ხმამაღალი საუბარი. საახალწლო სუფრისთვის დიასახლისი რიტუალურ პურს - ბედისკვერს აცხობდა ოჯახის ყველა წევრისათვის. ზოგან პატარა მაგიდაზე დააწყობდნენ, ცივად მოხარშულ დედალს, ღორის თავს, ჩურჩხელას, ჩამიჩს, ღვინოს, არაყს, ნაზუქებს. ყველაზე მნიშვნელოვან რიტუალად მთელ ქალაქში შეშის მოტანა ითვლებოდა.

გურიაში: საახალწლო სამზადისი ახალი წლის დადგომამდე ერთი დღით ადრე იწყებოდა. ამ დღეს გურიაში კალანდობას ეძახოდნენ. რეცხავდნენ ყველაფერს, იკვლებოდა ღორი და ოჯახი მეკვლის შესახვედრად ემზადებოდა. გურიაში მეკვლე საახალწლო რიტუალისთვის ყველაზე მთავარი იყო. ის ახალი წლის დილას, გარიჟრაჟზე მიდიოდა საახალწლო სურსათით (ეს იყო ტკბილეული, სასმელი, ბალახი ან ნორჩი ტოტი, რაც სიცოცხლის სიმბოლოს წარმოადგენდა). მეკვლე კარზე აკაკუნებდა და იძახდა: „კარი გამიღე, ბედნიერო", ოჯახის უფროსი გასძახებდა: „რა მოგაქვს?" მეკვლე პასუხობდა: „ბედნიერება, ჯანმრთელობა, დოვლათი, ბარაქა, ყველაფერი სიკეთე". ამის შემდეგ მეკვლე ოჯახში შედიოდა.

სვანეთში: მეკვლის მოსვლამდე, ოჯახის მეკვლე თავად ოჯახის უფროსი იყო. ახალ წელთან შესახვედრად სპეციალურად არჩევდნენ ხმელ ფიჩხს, ბუხარში ცეცხლის მოკიდებისთანავე ტკაცა-ტკუცი რომ აეტეხა. თუ ერთი სულის შებერვით აინთებოდა, ნიშნავდა, რომ ოჯახს ცეცხლის მადლი ექნებოდა. შემდეგ ოჯახის უფროსს ცხენი ან ხარი წყაროზე გაჰყავდა. იქ „ხელს აუხსნიდნენ" მეზობლები ერთმანეთს, თითო სადღეგრძელოსაც ეტყოდნენ და ერთმანეთს დალოცავდნენ. ამის შემდეგ ოჯახის უფროსი სახლში ბრუნდებოდა, კარზე დააკაკუნებდა და მეკვლის სიტყვას გაიმეორებდა: „კარი გამიღე, ბედნიერო". ოჯახის წევრებიც იმავე ტექსტს პასუხობდნენ. სვანებს ერთი განსხვავებული წესიც ჰქონდათ: სახლში შესვლისას ტკბილეულთან ერთად თოვლის გუნდაც შეჰქონდათ, როგორც სიწმინდისა და სისუფთავის სიმბოლო.

რაჭაში: ამ დღეს ოჯახის წევრი ტყეში წავიდოდა და შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, რომელიც კალოზე წაღმით აღმოსავლეთისკენ იდგმებოდა და ამგვარად უნდა მდგარიყო ნათლისღებაზეც. ოჯახის წევრის გაღვიძებამდე მოდიოდა ოჯახის შინაური მეკვლე. მას კარს უღებდნენ, მას შემდეგ, რაც იგი სამჯერ დაარწმუნებდა სახლში მყოფთ, რომ ოჯახისთვის ბარაქა მოჰქონდა.

ლეჩხუმში: 31 დეკემბერს, ისე როგორც გურიაში, კალანდა ეწოდებოდა. ქალები საკალანდე ღორს - ნეზვს კლავდნენ. ღორის თავი სხვენზე ნათლისღებამდე ეკიდა. სხვადასხვა კუთხეში დღემდეა შემორჩენილი ეს ტრადიციები.

მეკვლეს ფენომენი

დამეთანხმებით, რომ ახალი წელი კარგი საშუალებაა ძველის დასავიწყებლად და ახალი ცხოვრების დასაწყებად. ამ დღის შესახვედრად ყველა ცდილობს, ცუდზე ნაკლებად იფიქროს და ისეთი ადამიანების გარემოცვაში გაატაროს ეს დრო, ვისთანაც თავს ყველაზე კარგად გრძნობს.

გარდა ამისა, ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი დღესასწაულია და მისი მთავარი ხიბლიც ისაა, რომ უკლებლივ ყველა ოჯახში აღინიშნება. ტრადიციულად, ამ დღესასწაულის შინაარსიც სწორედ რამდენიმე სუფრის შემოვლასა და ახლობელი ოჯახების მილოცვა - დალოცვაში მდგომარეობს, რაც გარკვეული წესრიგის დამყარებას მოითხოვს.

წესრიგის დამყარება შემდეგში მდგომარეობს; ტრადიციების მიმდევარი ადამიანი ღამის 12 საათს საკუთარ ჭერქვეშ, ოჯახის წევრებთან ერთად ხვდება. თუმცა მანამდე მეკვლეობის მნიშვნელოვანი რიტუალია ჩასატარებელი.

იცოდით, რომ მეკვლეობა სათავეს სტუმარ - მასპინძლობიდან იღებდა?... მოკლედ, ჩვენში სტუმრის მიღება რომ ოჯახის ღირსებად ითვლება, ეს ნამდვილად გეცოდინებათ... ქართველ კაცს კი პრეტენზია გასჩენია - ეს ღირსება ახალი წლის პირველ წუთებშიც დაეცვა. როგორც სიტყვის შინაარსი გვეუბნება, მეკვლემ ოჯახისკენ მიმავალი გზა უნდა გაკვალოს, მაგრამ ეს კვალი „ფეხზეა" დამოკიდებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ გაგვიჩნდება კითხვა: თუ მეკვლე სტუმარს ნიშნავს, მაშინ ოჯახის წევრის გარეთ გასეირნება და უკან შემობრუნება მეკვლეობად რატომ ითვლება? ვინც ასე მოქცეულხართ, ან „კუჩხი ბედინერივით" დაგმართნიათ, ტყუილად გეგონათ თავი მეკვლე...

ქართველი კაცი, როდესაც ოჯახში შედის, ამბობს: კეთილი იყოს ჩემი ფეხიო, შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისაო „კეთილი და ბოროტი" ფეხის შემოდგმის ცრუ რწმენა ჩვენში ოდითგანვე მოდის, თუმცა ღირსეულ ოჯახს სტუმრისთვის კარი ყოველთვის ღია აქვს.

ძველ საქართველოში მეკვლეს წინასწარ ირჩევდნენ. პირველ რიგში, ის ოჯახის ახლობელი და სასურველი სტუმარი უნდა ყოფილიყო. ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია, მაგრამ უპირატესობას იმას ანიჭებენ, ვისაც კაცისთვის ცხოვრებაში არაფერი უწყენინებია. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ასეთი უწყინარი ადამიანებიც კი ცუდად აქვთ დაცდილი. ეს ჩვენი ცრუ რწმენის ბრალია. კაცის შემოსვლა არ გვესიამოვნება და მთელი წლის ვაი-ვაგლახს მას დავაბრალებთ ხოლმე....

მოკლედ, დასავლეთში ასე იციან, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, იქ მეკვლე ვენახში შედიოდა და საგანგებოდ შემონახულ ყველაზე დიდ მტევანს, კარგ „ყოჩ ვაზთან" დაწურავდა იმის ნიშნად, რომ წელი მოსავლიანი ყოფილიყო. სხვა შემთხვევაში მეკვლეს ხორბალი შემოჰქონდა და იატაკზე მთესველივით ფანტავდა.



საახალწლო მორთულობები

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ჩიჩილაკს დგამდნენ, აღმოსავლეთში კი - ნაძვის ხეს. ნაძვის ხე სიცოცხლის, მარადიულობის სიმბოლოა. ჩიჩილაკს მეორენაირად ბასილისაც ეძახიან. მას მზის ფორმა აქვს და თავისი შინაარსით ესეც სიცოცხლეს განასახიერებს. მას, ძირითადად, თხილის ხისაგან ამზადებენ და მერქნის ანათლების ბურბუშელას ხილითა და ფოჩიანი კანფეტებით რთავენ. ჩიჩილაკის თავი ოთხადაა გაყოფილი, ჭრილში ჯვარს სვამენ და ამ ჯვარზე ვაშლებს (ახლა უკვე ფორთოხლებსაც) და ბროწეულებს ჰკიდებენ. ბროწეული სიმრავლის სიმბოლოა, ვაშლი კი - სიჯანსაღის. უხვი წლის იმედით აბაზიანებსა და გაპუტულ ყვინჩილასაც ჰკიდებდნენ. იმერლები ამ გაპუტულ ყვინჩილას ენდროთი ღებავდნენ. რას არ მოვიფიქრებთ...



საახალწლო სუფრა

რაც შეეხება საახალწლო სუფრას, ძველი ქართული საახალწლო სუფრა ნამდვილად არ იყო ისეთი უხვი და მრავალფეროვანი, როგორც დღევანდელი. თუმცა ასეთ სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა სხვადასხვა კუთხის ტრადიციები და, ზოგადად, სუფრის ფენომენისადმი დამოკიდებულება.

იმერეთი თავისი სამზარეულოთი ყოველთვის გამოირჩეოდა სხვა კუთხეებისაგან. ფხალეულობისა და საკმაზის მრავალფეროვნებით, ხორცეულის მეტად ორიგინალურად დამუშავების ცოდნის გამო, იმერული სუფრა რაც არ უნდა ღარიბული ყოფილიყო, მაინც გემრიელი იყო.

მთაში, ძირითადად, ხორცეულისაგან ამზადებდნენ კერძებს, ყოველგვარი საკმაზის გარეშე და ამიტომ იქაურ სუფრას ყოველთვის აკლდა მრავალფეროვნება.

ქართლ-კახეთში საშობაო - საახალწლო სუფრის მშვენებად ითვლებოდა და დღესაც ითვლება ნაზუქები. სამეზობლოში რომელი ქალიც ყველაზე კარგ ნაზუქებს დააცხობდა, მომავალ წელს ლხინსა თუ ჭირის სუფრაზე სწორედ ის ინიშნებოდა ქალების ხელმძღვანელად და მთავარ მზარეულად.

მეგრულ, საახალწლო სუფრაზე, ტრადიციული კერძების გარდა (ღომი, ელარჯი, გებჟალია და სხვა), აუცილებლად კეთდებოდა რაიმე უცხო, მეგრული სუფრისთვის ნაკლებად დამახასიათებელი საჭმელი. ეს სუფრას განსაკუთრებულ ლაზათს აძლევდა.

რაც შეეხება სასმელს, ძველქართულ საახალწლო სუფრაზე ღვინო აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ცნობილი ამბავია, რომ სვანები, მთიულები, ფშავლები და სხვა მთაში მცხოვრები ქართველები, ახალი წლის წინა დღეებში ბარში ჩადიოდნენ ღვინის საყიდლად. მთაში, რა თქმა უნდა, ლუდიც იყო და არაყიც, მაგრამ ახალი წელი ღვინის გარეშე ხომ წარმოუდგენელი იყო.

რა თქმა უნდა, ეს ტრადიციები არ მოიცავს სრულიად საქართველოს კუთხეების საახალწლო ადათებს, თუმცა, ვინც რომელი კუთხის შვილები ვართ, ნამდვილად ვისურვებდით ძველი ტრადიციით ახალ წელთან შეხვედრას.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 1378 | დაამატა: lasha123 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩვენი ნაძვისხე
http://game-box.ucoz.hu/Skripti_ot_nas/elo4ka1.gif
რეკლამა
საათი
რეკლამა
PERFEKT CLAN
ვიდეო განწყობისათვის
ჩათი
200
მუსიკა
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ უპასუხა: 54
სინათლე
რეკლამა
ძებნა
არქივი
სტატისტიკა

DATING SITE Shoutbox casino Willhill casino Casino Neteller
Google-Add.com - Открытый Каталог Сайтов

გილოცავთ შობა-ახალ წელს © 2024