მოახლოებული შობისა თუ ახალი წლის მთავარი სიმბოლო, რა თქმა უნდა, ნაძვია. ქალაქების უმრავლესობაში ნაძვს საპატიო ადგილზე, ქალაქის მთავარ მოედანზე ან ქუჩაზე დგამენ. ყოველი სახელმწიფო ცდილობს „ყველაზე-ყველაზე" ნაძვი დადგას. გინესის რეკორდების წიგნში არის სპეციალური საახალწლო განყოფილება, სადაც მეგაპოლისების საახალწლო მიღწევები იწერება. რამდენიმე წლის წინ ყველაზე მაღალი საახალწლო ნაძვი ვაშინგტონში დადგეს, მისი სიმაღლე 67 მეტრი იყო. ეს რეკორდი მას შემდეგ ბევრჯერ დაემხო. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საშობაო დღესასწაულის პერიოდში მარადიულ სწრაფვას ცათამბჯენების აგებისაკენ ივიწყებენ და ბავშვური სიხარულით ნაძვებზე გადადიან. გინესის წიგნში შევიდა უილტშირის საგრაფოს ერთი ნაძვი. მისი მიღწევა არა სიმაღლეში, არამედ ასაკშია. საქმე ისაა, რომ პარკერების ოჯახი ერთსა და იმავე ნაძვს უკვე 120 წელია რთავს. ეს ნაძვი ბაბუა პარკერმა 1886 წელს შეიძინა. იმ დროს მასში სულ რაღაც 6 პენსი გადაიხადა.
ვერძი 2011 წელს გადაიშლება პიროვნული ზრდის გრანდიოზული პერსპექტივა. თამამი მოქმედების და ინიციატივების, ცხოვრებაში ახალი პერიოდის დაწყების დროა. საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის მოგიწევთ მოქმედების თავისუფლების უზრუნველყოფა, ბევრი ვერძი მოისურვებს იმიჯის შეცვლას და გარშემომყოფების წინაშე ახალი სახით წარდგომას. თქვენ საქციელს მიმართავს თვითრეალიზების ძლიერი მისწრაფება, თავადაც გაოცებული დარჩებით საკუთარი შესაძლებლობით. დარწმუნდებით, რომ თავად შეგიძლიათ საკუთარი ბედის შექმნა, თუმცა გარკვეული მსხვერპლის გაღება მოგიწევთ. წლის დასაწყისში მოსალოდნელია კონფლიქტი ავტორიტეტულ ადამიანთან, თქვენი პიროვნული ინტერესები შეეწინააღმდეგება უფროსის ან მშობლების მოსაზრებას. მოგიწევთ პროფესიული პრიორიტეტების გადახედვა, ახალი გზების ძიება და ხელისშემშლელ ადამიანებთან კონფლიქ
... კითხვის გაგრძელება »
ესკიმოსები თურმე პირველი თოვლის მოლოდინში ყოფილან. ჩამოვარდება თუ არა პირველი ფანტელი, ახალი წელიც მათთან მაშინ დგება.
ჩინელები ახალ წელს ფეიერვერკების ფონზე ხვდებიან, თუმცა ძველ დროს ისინი აალებული ბამბუკებით ეგებებოდნენ ახალ წელიწადს.
ყველაზე დიდხანს თოვდა კანადაში. 1932 წელს ცხრადღიანი თოვის შემდეგ პატარა სახლები და შენობები მთლიანად დაიფარა. სხვათა შორის, თოვლი თეთრი კი არა, ნაცრისფერი მოდიოდა. რადგან მოსახლეობის უმეტესობას ბუხარი ჰქონდა ანთებული, ჰაერში ასული კვამლი თოვლს ფერს უცვლიდა და ციდან შავი ფიფქები ცვიოდა.
5 მეტრი და 57 სანტიმეტრი - ასეთი ზომის იყო ყველაზე დიდი საშობაო ანგელოზი, რომელიც ცარიელი ლუდის ბოთლებისგან და სხვადასხვა გადაგდებული ნივთისგან მექსიკელმა მხატვარ-დიზაინერმა შექმნა. მანვე გააკეთა ყველაზე დიდი საშობაო სანთელი და გირლანდა, რომლისთვისაც 4850 ბოთლი დასჭირდა.
მოგეხსენებათ, რომ ახალი წელი კარგი საშუალებაა "ძველის დასავიწყებლად და ახალი ცხოვრების დასაწყებად". ამიტომ ყველა ცდილობს, ახალი წლის დღეებში ცუდზე ნაკლები იფიქროს და კამპანიისთვის ისეთი ადამიანები შეარჩიოს, ვისთანაც თავს ყველაზე კარგად იგრძნობს.
ტრადიციულად, ამ დღესასწაულის შინაარსიც სწორედ რამდენიმე სუფრის შემოვლასა და ახლობელი ოჯახების მილოცვა-დალოცვაში მდგომარეობს, რაც გარკვეული წესრიგის დამყარებას მოითხოვს.
წესრიგი კი მარტივად მყარდება, ტრადიციების მიმდევარი ადამიანები ღამის 12 საათს საკუთარ ჭერქვეშ, საკუთარი ოჯახის წევრებთან ხვდებიან, რის შემდეგაც წინასწარ შეთანხმებული მიმოსვლა იწყება. თუმცა მანამდე მეკვლეობის მნიშვნელოვანი რიტუალია ჩასატარებელი.
მეკვლეობა, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციიდან იღებს სათავეს. სტუმრის მიღება, ტრადიციულად, ოჯახის ღირსებად ითვლება და ქართველ კაცსაც უჩნდება პრეტენზია - ეს ღირსება ახალ წლის პირველ წუთებშივე დაიცვას. მეკვლე, პირველ ყოვლი
... კითხვის გაგრძელება »
ძველი ქართული საახალწლო სუფრა ნამდვილად არ იყო ისეთი უხვი და მრავალფეროვანი, როგორც დღევანდელი, მაგრამ ასეთ სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა საქართველოს ცალკეული კუთხეების ტრადიციები და ზოგადად სუფრის ფენომენისადმი დამოკიდებულება.
იმერეთი თავისი სამზარეულოთი ყოველთვის გამოირჩეოდა საქართველოს სხვა კუთხეებისაგან და ეს საახალწლო სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა. მხალეულობისა და საკმაზის მრავალფეროვნება და ხორცეულის მეტად ორიგინალურად დამუშავების ცოდნის გამო, იმერული სუფრა რაც არ უნდა ღარიბული ყოფილიყო, მაინც გემრიელი იქნებოდა. მთაში ძირითადად ხორცეულისაგან ამზადებდნენ კერძებს, უმეტესად ყოველგვარი საკაზმის გარეშე და იქაურ სუფრას ნამდვილად აკლდა მრავალფეროვნება.
ქართლ-კახეთში საშობაო-საახალწლო სუფრის მშვენებად ითვლებოდა (სხვათა შორის, დღესაც ითვლება) ნაზუქები. სამეზობლოში რომელი ქალიც ყველაზე კარგ ნაზუქებს დააცხობდა, მომავალ წელს
... კითხვის გაგრძელება »
როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს ჩვენი წინაპრები? ალილოზე დადიოდნენ, ერთმანეთს სტუმრობდნენ და ახალი წლის დღეებს სიმღერასა და ცეკვა-თამაშში ატარებდნენ.
ახალი წლის თარიღს საქართველოში ხშირად ცვლიდნენ. მეშვიდე საუკუნემდე ახალ წელს აგვისტოში აღნიშნავდნენ, მეშვიდე საუკუნიდან მეცხრე საუკუნის დამდეგამდე - სექტემბერში, შემდგომ კი ახალი წელი მარტში გადაიტანეს. მარტში ახალი წლის აღნიშვნა გამართლებულიც იყო. წელიწადი ხომ გაზაფხულით იწყება?!
რაც შეეხება ძველი საახალწლო ნაძვის ხის მორთულობებს დასავლეთ საქართველოში უმეტესწილად ჩიჩილაკს დგამდნენ, აღმოსავლეთში კი - ნაძვის ხეს. ნაძვი სიცოცხლის, მარადიულობის სიმბოლოა, ჩიჩილაკს კი მეორენაირად ბასილასაც ეძახიან, მზის ფორმა აქვს და თავისი შინაარსით ესეც სიცოცხლეს განასახიერებს.
ჩიჩილაკს ძირითადად თხილის ხისგან ამზადებენ და ხილითა და "ფოჩიანი კამფეტებით" რთავენ. მოგეხსენებათ ჩიჩილაკის თავი ოთხადაა გაყოფილი, ჭრილში ჯვარს სვამენ და ამ ჯვ
... კითხვის გაგრძელება »
საახალწლოთა და საშობაოთ როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც დიდი მონდომებით ემზადებიან. ეს ორი დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გამომდინარე აქედან თითოეული ოჯახი ცდილობს არცერთ ტრადიციას აუაროს გვერდი და სრულყოფილად შეხვდეს მომავალ წელს.
ნაძვის ხე.
ნაძვის ხეს ტრადიციისამებრ ოჯახებში ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე დგამენ. მის მოსართავათა და გასალამაზებლად კი სხვადასხვა სათამაშოებს, გრილიანდებს, ნათურებს, "წვიმებს” იყენებენ. ნაძვის ხეზე ასევე კანფეტებს და ტკბილეულსაც კიდებენ ხოლმე. არა მარტო ოჯახებში, არამდენ ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში იდგმევა ორიგინალურად გაფორმებული საახალწლო ნაძვის ხეები, რომლის გარშემოც არაერთი ღონისძიება იმართება.
მოკლე აღწერა: ორი ბავშვი ნიუ–იორკიდან, იტონი და უმცროსი და ჰელი, სცდილობენ თავისი მშობლების შერიგებას, კატერინას და მაიკლ ო'ფელონს, რომლებიც განქორწინდნენ. პირველი დაბრკოლება მათი მიზნის განხორციელების გზაზე კატერინას საქმროა – ტონი ბოერი. მიუხედავად ყველა სირთულის, თუმცა რაც მართალია სანტა კლაუსის დახმარებით,ბავშვებს ყველაფერი გამოუვათ. შობას ხომ ყველა სანუკვარი ოცნება აუცილებლად სრულდება..
აღწერა: ახალი წლის ღამე ყოველთვის სავცსეა ჯადოსნობით და სიურპრიზებით. ჩვენს დროში ჯადოსნობა ხშირად ხდება ტექნიკური პროგრესის დახმარებით, თუმცა მაინც თოვლის ბაბუის მონაწილეობით, რომელიც დღეს შეიძლება ოცნების ტელეფონის გამყიდველი აღმოჩნდეს...