მსურველებს 300 ლარის ზევით დანახარჯის შემთხვევაში საჩუქარი გადაეცემათ.
მაღაზიაში 1 000 საჩუქარია წარმოდგენილი. მათ შორისა ტელევიზორი, ფოტოაპარატი, ლეპტოპი, საოჯახო და წვრილი ტექნიკაა.
როგორც „რადიოქალაქს” „ზუმერის” მენეჯერმა ლევან გაფრინდაშვილმა განუცხადა, მაღაზიაში მობილურების გარდა ტელევიზორები, ფოტოაპარატები და სხვა წვრილი ტექნიკა იყიდება.
სასაჩუქრე აქცია 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. თბილისში „ზუმერის" სამი მაღაზია მუშაობს.
ბამბის რიგში საახალწლო ფესტივალი მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა ბიზნეს კომპანიების მიერ უამრავი ორიგინალური ნაძვის ხეა წარმოდგენილი.
კომპანია სილქნეტი დიზაინერებთან ერთად ჩაერთო საახალწლო ღონისძიებაში და მისი ბრენდისთვის დამახასიათებელი ფერებითა და მასალით კონცეპტუალური ნაძვის ხით შეუერთდა ფესტივალს. ნაძვის ხეების ფესტივალს ზ. ფალიაშვილის ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეები მუსიკალურად აფორმებენ.
მსგავსი ღონისძიებები ევროპის სხვა ქალაქებში საშობაოდ და საახალწლოდ იმართება. ფესტივალი საქველმოქმედოა და საფუძველი 2004 წელს ჟურნალისტმა ნინო დარასელმა ჩაუყარა. შემოსული თანხები და შემოწირულობები ფონდ „საფეხურებში" გადაირიცხება.
ძველად ახალი წელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად აღინიშნებოდა. დროთა სვლამ თავისი მოიტანა... დღეს იშვიათად თუ მოიძებნება, რომელიმე კუთხე, სადაც ახალ წელს ისე ეგებებოდნენ, როგორც ძველად... ამიტომ თვალი გადავავლოთ ზოგიერთ კუთხეში წარსული დროის საახალწლო ტრადიციებს, მორთულობას, სუფრას, მეკვლეობას. მსგავსება და განსხვავება კი თავად დავინახოთ...
თბილისში: მოსახლეობა ახალი წლის ღამეს სახლის კარს ღიას ტოვებდა, რადგან სჯეროდა, რომ ამ დღეს ბედნიერებას უნდა ჩამოევლო. კარი დახურული არ უნდა დახვედროდა, თორემ ბედნიერება გვერდს აუვლიდა. ამ დღეს არ შეიძლებოდა დათრობა და ხმამაღალი საუბარი. საახალწლო სუფრისთვის დიასახლისი რიტუალურ პურს - ბედისკვერს აცხობდა ოჯახის ყველა წევრისათვის. ზოგან პატარა მაგიდაზე დააწყობდნენ, ცივად მოხარშულ დედალს, ღორის თავს, ჩურჩხელას, ჩამიჩს, ღვინოს, არაყს, ნაზუქებს. ყველაზე მნიშვნელოვან რიტუალად მთელ ქალაქში შეშის მოტანა ითვლებოდა.
2012 წლის შესახვედრად სიღნაღის სასტუმრო/რესტორანი ''ფიროსმანი'' გიწვევთ სადღესასწაულო საღამოზე თქვენს თანამშრომლებთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. 1 პერსონის მომსახურების ღირებულებაა – 150 ლარი. ფასში შედის: სადღესასწაულო სუფრა, გართობა - დიჯეი, ფეერვერკი, სიურპრიზები, სახალისო გათამაშებები, ღამისთევა სასტუმროს ნომერში და დილის საუზმე. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით:272 90 09, 599 31 69 28
25 დეკემბერს, 14 საათზე სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა" და ,,NEVER LAND" გეპატიჟებათ საახალწლო ,,საშობაო ზღაპარზე". პატარებს ესტუმრებიან: პიტერ პენი, ვენდი, ელფები, ჯამბაზები, ფიფქია, ყინულის დედოფალი და სანტა კლაუსი. აგრეთვე პატარა ფიფქები, ელფები და დრაკონები კახა კუხიანიძის და რუსო ჯანელიძის საბავშვო მუსიკალური სტუდია "Studio 1.2.3."-დან. თქვენ გელით თეატრალიზირებული, დაუვიწყარი შოუ პროგრამა და უამრავი სიურპრიზი. პატარებს ტკბილეულით დაასაჩუქრებს ,,ბარამბო". ყველას გელოდებით სავაჭრო ცენტრ ,,ქარვასლა"-ში, დასწრება უფასოა.
საახალწლოდ ყოველი ჩვენგანი მეგობარს, მშობელს ან ახლობელს ჩუქნის საჩუქარს. ზოგს უკვე შერჩეული აქვს საჩუქარი ზოგს კი არა და თავგზა აბნეული აქვს და დგას დიდი პრობლების წინაშე: რა ვაჩუქო ახალ წელსი!
თუ თქვენც ეს კითხვა გაწუხებთ ეს რჩევები ამ პრობლემას გადაგაჭრევინებთ.
სილიკონის ვარდის ფორმა გამოცხობისათვის სილიკონის ფორმების მოხმარებაზე საუბარი შეგვიძლია საათობით. მათი დახმარებით ძალიან ადვილად, ორიგინალურად და ლამაზად გამოვაცხობთ კექსს ან შარლოტას. ეს შეგიძლიათ დედიკოს აჩუქოთ, რაც ძალიან გაახარებს.
ნაძვის ხის ფორმის სანთელი
თუ ფილოსოფიურად ვიტყვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნაძვის ხეა ბუნებაში. მაგრამ თუ არა ფილოსოფიიურად ვიტყვით ეს არის ნაძვის ხე რომელიც შეუდარებლად ანათებს.
მაგნიტის დაფა -ნაძვის ხე სამზარეულოშიც კი არის ადგილი ნაძვის ხისათვის, არა მარტო ახალ წელს. ამ მაგნიტური დაფის დახმარებით თქვენს მაცივარს არა მხოლ
... კითხვის გაგრძელება »
გუნდა-გუნდა, თოვლის გუნდა, გაგორდება, სადაც უნდა, გაეპარა დედა თოვლს და კარუსელზე შემოსკუპდა. დედა თოვლი ფიფქებს აფრქვევს: - ჩემი გუნდა სად არის? მის ძებნაში გადათოვლა თოვლმა მთელი ქალაქი. გაიხარეს პატარებმა: - ფანტელები ცვივა ციდან, ეს რა კარგად მოგვილოცა თოვლმა ახალი წლის დილა
***
გადმოლახა ზღვები და გადმოლახა მთები - მოდის თოვლის ბაბუა დათოვლილი მხრებით, დათოვლილი წარბებით, დათოვლილი თმებით. მოჰყავს დათუნიები მოაქვს საჩუქრები. გარეთ ცივი ქარია, ათოვს მთებს და ველებს. ალბათ სცივა ბაბუას - ვინ გაუთბობს ხელებს? როცა მოვა, ვიცეკვებთ და გულს გავიხარებთ, გაზაფხულის მოსვლამდე არ გავუშვებთ გარეთ.
***
რაც ძველია, ძველია, ძველია და მიდის. დღეს ახალი წელია, ზეიმია დიდი. დაფიფქული წარბებით, დათრთვილული ქუდით თოვლისპაპა მოვიდა თოვლი მოაქვს გ
... კითხვის გაგრძელება »
რისი წელია 2012 ? ეს არის დრაკონის , ანუ არარეალური ცხოველის წელი, ეს ილუზიაა, საკარნავალო ფიგურის მსგავსად, მაგრამ ამის მიუხედავად , დრაკონი სულ იარსებებს, იგი დაიწვება და აღდგება ფერფლისგან ყოველ ახალ წელიწადს. 1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012 , 2024 , 2036 ეს დრაკონის წლებია , მომავალი ანუ 2012 წელი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა აღზევების წელია......
დრაკონში არის მოჭარბებული ჯანმრთელობა, სასიცოცხლო ძალა, აქტივობა, წმინდა, როგორც ოქრო. მას არ შეუძლია იყოს ფლიდი, მეწვრილმანე, ენამწარე და ელემენტარული დიპლომატიც კი, თუმცაღა არც ისე გულუბრყვილოა, როგორც კეთილი ღორი – იგი მიმნდობია, მას ყოველთვის მოატყუებენ. იგი მგრძნობიარეა. დრაკონი ხშირად წუხდება უსაფუძვლოდ. ლტოლვა სრულყოფისაკენ მას ხდის მომთხოვნს, როგორც საკუთარი თავისადმი, ისე სხვებისადმი. იგი ზედმიწევნით ორგანიზებულია, ბევრს მოითხოვს, მაგრამ აკეთებს უფრო მეტს; ჯიუტი და გულფიცხია, არ უჩერდება ენა
... კითხვის გაგრძელება »