საახალწლო ტური: ახალი 2012 წელი საქართველოში - 11 დეკემბერში 2011 - საახალწლო პორტალი! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
 
შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 
საიტის მენიუ
ნავიგაცია
ამინდის პროგნოზი
შესვლის ფრომა
TOP ავტორები

lasha123
null

სიახლეები:231 

კომენტარები:13

რეპუტაცია:100


RoMA_1
null

სიახლეები:72 

კომენტარები:6

რეპუტაცია:100


ADMIN
null

სიახლეები:53 

კომენტარები:20

რეპუტაცია:100


Temuka
null

სიახლეები:29 

კომენტარები:1

რეპუტაცია:0

რეკლამა
ახალწლამდე დარჩა

ახალ წლამდე დარჩა:



პოპულარული სიახლეები
New Year

ახალი წელი - ვიკიპედია

საახალწლო საჩუქრები ჰოროსკოპის მიხედვით

თოვლის ბაბუები პატარებისათვის

თოვლის ფანტელებო...

გამარჯვებული საიტი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტზეა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Online კონტაქტი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 11 » საახალწლო ტური: ახალი 2012 წელი საქართველოში
12:52 PM
საახალწლო ტური: ახალი 2012 წელი საქართველოში

ზამთარი კარს მოგვდგომია, დროა ვიზრუნოთ დამდეგი საახალწლო არდადაგების გატარებაზე.
ჩვენ გთავაზობთ გაატაროთ ახალი წლის დაუვიწყარი დღეები საქართველოში, გაეცნოთ ქართულ ტრადიციებს,კულტურას...

დღე 1.ჩამოსვლა თბილისში, აეროპორტში დაგხვდებათ ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი. ტრანსფერი სასტუმროში ან სასტუმრო სახლში( არჩევანის მიხედვით). ვახშამი.

დღე 2.საუზმის შემდეგ თქვენ გელით თბილისის ღირსშესანიშნაობების ტური. ექსკურსიები: ეთნოგრაფიული მუზეუმი, მთაწმინდა,ეროვნული მუზეუმი(ოქროს ფონდი)ანჩისხატის ეკლესია (მე-6 საუკუნე); სიონის საკათედრო ტაძარი (იგი მე-13 საუკუნით თარიღდება, (თუმცა გარკვეული ცვლილებები შეტანილ იქნა მე-17-19 საუკუნეებში); შარდენისა და ბამბის რიგის კოლორიტული ქუჩები;
სადილი ერთ-ერთ თბილისურ კოლორიტულ კაფეში, სადაც თქვენ სხვა კერძებთან ერთად დააგემოვნებთ ტრადიციულ ხაჭაპურს.
ნარიყალას ციხესიმაგრე, რომელიც თარიღდება მე-4 საუკუნით; აბანოთუბანი; გოგირგის აბანოები(დღის განმავლობაში მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შემდეგ თერმული წყლის პროცედურები, გოგირდოვანი წყლის აბაზანები ტურის ყველაზე დამამშვიდებელი ნაწილი იქნება.) მსუბუქი ვახშამი.
ღამისთევა თბილისში.

დღე 3. საუზმის შემდეგ ჩვენ გავემგზავრებით თავისი უძველესი ტრადიციებითა და სტუმართმოყვარეობით განთქმულ რეგიონში მევენახეობის მხარეში - კახეთში.
ამ რეგიონში ვნახავთ ბოდბეს მონასტერს (მე-11ს.); საქართველოს განმანათლებელ წმინდა ნინოს საფლავს; გავისეირნებთ სიყვარულის ქალაქად წოდებულ-სიღნაღში, ვეწვევით თავადისა და პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმსა და ბოტანიკურ ბაღს, ასევე წინანდლის ღვინის ქარხანას და უძველესი ღვინოების კოლექციით განთქმულ ენოთეკას,სადაც უძველესი ღვინოები ინახება.აქვე მოხდება ქართული ღვინის დეგუსტაციაც.
ახალი წლის წინა ღამეს ჩვენ გავატარებთ კახეთში. ვახშამი კახური ტრადიციული სუფრითა და თამადით.
ღამისთევა თელავში.

დღე 4.საუზმის შემდეგ ვეწვევით ერეკლე II-ს სახლმუზეუმს, ვნახავთ ალავერდის სამონასტრო კომპლექსს, ვეწვევთ სოფელ ნაფარეულში განთქმულ უძველეს ტყუპების ღვინის მარანს. აქ შესაძლებლობა გვექნება დავესწროთ და თავად მივიღოთ მონაწილეობა არყის გამოხდაში (ზავოდობა) და დავაგემოვნოთ „ცხელი" არაყი. ასევე ვნახავთ როგორ ცხვება კახური (დედას) პური და როგორ კეთდება ჩურჩხელა. ჩურჩხელის ამოვლებასა და პურის გამოცხობაშიც მივიღებთ მონაწილეობას.გავემართებით მცირე, ლამაზი კახური ქალაქის - ყვარელის მოსანახულებლად.ყვარელის ღვინის მარანი. აქ გავსინჯავთ მშრალ და ნახევრად-ტკბილ ღვინოებს.დაბინავება ყვარელში.
11 სთ 30 წთ_ ზე საახალწლო ვახშამი (სპეცილური მუსიკალური პროგრამით,ქართული თოვლის ბაბუით და საჩუქრებით)

დღე 5.საუზმის შემდეგ გავისეირნებთ ყვარლის ტბაზე, გამომგზავრება თბილისში.
გზად ვეწვევით ერთ-ერთ ადგილობრივ სტუმართმოყვარე ტრადიციულ ოჯახს და მონაწილეობას მივიღებთ ქართულ ტრადიციულ წვეულებაში ქართული ოჯახური ღვინითა და სამზარეულოთი.
დაბრუნება თბილისში. ღამის თბილისი. მეტეხის ეკლესია (მე-13 საუკუნის კულტურული ძეგლი); სამების საკათედრო ტაძარი ( მე-2 ათასწლეული).
(სურვილის შემთხვევაში საახალწლო კონცერტზე დასწრება)
ღამისთევა თბილისში.

დღე 6. საუზმის შემდეგ გავემგზავრებით მცხეთაში (UNEშჩO–ს მემკვიდრეობა), ეს არის უძველესი ქალაქი, რომელიც საქართველოს დედაქალაქობას ჯერ კიდევ ქრ. შ–მდე 3 საუკუნიდან ქ. შ–დან 5 საუკუნემდე უწევდა. ვიხილავთ ჯვრის მონასტერს (6 საუკუნე) სვეტიცხოვლის ტაძარს, რომელიც 11–ე საუკუნეში აშენდა. ამის შემდეგ ვეწვევით გორს. ეს ქალაქი საქართველოს გამოჩენილმა მეფემ დავით აღმაშენებელმა დააარსა (1089–1125).
დავათვალიერებთ უფლისციხეს, აქ გახლავთ "მეფის სასახლე"– ქვისგან ნაკვეთი უძველესი ქალაქია აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც აგებულია მტკვრის მარცხენა კლდოვან სანაპიროზე და თარიღდება ქრისტესშობამდე მეორე ათასწლეულის გვიანი შუა საუკუნეებით. ვესტუმრებით ბალნეოლოგიურ კურორტ-ბორჯომს,რომელიც მდიდარია ბუნებით და მინერალური წყლებით. რომანოვების სასახლის მონახულება (იოსებ სტალინის საზაფხულო რეზიდენცია)დავაგემოვნებთ ბორჯომის მინერალურ წყლებს.
ღამისთევა სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში.

დღე 7-8.ორი დღის გატარება ბაკურიანში დასასვენებლად და სათხილამუროდ.

დღე 9.

  თბილისში დაბრუნება. თავისუფალი დრო.
გამოსამშვიდობებელი საღამო ქართულ რესტორანში, ქართული ღვინისა და კერძების დაგემოვნებით. ( კულტურული პროგრამის ჩართვით: ხალხური ცეკვები,სიმღერები) ტრანსფერი აეროპორტში. გაცილება.


ტურის ფასი დამოკიდებული იქნება ტურში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობაზე.



კატეგორია: სხვა | ნანახია: 242 | დაამატა: lasha123 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩვენი ნაძვისხე
http://game-box.ucoz.hu/Skripti_ot_nas/elo4ka1.gif
რეკლამა
საათი
რეკლამა
PERFEKT CLAN
ვიდეო განწყობისათვის
ჩათი
200
მუსიკა
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ უპასუხა: 49
სინათლე
რეკლამა
ძებნა
არქივი
სტატისტიკა

DATING SITE Shoutbox casino Willhill casino Casino Neteller
Google-Add.com - Открытый Каталог Сайтов

გილოცავთ შობა-ახალ წელს © 2016