საახალწლო კერძები - 8 დეკემბერში 2011 - საახალწლო პორტალი! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
 
შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 
საიტის მენიუ
ნავიგაცია
ამინდის პროგნოზი
შესვლის ფრომა
TOP ავტორები

lasha123
null

სიახლეები:231 

კომენტარები:13

რეპუტაცია:100


RoMA_1
null

სიახლეები:72 

კომენტარები:6

რეპუტაცია:100


ADMIN
null

სიახლეები:53 

კომენტარები:20

რეპუტაცია:100


Temuka
null

სიახლეები:29 

კომენტარები:1

რეპუტაცია:0

რეკლამა
ახალწლამდე დარჩა

ახალ წლამდე დარჩა:



პოპულარული სიახლეები
New Year

ახალი წელი - ვიკიპედია

საახალწლო საჩუქრები ჰოროსკოპის მიხედვით

თოვლის ბაბუები პატარებისათვის

თოვლის ფანტელებო...

გამარჯვებული საიტი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტზეა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Online კონტაქტი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 8 » საახალწლო კერძები
9:49 PM
საახალწლო კერძები
-

ნაღების კარაქზე მოვთუშოთ ხახვი და სოკო, დავამატოთ წვრილად დაჭრილი კვერცხი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი.



შევკმაზოთ მაიონეზით. ხორცი კარგად დავბეგვოთ. თითოეულ ხორცის ნაჭერზე მოვათავსოთ შიგთავსი და გადავახვიოთ რულეტად. დავამაგროთ კბილის საჩიჩქნი ჩხირებით, ან ძაფით. გამოვაცხოთ ჰაერღუმელში 200 გრადუს ტემპერატურაზე, დაახლოებით 20 წუთის მანძილზე. გარნირად გამოვიყენოთ კარტოფილი. კერძს მოვაყაროთ მწვანილი.



ინგრიდიენტები:
4 ცალი საქონლის დაბეგვილი სტეიკი * 1 ცალი კვერცხი * 200 გრ ნედლი ქამა სოკო * 1 თავი ხახვი * 2 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი * მარილი, პილპილი * მაიონეზი


დაბეგვილი ხორცი პიტნის სოუსით





ხორცი დავბრაწოთ მაღალ ცეცხლზე, ოქროსფერი კანის მიღებამდე ორივე მხრიდან.

სოუსის მისაღებად ერთმანეთს შევურიოთ მაიონეზი და წვრილად დაჭრილი პიტნა. დაბეგვილი ხორცი მივირთვათ ცხლად, სოუსითა და გარნირით.

ინგრიდიენტები:
4 ცალი საქონლის დაბეგვილი სტეიკი * ზეითუნის ზეთი შეწვისათვის * დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით * მაიონეზი * პიტნის კონა


ოდნავ ავთქვიფოთ მიქსერით კენკრის სოუსი. სენდვიჩის პურებს გადავუსვათ მაიონეზი, მოვაყაროთ დახეხილი ყველის ფენა და ინდაურის, ან ხორცის ფენა, თან იმგვარად, რომ ყოველი პურის კიდეები ცარიელი (ხელუხლებელი) რჩებოდეს შიგთავსისაგან. ზემოდან მოვასხათ კენკრის სოუსი და აკურატულად დავახვიოთ მიღებული კვერები რულეტიკებად. ეს რულეტიკები კი სალათის ფურცლებში გავახვიოთ. ყოველი რულეტიკი აკურატულად დავჭრათ რამოდენიმე რგოლად, იმავდროულად ჩავამაგროთ კბილის საჩიჩქნი ჩხირებით. მიღებული რგოლები ნაძვის ხის ფორმით დავაწყოთ ლანგარზე. მოვრთოთ ვარსკვლავებით, რომლებიც ბულგარული წიწაკისაგან გამოვჭრათ და ხახვის რგოლებით. აი, "საშობაო ხეც” მზადაა!


ინგრიდიენტები: 480 მლ შავი მოცხარის რბილობიანი წვენი *4 ცალი დიდი, რბილი სენდვიჩის პური * 300 გრ დახეხილი ყველი "ჩედერი” *300 გრ წვრილად დაჭრილი ინდაურის, ან ქათმის შებოლილი ხორცი * მწვანე სალათის საშუალო ზომის კონა * 2 – 3 ცალი წითელი და ყვითელი ბულგარული წიწაკა * თეთრი და ცისფერი ხახვი, დაჭრილი რგოლებად * გარნირისათვის
კბილის საჩიჩქნი ჩხირები


სკუმბრია, მობრაწული მაიონეზით


ფილე დავჭრათ ნაჭრებად, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ღრმა, ცეცხლგამძლე ტაფაზე ოქროსფერი გარეკანის მიღებამდე ორივე მხრიდან. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ხახვი და სტაფილო ცალ-ცალკე მოვთუშოთ. სკუმბრიის ფილეს დავადოთ მოთუშული ხახვის ფენა, სტაფილოს ფენა, მოვაყაროთ დახეხილი ყველი.ზედა ფენად მაიონეზი მოვასხათ.

ინგრიდიენტები:
500 გრ სკუმბრიის ფილე * 50 გრ ფქვილი * 2 სუფრის კოვზი ზეთი * 2 თავი ხახვი * 3 ცალი სტაფილო * თითო კონა ოხრახუში და კამა * დახეხილი ყველი * მარილი, წიწაკა * მაიონეზი



ლორის რულეტიკები


კიტრი, ვაშლი და ნიახურის ძირები დავჭრათ წვრილ კუბიკებად, მოვასხათ ფორთოხლის წვენი. პომიდვრებს ამოვაცალოთ რბილობი, აგრეთვე დავჭრათ კუბიკებად და შევურიოთ ბოსტნეულს.
სალათა შევკმაზოთ მაიონეზით.
გამზადებული სალათა მოვათავსოთ ლორის ფირფიტებზე და გადავახვიოთ.
მიღებული ლორის რულეტიკები დავაწყოთ სალათის ფურცლებზე.

ინგრიდიენტები:
6 ცალი ლორის ფირფიტა * 2 კიტრი * 1 ვაშლი *ნიახურის 2 ძირი * 2 სუფრის კოვზი ფორთოხლის წვენი * 2 პომიდორი * რამოდენიმე ცალი სალათის ფურცელი * 3 სუფრის კოვზი მაიონეზი



ვაშლები დავჭრათ განივად, 1 სმ სისქის რგოლებად და გამოვუღოთ კურკები. დროჟი გავხსნათ ცოტაოდენ თბილ წყალში. კარაქი გავადნოთ. კვერცხი – ავთქვიფოთ. მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი ფქვილის, დროჟის, რძის, კარაქისა და კვერცხისაგან, ნახევარი შაქრისა და ნახევარი შაქრის პუდრის დამატებით. მორჩენილი შაქარი და შაქრის პუდრა შევურიოთ და ამოვავლოთ მასში ვაშლის რგოლები. შემდეგ ეს რგოლები ამოვაწოთ ცომში და შევწვათ კარაქში ოქროსფერი კანის მიღებამდე ორივე მხრიდან. ამოვაწყოთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.
სუფრაზე გატანის წინ, მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

ინგრიდიენტები:
6 ცალი ვაშლი * 1 ჩაის კოვზი საფუარი * 125 მლ თბილი რძე * 2 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი * 50 გრ ფქვილი * 3 ცალი კვერცხი * 50 გრ შაქრის პუდრა * ცხიმი შესაწვავად



ფორთოხლის ბლინები ნაყინით


გავცრათ ფქვილი. დავუმატოთ კვერცხი, შაქარი, რძე, ½ ფორთოხლის წვენი და 2 კოვზი ზეთი. სათქვეფი ნიჩბით მოვზილოთ ცომი. ცომში ჩავამატოთ დახეხილი ფორთოხლის ცედრა. წინასწარ გახურებულ ტაფაზე გამოვაცხოთ ბლინები. მაგიდაზე გატანის წინ, ბლინები გავკეცოთ სამკუთხედებად. ზემოდან, თითოს თითო ნაყინის ბურთულა დავადოთ. მოვრთოთ პიტნის ფოთლებითა და ცედრით.


ინგრიდიენტები:
1 ჭიქა ფქვილი * 2 ცალი კვერცხი * 1 სუფრის კოვზი შაქარი * 300 მლ უცხიმო რძე * 1 ცალი ფორთოხალი * ზეთი (უსუნო) * ნაყინის რამოდენიმე ბურთულა * პიტნის ფოთლები მოსართავად



კუბიკებად დავჭრათ ქათმის წინაგული (თეთრი ხორცი). სტაფილო და ვაშლი დავხეხოთ. დავნაყოთ ნიორი.

დავაქუცმაცოთ კიტრი და მწვანილი. ყველა ინგრიდიენტი კარგად შევურიოთ ერთმანეთს და შევკმაზოთ მაიონეზით. სუფრაზე გატანის წინ, მოვათავსოთ სალათის ფურცლებით ამოფენილ ღრმა თეფშზე.

ინგრიდიენტები: 1 მოხარშული ქათმის წინაგული * 2 სტაფილო * 2 დიდი ვაშლი * 2 კბილი ნიორი * 1 კიტრი * კონა მწვანილი * მაიონეზი



კატროფილი დავჭრათ თხელ, მრგვალ ფირფიტებად, დავაწყოთ თეფშზე და წავუსვათ მაიონეზი. კვერცხიც კარტოფილის მსგავსად დავჭრათ, დავაწყოთ კარტოფილის ფენას და გადავუსვათ მაიონეზის თხელი ფენა. ხახვი დავჭრათ წვრილ რგოლებად, დავთუთქოთ მდუღარე წყლით, გავაგრილოთ. დავაწყოთ კვერცხის ფენას. ორაგული დავაქუცმაცოთ ჩანგლით, დამაგვირგვინებელ ფენად დავადოთ ჩვენს სალათას და კვლავ გადავუსვათ მაიონეზი.
შეგვიძლია სალათა – ტორტი მოვრთოთ ორაგულისა და კრევეტებისაგან დამზადებული "ვარდებით”.


ინგრიდიენტები:
1 ქილა კონსერვირებული ორაგული * 4 ცალი კანიანად მოხარშული კატროფილი * 5 ცალი მოხარშული კვერცხი * 1 თავი ხახვი * მოხარშული კრევეტები, მოსართავად * მაიონეზი



მოხარშეთ კრევეტები მარილიან წყალში, გააცივეთ და გაასუფთავეთ. წვრილად დაჭერით კიბორჩხალას ხორცი.

გაჭერით სანახევროდ ბულგარული წიწაკა, გამოაცალეთ შიგნეული, დაჭერით თხლად. შეაერთეთ ინგრიდიენტები, დაუმატეთ მთლიანი პომიდორი–ჩერი, შეაზავეთ მაიონეზით.

ინგრედიენტები:
1 კგ კრევეტი * 2 ც წითელი ბულგარული წიწაკა * 200 გ პომიდორი–ჩერი * 200 გ კიბორჩხალას ხორცი * მაიონეზი


კატეგორია: სხვა | ნანახია: 219 | დაამატა: lasha123 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩვენი ნაძვისხე
http://game-box.ucoz.hu/Skripti_ot_nas/elo4ka1.gif
რეკლამა
საათი
რეკლამა
PERFEKT CLAN
ვიდეო განწყობისათვის
ჩათი
200
მუსიკა
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ უპასუხა: 49
სინათლე
რეკლამა
ძებნა
არქივი
სტატისტიკა

DATING SITE Shoutbox casino Willhill casino Casino Neteller
Google-Add.com - Открытый Каталог Сайтов

გილოცავთ შობა-ახალ წელს © 2016