ახალი წელი აფრიკაში - 13 დეკემბერში 2011 - საახალწლო პორტალი! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
 
შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 
საიტის მენიუ
ნავიგაცია
ამინდის პროგნოზი
შესვლის ფრომა
TOP ავტორები

lasha123
null

სიახლეები:231 

კომენტარები:13

რეპუტაცია:100


RoMA_1
null

სიახლეები:72 

კომენტარები:6

რეპუტაცია:100


ADMIN
null

სიახლეები:53 

კომენტარები:20

რეპუტაცია:100


Temuka
null

სიახლეები:29 

კომენტარები:1

რეპუტაცია:0

რეკლამა
ახალწლამდე დარჩა

ახალ წლამდე დარჩა:



პოპულარული სიახლეები
New Year

ახალი წელი - ვიკიპედია

საახალწლო საჩუქრები ჰოროსკოპის მიხედვით

თოვლის ბაბუები პატარებისათვის

თოვლის ფანტელებო...

გამარჯვებული საიტი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტზეა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Online კონტაქტი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 13 » ახალი წელი აფრიკაში
10:26 PM
ახალი წელი აფრიკაში


აქ არც ნაძვის ხეს დგამენ და არც ახალი წელია განსაკუთრებული დღესასწაული. დიდი-დიდი ჩინურ ფეიერვერკს თუ გაუშვებს ვინმე. უფრო შობის დღესასწაულს ზეიმობენ. მთელი ღამე ეკლესიაში ლოცულობენ. ეთიოპიელები ღრმად მორწმუნე მართლმადიდებლები არიან. აქსუმში (რაც საბანაო ადგილს ნიშნავს) 3000 წლის წინანდელი უზარმაზარი 21-მეტრიანი გრანიტის სტელაა. არადა, 2500 კილომეტრის რადიუსში გრანიტი საერთოდ არ მოიპოვება.

მეორე, 23-მეტრიანი სტელა იტალიელებმა წაიღეს, მაგრამ მთლიანად გატანა ვერ მოახერხეს, გაჭრეს და ისე წაიღეს რომში; მესამე, ყველაზე მაღალი, 470-ტონიანი სტელა დადგმისას წაჰქცევიათ და დღემდე იქვე სამ ნაწილად გახლეჩილი აგდია. ლეგენდის თანახმად, საბაელთა დედოფლისა და ბიბლიური მეფე სოლომონის შვილი მენელიკ I იმ არემარის პირველი იმპერატორი გახდა.

16 წლის ისრაელში წავიდა მამის სანახავად. სოლომონმა ვაჟს აჩუქა მორწმუნეთა თაღი, რომელზეც ამოკვეთილი იყო ათი მცნება. აქსუმში ამ სტელებთან ახლოს წმინდა მარიამის პატარა მონასტერია. როგორც ამბობენ, თაღი იქ არის დასვენებული, მაგრამ თვალით არავის უნახავს, გარდა იმ ერთადერთი ბერისა, რომელიც იქაურობას უვლის. მონასტერში ამ ბერის გარდა, სხვას არავის აქვს ფეხის შედგმის უფლება. როცა ბერი სიკვდილის მოახლოებას იგრძნობს, თავადვე იწყებს მთელ მსოფლიოში წმინდა მართლმადიდებელი ბერის ძებნას, რათა მარიამის ეკლესია ჩააბაროს.

ეთიოპიელების დღესასწაული ლოცვაა. სადღესასწაულო სუფრა? ვერ ვიხსენებ, ასეთი ტრადიცია თუ აქვთ.
ყველაფერს ჭამენ, ვირთხებსაც კი. ახალჩასული ვიყავი გაბონში, კატა შევნიშნე. მეორე დღეს მოვიკითხე, სად არის-მეთქი. შეჭამესო… სპილო, ნიანგი, მაიმუნი… ყველაფერი იჭმება(!*).

ვინც მკვდარი მაიმუნის, ნიანგის ყიდვას ახერხებს, შეძლებულ კაცად ითვლება. გზის პირებზე დაინახავთ გასაყიდად ჩამოკიდებულ მკვდარ მაიმუნს, გაკოჭილ ნიანგს, ჯოხზე გადაკიდებულ გველსა და ერთ-ორ სიმინდის ტაროს. ცოცხალ კაიმანს იყიდიან და მერე შინ კლავენ. პირველად გაკოჭილი და ტაშტში ჩასმული კაიმანი რომ დავინახე, გამიკვირდა, რა არის-მეთქი? უნდა დავკლათ და შევჭამოთო, ამიხსნეს. სხვათა შორის, ნიანგის წვნიანი ძალიან გემრიელია. სადღესასწაულო კერძად ითვლება ლუდში ჩაშუშული ანაკონდა და ბოა, კობრი შოკოლადში.

ისე, მხიარულება არ აკლიათ აფრიკელებს. მაგალითად, ქორწილი ერთკვირიანი იციან (ცოლის შესართავად აუცილებელი პირობაა ჩუკუდუს ყოლა. ჩუკუდუ ხის ველოსიპედია; თუ არ გყავს, ქალს არ მოგათხოვებენ), თავიდან ვფიქრობდი, საჭმელ-სასმელი არა აქვთ და ამდენი ენერგია საიდან-მეთქი. თურმე დაფხვნილ ებორას ჭამენ. ებორა ხეა, ჰალუცინოგენი. შეჭამენ ერთ კოვზს და ილხენენ. სასმელიც უყვართ ძალიან.

ერთხელ ლუდის ქარხანა გაჩერდა და ისეთი ამბავი ატყდა, კამერუნიდან და კონგო-ბრაზავილიდან ძლივს მოასწრეს ლუდის შემოტანა, თორემ რევოლუცია გარდაუვალი იყო. ხალხს არ ადარდებს სიღარიბე, არ აწუხებს, ჩაუჭრიან თუ არა შუქს. აი, ლუდი და სასმელი რომ შემოაკლდეთ, ქვეყანას ნაცარტუტად აქცევენ. საღამოს გამოთრობა და ცეკვა ჩვეულებრივი ამბავია. თუ ლუდი არა აქვთ, ბანანის ღვინოს სვამენ.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 252 | დაამატა: keva | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2  
cry cry biggrin biggrin biggrin sg magari suratia saidan gachite biggrin

1  
:D:D chashushuli anakondaaaaaaaaaaaa biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin lol lol lol lol lol lol lol lol lol lol

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩვენი ნაძვისხე
http://game-box.ucoz.hu/Skripti_ot_nas/elo4ka1.gif
რეკლამა
საათი
რეკლამა
PERFEKT CLAN
ვიდეო განწყობისათვის
ჩათი
200
მუსიკა
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ უპასუხა: 49
სინათლე
რეკლამა
ძებნა
არქივი
სტატისტიკა

DATING SITE Shoutbox casino Willhill casino Casino Neteller
Google-Add.com - Открытый Каталог Сайтов

გილოცავთ შობა-ახალ წელს © 2016