შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 
საიტის მენიუ
ნავიგაცია
ამინდის პროგნოზი
შესვლის ფრომა
TOP ავტორები

lasha123
null

სიახლეები:231 

კომენტარები:13

რეპუტაცია:100


RoMA_1
null

სიახლეები:72 

კომენტარები:6

რეპუტაცია:100


ADMIN
null

სიახლეები:53 

კომენტარები:20

რეპუტაცია:100


Temuka
null

სიახლეები:29 

კომენტარები:1

რეპუტაცია:0

რეკლამა
ახალწლამდე დარჩა

ახალ წლამდე დარჩა:



პოპულარული სიახლეები
New Year

ახალი წელი - ვიკიპედია

საახალწლო საჩუქრები ჰოროსკოპის მიხედვით

თოვლის ბაბუები პატარებისათვის

თოვლის ფანტელებო...

გამარჯვებული საიტი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტზეა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Online კონტაქტი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 19 » ახალი წელი გუდაურში
7:48 PM
ახალი წელი გუდაურში

ახალი წელი მაშინ არის ძალიან მაგარი, როცა თბილად ხარ, თავს კომფორტულად გრძნობ, არაჩვეულებრივ მუსიკას უსმენ და ფანჯრიდან უყურებ, როგორ ცვივა გადაყვითლებული ციდან უზარმაზარი ფიფქები. ოცდათერთმეტში, ღამით, როცა თითქმის ყველგან წვიმდა, გუდაურში ნანატრი თოვლი მივიდა და არაჩვეულებრივად ორგანიზებულ საღამოს თავისებური ხიბლი შემატა.

სასტუმრო „გუდაურში" ახალი წლის შესახვედრი ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო. ასე რომ, სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში არ ეცალათ მოსაწყენად. დღის ოთხი საათიდან ისინი სასტუმროს ეზოში გამოეფინენ ელენე კალანდაძის შოუს სანახავად, რომელიც ბარბექიუსა და გლინტვეინის თანხლებით მიმდინარეობდა. ათი საათიდან კი სასტუმროს რესტორანში უკვე ახალი წლის საღამო დაიწყო. საზეიმოდ გამოწყობილი სტუმრების გამხიარულება თერთმეტ საათზე ტრიო „თბილისურმა" არაჩვეულებრივი ქართული სიმღერებით დაიწყო, რაც განსაკუთრებით უცხოელებს მოეწონათ. მალე თორმეტი საათიც შესრულდა და გუდაურის ცა გრანდიოზულმა ფოიერვერკმა გაანათა. ამის შემდეგ  იქ მყოფებისთვის საახალწლო საჩუქრებიც გათამაშდა, თუმცა ნამდვილი ცეცხლი დარბაზში მაშინ დაინთო, როცა სცენაზე არაჩვეულებრივად ენერგიული და მხიარული ლიზა მილეტი გამოვიდა. ლიზა საცეკვაო მუსიკის დიდოსტატია და ამიტომაც პირველი ბგერების გაჟღერებისთანავე მთელი დარბაზი აცეკვდა. სიმღერის დაწყებამდე ის ქართველ მომღერლებს უსმენდა და სახეზე ეტყობოდა, რომ აღფრთოვანებული დარჩა. ეს არც ჩვენთან ინტერვიუს დროს დაუმალავს.

ლიზა მილეტი: „ძალიან მომწონს საქართველო და ვაპირებ, კიდევ ორი  დღით დავრჩე, როგორც ტურისტი. აქ უკვე მეორედ ვარ, თბილისში „ნაით ოფისში" მქონდა პირველი კონცერტი სამი წლის წინათ და ეს უკვე მეორე კონცერტი გამოდის. თუ შემოთავაზება იქნება, სიამოვნებით ჩამოვალ კიდევ. როცა პირველად ქართული სიმღერა მოვისმინე, გაოგნებული დავრჩი. საერთოდ, წარმომედგინა, რომ ეს რუსული კულტურის ნაწილი იყო და ქართული სიმღერაც, რაღაც რუსულის მსგავსი იქნებოდა. როგორც ვხვდები, ქართული ენა ძალიან რთულია. საერთოდ, ქართველები კარგი მსმენელები არიან და როცა სიმღერას ვიწყებ, ძალიან ადვილად მყვებიან ცეკვით".

ლიზა დიჯეი უიჯინ რეიმ ჩაანაცვლა და დარბაზიც საბოლოოდ გახურდა, თუმცა საახალწლო ღონისძიებები აქ არ დასრულებულა. მთავარი სიურპრიზი სასტუმროს სტუმრებს პირველ იანვარს ელოდათ, მარკ ევანსის კონცერტის სახით, რომელმაც უკლებლივ ყველა ააცეკვა, დარბაზიდან კი, სხვებთან ერთად, მეგობარი ქეიშა ამხნევებდა და გულშემატკივრობდა.

მარკ ევანსი: „საქართველოში მეორედ ვარ, მე მიყვარს ეს ქვეყანა, ხალხი, ძალიან ლამაზები არიან, მაგარი საჭმელი და მაგარი ღვინო გაქვთ, მე თბილისში, ბათუმსა და გუდაურში ვარ ნამყოფი და ეს მართლა ჩემი საყვარელი ქვეყანაა. საქართველო ჩემთვის პირველია და აქ კიდევ ჩამოვალ, თუკი მომიწვევენ. საქართველოში ხალხს უყვარს გართობა, ხალხს უყვარს მუსიკა, ძალიან მეგობრული და სტუმართმოყვარე ადამიანები არიან. როცა სიმღერას ვასრულებ, თვითონაც ძალიან ვერთობი. არა აქვს მნიშვნელობა, ათი კაცი იქნება თუ ასი, ყველას ერთნაირად ვიყოლიებ, რადგან ყველასთვის ერთნაირად ვმღერი.

თან ახლა შეყვარებული ვარ. ქეიშა  ჯორჯიის შტატიდანაა. შემთხვევით გავიცანი. ასე რომ, ახლა ორი ჯორჯია მიყვარს, ერთი ამერიკის შტატია, მეორე კი – საქართველო. როცა შეყვარებული ვარ, უკეთესი ვხდები და ამაზე სიმღერებს ვწერ. ეს სიყვარული სულ ახალია და ვაპირებ, კიდევ დავწერო ამაზე სიმღერები. საქართველოს კი ვულოცავ ახალ წელს, მარკ ევანსის ბევრ სიმღერას, ბედნიერებასა და ბევრ სიყვარულს ვუსურვებ. ძალიან მინდა, აქ ხშირად ჩამოვიდე".

გოგა მერკვილაძე, სასტუმრო „გუდაურის" დირექტორი:

„რთული ნამდვილად არ ყოფილა ამ საღამოს ორგანიზება, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, უბრალოდ, ძალიან მოკლე დროში დავგეგმეთ. ვაპირებთ, მთელი სეზონის განმავლობაში მოვაწყოთ მსგავსი დღესასწაულები. ასე რომ, მხოლოდ ახალი წლის აღნიშვნას არ გვეგმავთ. თან თოვლიც მოდის. იმედია, თოვა გაგრძელდება და ერთ მეტრამდე მაინც დადებს, რომ სამთო სპორტის მოყვარულებმაც ბოლომდე ისიამოვნონ. ისე, სეზონის დახურვამდე შვიდი-რვა საღამოს მოწყობას მაინც ვაპირებთ. ეს, რაც სასტუმროს შიგნითაა, მაგრამ მთაზე კიდევ გვინდა რამდენიმე „ივენთის" ჩატარება. აღვნიშნავთ შობას, ძველით ახალ წელს, რვა მარტს, მათ შორის კიდევ ჩავრთავთ პროგრამებს, რომ ყოველი შაბათ-კვირა დატვირთული იყოს. წელს სხვა სიახლეებიც გვაქვს, დავაყენეთ ევროპული სტანდარტის გამშვები პუნქტები, რაც რეალურად ყოველთვის დიდი წინაღობა იყო ჩვენთვის და  მოხდა ტრასების მარკირება, სატკეპნი ტექნიკის ისეთი მობილიზება, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა".

ასე რომ, გუდაურში კიდევ ბევრი დაუვიწყარი დღისა და არაჩვეულებრივი საღამოს გატარება შეგიძლიათ. ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით, გუდაური გელით „გუდაურში".

კატეგორია: სხვა | ნანახია: 1324 | დაამატა: ADMIN | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩვენი ნაძვისხე
http://game-box.ucoz.hu/Skripti_ot_nas/elo4ka1.gif
რეკლამა
საათი
რეკლამა
PERFEKT CLAN
ვიდეო განწყობისათვის
ჩათი
200
მუსიკა
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ უპასუხა: 54
სინათლე
რეკლამა
ძებნა
არქივი
სტატისტიკა

DATING SITE Shoutbox casino Willhill casino Casino Neteller
Google-Add.com - Открытый Каталог Сайтов

გილოცავთ შობა-ახალ წელს © 2024