ახალ წელს აუცილებლად ხმაურიანი შეძახილებით, პოზიტივითა და მხიარულებით უნდა შევხდეთ!
დრაკონს მოსწონს კაშკაშა, სადღესასწაულო გაფორმება, ფოიერვერკები, „ხლოპუშკები", კანფეტები და ხმამაღალი, თანამედროვე, მხიარული მუსიკა.
მოკლედ, ამ წელს, გასართობ პროგრამას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ და უარი თქვათ ბანალურ, ჩვევაში ქცეულ ყოველწლიურ შეხვედრაზე.
რაც მეტი შემოქმედება იქნება - რაც მეტად შემოქმედებითად მიუდგებით როგორც საკუთარ ჩაცმულობას, ასევე სუფრისა და სახლის გაფორმებას, თვითონ ახალი წლის ღამეს, _ მეტი შანსია, რომ გული მოუგოთ სასურველ სტუმარს (თუ კონსერვატორი ხართ და არ აპირებთ რადიკალურ ცვლილებებს, რაღაც სხვა მაინც გააკეთეთ, ანუ, ნუ იქნება ისევ ისე, როგორც შარშან და შარშანწინ იყო!)
საერთოდ, დრაკონს უყვარს მასშტაბურობა, ფართო, ღია სივრცე, ამიტომ სასურველია ახალი წლის შეხვედრა ღია ცის ქვეშ, ნაძვის ხესთან. ეს, სწორედ რომ შესაძლოა გამოსავალი იყოს მათთვის, ვისაც ეს, ჯერ, არ გაუკეთებია!
და არ დაგავიწყდეთ სურვილის ჩაფიქრება!!
საახალწლო სუფრა
ახალი წლის შესახვედრად აუცილებელია სურსათ-სანოვაგით სავსე მდიდრული სუფრის გაშლა (შეძლებისგვარად). სუფრა მხიარულ, მკვეთრ ფერებში უნდა გააწყოთ. სასურველია ყვითელ ფერზე აქცენტი (მაგიდის სუფრა, ჭურჭელი, თუნდაც ხელსახოცები).
მიუხედავად იმისა, რომ დრაკონი ნებისმიერ საკვებს მიირთმევს, აუცილებელია ყველა კერძი ნატურალური, ხარისხიანი პროდუქტისგან იყოს დამზადებული.
ნებისმიერი დაკონსერვებული პროდუქტი, ან ბევრისთვის საყვარელი „ხოლოდეცი", არ არის სასიკეთო, რომ მოხვდეს სუფრაზე, ვინაიდან დრაკონს მოსწონს ყველაფერი „ცეცხლოვანი", ყველაფერი, რასაც ოხშივარი ასდის, ან უმი საკვები, მაგ. ბოსტნეულისა და ხილის სალათები. განსაკუთრებით სასიკეთო იქნება თევზი, ზღვის პროდუქტები და გოგრა.
ბედნიერ, წარმატებულ, დოვლათიანიან წელს გისურვებთ!!!
წყარო