ახალი წელი ახლოვდება სულ რაღაც დღეები გვაშორებს მასთან, უკვე გვექმნება საახალწლო განწყობა, რომელსაც ქმნის ძალიან ლამაზი საახალწლო სარეკლამო რგოლები, ახალი წლის დადგომამდე ჩვენს საიტზე უამრავი სიახლე დაიდება ამ დღესასწაულის შესახებ, როგორ გავაფორმოთ საახალწლო მაგიდა, როგორ ჩავიცვათ ახალ წელს ან თუნდაც საახალწლო ორცხობილების მომზადებას გასწავლით. ... კითხვის გაგრძელება »
25 დეკემბერს მთაწმინდის პარკს სანტა კლაუსი ეწვევა და ბავშვებს უამრავ საჩუქარს სრულიად უფასოდ დაურიგებს. 25 დეკემბერს გაიხსნება ყინულის მოედანიც და ლაზერშოუ გაიმართება. ყოველდღე მთაწმინდის პარკის ცენტრალურ მოედანზე საბავშვო კონცერტები ჩატარდება. და რაც მთავარია! ამერიკული მთები საახალწლოდ 50% ფასდაკლებით ექსტრიმის მოყვარულებისთვის!!!!
აუცილებლად მორთეთ სახლი საახალწლოდ. იდეალურ ვარიანტში – ეს უნდა იყოს ზღვის თემატიკა, ვინაიდან მომავალი წელი – შავი წყლის დრაკონის წელია (გამოდგება ზღვის ვარსკვლავი, ნიჟარები). და რასაკვირველია, აუცილებელია თვითონ დრაკონის გამოსახულება, როგორც მომავალი წლის სიმბოლო, კარგი იქნება, თუ ეს ფიგურა დამზადებული იქნება ბროლისგან, კერამიკისა ან ხისგან.
სად განვათავსოთ დრაკონის ფიგურა?
დრაკონის სიმბოლო აღმოსავლეთში ძლევამოსილ მცველად აღიქმება. ის ასახიერებს ახლის დაწყებას და ამასთანავე, `კეთილ წყალს~, რაც კეთილდღ
... კითხვის გაგრძელება »
საახალწლო სუფრას
საქართველოში დიდი ტრადიცია აქვს . გავრცელებულია აზრი რომ თუ საახალწლო
სუფრა უხვი და ლამაზი იქნება მერე ოჯახში მთელი წელი სიუხვე და ბედნიერება
სუფევს. მე პირადად საახალწლო სუფრა ახალი წლის დადგომას , ახალ იმედებს,
ოცნებებს და ყველანაირ სიახლეს მახსენებს . სუფრაზე არის ისეთი კერძები
რომელსაც წლის სხვა სეზონებზე ვერ შეხვდები . ამიტომაც აქვს საახალწლო
სუფრას თავისი ხიბლი
საახალწლო სუფრის კერძებში ყველაზე
მთავარი ადგილი უჭირავს საცივს , რომელსაც ტრადიციულად ინდაურის ხორცისგან
ამზადებენ . როგორც წესი ინდაურს ქართველები სხვა დროს არ ვწყალობთ მაგრამ
ახალი წლის შემდეგ შეიძლება მთელი ქვეყნის მაშტაბით ერთი ცოცხალი
ინდაურიც ვეღარ იპოვოთ :)
ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გოჭს, რომელიც შემწვარ მდგომარეობაში , პირში ბოლოკით , ამშვენებს სუფრას.
გოზინაყი
– ყველაზე გემრიელი ნუგბარი ქართულ ტრადიციულ სუფრაზე, ბევრ დიასა
... კითხვის გაგრძელება »
ვისაც ახალი წელი უყვარს და არ მოსწონს ხელოვნური ნაძვის ხეები, მათთვის იაპონელმა იუველირმა გინზა ტანაკამ ოქროს ნაძვის ხე შექმნა. ის 2.5 მეტრი სიმაღლისაა და 12 კილოგრამს იწონის. ახალი წლის ლუქს კლასის ნაძვის ხე ოქროს ფირფიტებითა და 60-მდე ოქროს გულითაა მორთული. გარდა ამისა, მას ტრადიციული ლენტიც აქვს შემოვლებული, რომელიც ყველა სხვა დეტალის მსგავსად, ძვირფასი ლითონითაა შექმნილი. ნაძვის ხის ფასი 2 მლნ აშშ დოლარია.
ეს გინზას პირველი ექსტრავაგანტული ნამუშევარი არ არის. მან იაპონიის ახალდაბადებული პრინცისთვის 24 კარატიანი ოქროსგან ცხენის სკულპტურა შექმნა.
ძვირფასი ნაძვის ხე ღირებულებით მხოლოდ აბუ დაბის შარშანდელ ნაძვის ხეს ჩამოუვარდება. 13 მეტრიანი მარადმწვანე მცენარე, რომელიც Emirates Palace-ში იყო განთავსებული, ოქროსა და ვერცხლის სათამაშოებით, ძვირფასი საყურეებით და ყელსაბამებით მორთეს. მისი ღირებულება 11 მლნ აშშ დოლარი იყო.