ჩინეთში ყველაზე დიდი საახალწლო ტორტი გამოაცხვეს. კულინარულ შედევრზე 80 მზარეული მუშაობდა. მისი სიგრძე 1068 მეტრია და 1.5 ტონას იწონის.
ყველაზე გრძელი საახალწლო ტორტი შანჰაიში, Pudong Shangri-la Hote-ში გამოფინეს, ხოლო მას შემდეგ რაც მისი გიგანტური ზომები გინესის რეკორდების წიგნმა აღიარა, კონდიტერები სასტუმროს კლიენტებსა და მომსახურე პერსონალს გაუმასპინძლდნენ.
ტორტის ცხობის პროცესი ერთ კვირას გაგრძელდა. მასზე 904 კვერცხი, 1045 კგ ფქვილი, 209 კგ შაქარი, 401 კგ შოკოლადი და 34 კგ ვანილი დაიხარჯა.
მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობა ცნობილია, კონდიტერები ორიგინალური დესერტის რეცეპტს არ ამხელენ.
ყველაზე დიდი ტორტის გამოცხობის მიზანი საქველმოქმედოა. მისი ნაჭრების გაყიდვიდან შემოსული თანხა 4 ბავშვის ქიმიოთერაპიის პროცედურას მოხმარდება.
დღემდე ყველაზე დიდ დესერტად ფრანგი კონდიტერების 2010 წელს დამზადებული 207-მეტრიანი ტ
... კითხვის გაგრძელება »
სრულოადში ნახავთ საინტერესო ცნობებს შობასა და ახალ წელზე რელიგიური შეხედულებით.
შობა-ახალ წლის დღესასწაულთა შესახებ განვმარტავთ, რომ: შობა უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია და სულიერი ღირებულების მქონე, მეორე კი საერო დღესასწაულია და, შესაბამისად, ყოფით სფეროს განეკუთვნება. სწორედ ამ ნიშნითაა მათ შორის არსებითი სხვაობაა.
ჩვენი საიტი ორი წელია არსებობს 2012 ის და 2011 ის.ყველას დიდი სიხარულით გვინდოდა საიტის გაკეთება,2010 წლის 1 დეკემბრიდან მე და ნიკამ დავიწყეთ საიტის გაკეთება.დიდი ხანი ვარჩევდით თუ როგორი საიტი გაგვეკეთებინა და ბოლის გადაწყვეტილება მივიღეთ და საიტიც გავაკეთეთ 3 დეკემბრიდან დავიწყეთ სიახლეების დადება.მარტო მე და ნიკა ვიყავით ადმინისტრატორები და ჩვენ ვდებდით სიახლეებს.შარშანდელ საიტს არც ისე დიდი წარმატება მოუტანია ჩვენთვის წლევანდელთა შედარებით ახალა კი ეს საიტი ძალიან მრავალფეროვანი გახდა, ჩვენ შემოგვიერთდა ახალი ადმინისტრატორები და კარგადაც ასრულებენ თავიანთ საქმეს.დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
მსოფლიოს ყველა კუთხეში ცდილობენ ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე იქონიონ, თუმცა ყველა მოლოდინს გადააჭარბა არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, კერძოდ – Abu Dhabi–ს ერთ–ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში – (Emirates Palace Hotel–ში) განთავსებულმა საახალწლო ნაძვის ხემ, რომლის სიმაღლეც 13 მეტრია და იგი ბრილიანტებითა და ზურმუხტებითაა მორთული. ნაძვის ხის დეკორირებისთვის ასევე გამოყენებულია: ოქროსა და ვერცხლის მასალა, მარგალიტი, საფირონი და ცნობილი ბრენდების 131 ეგზემპლარი საიუველირო ნაკეთობანი. რაც შეეხება ნაძვის ხის საფასურს, რომელსაც 24 საათიანი დაცვა იცავს, 11 მილიონი გახლავთ. აქვე მოგახსენებთ, რომ ნაძვის ხეს გინესის წიგნში შესვლას უწინასწარმეტყველებენ. თვალი გადაავლეთ!
საშობაო ნაძვის ხეს- ტრადიციისამებრ შობის დღესასწაულზე ყოველ ოჯახში დგამენ. ბუნებრივ ან ხელოვნურ ნაძვის ხეს რთავენ სხვადასხვა სათამაშოებით და ტკბილეულით, ამის გარდა მიღებულია ნაძვის ხის "წვიმებით", სანთლებით ან ფერადი ელექტრო ნათურებით გაწყობა. ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ასევე უკავშირდება ახალი წლის დღესასწაულს. როგორც წესი, შობა-ახალ წელს მოკაზმული ნაძვის ხეები იდგმევა ქალაქის მოედნებზე და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სადაც ხალხი საზეიმოდ იკრიბება.
ახალი წელი საქართველოს ყველა კუთხეში სხვადასხვანაირად აღინიშნებოდა. თავდაპირველად მეოთხე საუკუნეში ახალ წელს აღნიშნავდნენ 6 აგვისტოს, ხოლო მეშვიდე საუკუნეში მას სექტემბერში აღნიშნავდნენ, მეცხრე საუკუნეში კი მას აღნიშნავდნენ მარტში, ხოლო მეთოთხმეტე საუკუნიდან მას ჩვეულებისამებრ პირველ იანვარს აღნიშნავდნენ. ყველა ოჯახში ახალი წელი სხვადასხვანაირად აღინიშნებოდა, ადამიანების კოსტუმები ჩვეულებისამბერ ძალიან ლამაზი იყო და ამ კოსტუმებს ოჯახებში შეჰქონდათ ბედნიერება. ძალიან ხშირად ქართველები ახალ წელს ''წმ. ბასილის'' დღეს უწოდებდნენ, ''წმ. ბასილის ანუ ახალი წლის დღეს ყველა ოჯახში იწვებოდა პატარა პური და ამ პურს ''წმ. ბასილის''-პურს უწოდებდნენ. ახალ წელს ნაძვის ხის გარდა ერთი აუცილებელი ატრიბუტი უნდა ყოფილიყო თითოეულ ოჯახში, და ეს ატრიბუტი ჩიჩილაკი იყო. ჩიჩილაკი მზადდებოდა ახალი კაკლის ტოტებისაგან რომელიც იყო დახვეული და ჩამოდიოდა დაბლა. ჩიჩილაკს ''წმ. ბასილის'' წვერს უწოდებდნენ. იმ დროშ
... კითხვის გაგრძელება »
მთაწმინდის პარკში თოვლის ბაბუა მარხილით შესრიალდება და მისთვის განკუთვნილ სახლში დასახლდება. ახალი წლისთვის კი პატარებს ლაპლანდიიდან ჩამოსული სანტა კლაუსიც გაახარებს. ეს ორი მეგობარი - თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი ერთად იცხოვრებს. სანტა პირველად 31 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ გალაკონცერტზე გამოჩნდება და ახალი წლის დადგომას მოგვილოცავს.
1 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით სანტა კლაუსი და თოვლის ბაბუა პატარებს საახალწლო საჩუქრებს გადასცემენ. სანტა უყურადღებოდ არც დევნილ ბავშვებს დატოვებს და არც ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს. ისინიც მიიღებენ საჩუქრებს კეთილი სანტა კლაუსისგან.
ძვირფასო პატარა თანამემამულეებო, ბევრი თქვენგანი, ალბათ ლაპლანდიის ყურებიან ბორცვზეც ყოფილა და სანტა კლაუსიც უნახავს. წელს თქვენი საქართველოში მცხოვრები მეგობრებიც იხილავენ მას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ ეს ამბავი ძალიან გაგახარებთ.
მსოფლიოს საახალწლო ტრადიციები სხვადასხვა დაამატე კომენტარი
1)იტალიაში ახალი წლის ღამეს პირდაპირ ფანჯრებიდან ყრიან საყოფაცხოვრებო ნივთებს, იტალიელებს მიაჩნიათ, რომ რაც უფრო მე ნივთს გადაყრიან და გაატანენ ძველ წელლს, მით მეტი სიმდიდრისა და ბარაქის მომტანი იქნება ახალი წლი. 31 დეკემბერის ღამეს, როცა ახალი წლის დადგომის მაუწყებელი საათი პირველად ჩამოკრავს ლინგლისელები აღებენ სახლის უკანა კარებს ძველი წელის გასაშვებად, საათის უკანასკნელ დარტყმაზე კი სახლის წინა კარს არებენ რომ ახალი წელი შემოვიდეს.
2)შოტლანდიელები ახალი წლის ღამეს მირთმეულ საუკეთესო საჩუქრად საჩუქარად ახალგაზრდა, შავთვალა ბიჭისგან მირთმეულ ნახშირის ქვას თვლიან. შემდეგ ამ ნახშირის ქვისგან სახლის კერაზე ცეცხს ანთებენ. ღაც უფრო დიდი და ძლიერი იქნება ცეცხლი” მით მეტ წარმატებას ჰპირდება ახალი წელი შოტლანდიელებს. დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროზე მდებარე ავსტრალიაშ
... კითხვის გაგრძელება »