შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 
საიტის მენიუ
ნავიგაცია
ამინდის პროგნოზი
შესვლის ფრომა
TOP ავტორები

lasha123
null

სიახლეები:231 

კომენტარები:13

რეპუტაცია:100


RoMA_1
null

სიახლეები:72 

კომენტარები:6

რეპუტაცია:100


ADMIN
null

სიახლეები:53 

კომენტარები:20

რეპუტაცია:100


Temuka
null

სიახლეები:29 

კომენტარები:1

რეპუტაცია:0

რეკლამა
ახალწლამდე დარჩა

ახალ წლამდე დარჩა:



პოპულარული სიახლეები
New Year

ახალი წელი - ვიკიპედია

საახალწლო საჩუქრები ჰოროსკოპის მიხედვით

თოვლის ბაბუები პატარებისათვის

თოვლის ფანტელებო...

გამარჯვებული საიტი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტზეა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Online კონტაქტი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 16


საახალწლო სუფრას საქართველოში დიდი ტრადიცია აქვს . გავრცელებულია აზრი რომ თუ საახალწლო სუფრა უხვი და ლამაზი იქნება მერე ოჯახში მთელი წელი სიუხვე და ბედნიერება სუფევს. მე პირადად საახალწლო სუფრა ახალი წლის დადგომას , ახალ იმედებს, ოცნებებს და ყველანაირ სიახლეს მახსენებს . სუფრაზე არის ისეთი კერძები რომელსაც წლის სხვა სეზონებზე ვერ შეხვდები . ამიტომაც აქვს საახალწლო სუფრას თავისი ხიბლი



საახალწლო სუფრის კერძებში ყველაზე მთავარი ადგილი უჭირავს საცივს , რომელსაც ტრადიციულად ინდაურის ხორცისგან ამზადებენ . როგორც წესი ინდაურს ქართველები სხვა დროს არ ვწყალობთ მაგრამ ახალი წლის შემდეგ შეიძლება მთელი ქვეყნის მაშტაბით ერთი ცოცხალი ინდაურიც ვეღარ იპოვოთ :)

ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გოჭს, რომელიც შემწვარ მდგომარეობაში , პირში ბოლოკით , ამშვენებს სუფრას.

გოზინაყი – ყველაზე გემრიელი ნუგბარი ქართულ ტრადიციულ სუფრაზე, ბევრ დიასა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სხვანანახია: 2767|   ავტორი: keva | დამატებულია: 2011-12-16 | კომენტარები (0) 


რამდენიმე საახალწლო ლექსი , ისევ და ისევ საახალწლო განწყობის შესაქმნელად ან უბრალოდ თქვენი შვილისთვის, რომელსაც ამ ლექსების წაკითხვით გაამხიარულებთ


***
თოვლის შვილიშვილი



გაუჭირდა თოვლის პაპას,
ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს.

დავბერდიო, - ასე ამბობს, -
მხნედ ვიყავი შარშან ამ დროს!

საჩუქრების დიდი გუდა
ძლივს ასწია, შველა უნდა.

შუბლზე ცვარი მოიწმინდა:
– თოვლის შვილიშვილი მინდა!

***
საახალწლო სიზმარი



ახალი წლის ღამეა
და სასწაულს ველი,
მალე დაჰკრავს თორმეტჯერ –
მიდის წელი ძველი.

ნაძვის ხესთან ვზივარ და
არ ჩამთვლიმოს, ვცდილობ.
თოვლის პაპას რომ დავხვდე,
არ მსურს, დავიძინო.

გარეთ ცივა, სახლში კი
საამურად თბილა...
ჰოდა, შუაღამემდე
ჩამეძინა ტკბილად.

თოვლის პაპა მესიზმრა
და სიზმარი ახდა –
როცა გამომეღვიძა,
საჩუქრები დამხვდა.

ასე ჩუმად რად ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სხვანანახია: 1344|   ავტორი: keva | დამატებულია: 2011-12-16 | კომენტარები (0) 



დასახელება: საახალწლო სურათები
ფორმატი: JPG
რაოდენობა: 40
გაფართოება: სხვადასხვა
ხარისხი: HQ Wallpapers



კატეგორია: სურათებინანახია: 837|   ავტორი: keva | დამატებულია: 2011-12-16 | კომენტარები (0) 

კატეგორია: სხვანანახია: 658|   ავტორი: lasha123 | დამატებულია: 2011-12-16 | კომენტარები (0) 

ვისაც ახალი წელი უყვარს და არ მოსწონს ხელოვნური ნაძვის ხეები, მათთვის იაპონელმა იუველირმა გინზა ტანაკამ ოქროს ნაძვის ხე შექმნა. ის 2.5 მეტრი სიმაღლისაა და 12 კილოგრამს იწონის.
ახალი წლის ლუქს კლასის ნაძვის ხე ოქროს ფირფიტებითა და 60-მდე ოქროს გულითაა მორთული. გარდა ამისა, მას ტრადიციული ლენტიც აქვს შემოვლებული, რომელიც ყველა სხვა დეტალის მსგავსად, ძვირფასი ლითონითაა შექმნილი. ნაძვის ხის ფასი 2 მლნ აშშ დოლარია.

ეს გინზას პირველი ექსტრავაგანტული ნამუშევარი არ არის. მან იაპონიის ახალდაბადებული პრინცისთვის 24 კარატიანი ოქროსგან ცხენის სკულპტურა შექმნა.

ძვირფასი ნაძვის ხე ღირებულებით მხოლოდ აბუ დაბის შარშანდელ ნაძვის ხეს ჩამოუვარდება. 13 მეტრიანი მარადმწვანე მცენარე, რომელიც Emirates Palace-ში იყო განთავსებული, ოქროსა და ვერცხლის სათამაშოებით, ძვირფასი საყურეებით და ყელსაბამებით მორთეს. მისი ღირებულება 11 მლნ აშშ დოლარი იყო.

კატეგორია: სხვანანახია: 634|   ავტორი: lasha123 | დამატებულია: 2011-12-16 | კომენტარები (0) 

მნიშვნელობა არ აქვს სად შევხვდები ახალ წელს პრაღაში,ავსტრიის ალპებში,პარიზში თუ ლორდ ვეიდერის მიერ ნარჩევ კარპატიებში ან სულაც გუდაურში,სადაც სრიალით მაინც ვიჯერებ გულს, სახლში ხომ აუცილებლად დავბრუნდები და ჩემი გემოვნებით მოწყობილი გარემო ათმაგად გამიხალისებს განწყობას.

სწორედ ამიტომ წინასწარ ვფიქრობ რა მჭირდება,საყიდლების სიას ვადგენ,მანამდე კი მთელი ინტერნეტი გადავქექე ორიგინალური ნაძვის ხის ძებნაში და აი რა ვიპოვე:

ვერასოდეს წარმოვიდგენდი წიგნებისგან თუ შეიძლებოდა ნაძვის ხის აწყობა, დარწმუნებული ვარ ბლოგოსფეროს ინტელექტ წევრებს ეს ვარიანტი მოეწონებათ,მოლი ბლუმს განსაკუთრებით.

სანტა კლაუსი ნაძვის ხეც ორიგინალურია,ნაძ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვანანახია: 1689|   ავტორი: lasha123 | დამატებულია: 2011-12-16 | კომენტარები (0) 

ბერლინელი სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, საშობაო ბაზრობებზე ფრთხილად იყვნენ და ერიდონ სანტა-კლაუსის ტანსაცმელში გამოწყობილ ადამიანებს.

"გამოიჩინეთ სიფრთხილე, წინაღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. საშობაო ბაზრობებზე სერიული დამნაშავე დადის, რომლის დაკავებაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა,” - ასეთი ოფიციალური მიმართვა გაავრცელა ბერლინის პოლიციამ.

პოლიცის განმარტებით, სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი სერიული დამნაშავე, საშობაო ვაჭრობაზე მყოფებს უცნაური სასმელით უმასპინძლდება, რის შემდეგაც მისი მსხვერპლი გონე­ბას კარგავს. ბერლინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, "სანტა-კლაუსის” მსხვერპლი ერ­თი კვირის განმავლობაში, ათობით ადამიანი გახდა.

"საბედნიეროდ, მოწამლულების გადარჩენა ექიმებმა შეძლეს. იმათი მდგომარეობა, ვინც "სანტა-კლაუსის” მიერ შეთვაზებული სასმელი დიდი დოზითÇმიიღო, მძიმეა,” - აცხადებენ სამართალ­დამცველები.< ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სხვანანახია: 677|   ავტორი: lasha123 | დამატებულია: 2011-12-16 | კომენტარები (0) 

ხვალ გალერეა "შარდენში" საახალწლო გამოფენა იხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 20-მდე მხატვრის მიერ შესრულებული ზარდახშა მრავალფეროვანი მასალით, ხოლო უმეტესად ტიხრული მინანქრით მორთული ზარდახშები გალერეაში ახალ წლამდე იქნება გამოფენილი.

ზარდახშები სხვადასხვა დანიშნულებისაა: დაწყებული მხოლოდ დეკორატიული ნივთიდან, აქ არის სავიზიტო ბარათის, სამკაულისა თუ საკმეველის შესანახი ზარდახშები.

წარმოდგენილი ზარდახშები სხვადასხვა მასალითაა შესრულებული, გამოყენებულია სხვადასხვა სახის ლითონი, ხე, ტყავი, რომელიც მორთულია ტიხრული მინანქარითა და ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებით.

გამოფენა ხვალ 19:00 საათზე გაიხსნება.


კატეგორია: სხვანანახია: 671|   ავტორი: lasha123 | დამატებულია: 2011-12-16 | კომენტარები (0) 

ჩვენი ნაძვისხე
http://game-box.ucoz.hu/Skripti_ot_nas/elo4ka1.gif
რეკლამა
საათი
რეკლამა
PERFEKT CLAN
ვიდეო განწყობისათვის
ჩათი
200
მუსიკა
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ უპასუხა: 52
სინათლე
რეკლამა
ძებნა
არქივი
სტატისტიკა

DATING SITE Shoutbox casino Willhill casino Casino Neteller
Google-Add.com - Открытый Каталог Сайтов

გილოცავთ შობა-ახალ წელს © 2019