მნიშვნელობა არ აქვს სად შევხვდები ახალ წელს პრაღაში,ავსტრიის ალპებში,პარიზში თუ ლორდ ვეიდერის მიერ ნარჩევ კარპატიებში ან სულაც გუდაურში,სადაც სრიალით მაინც ვიჯერებ გულს, სახლში ხომ აუცილებლად დავბრუნდები და ჩემი გემოვნებით მოწყობილი გარემო ათმაგად გამიხალისებს განწყობას.
სწორედ ამიტომ წინასწარ ვფიქრობ რა მჭირდება,საყიდლების სიას ვადგენ,მანამდე კი მთელი ინტერნეტი გადავქექე ორიგინალური ნაძვის ხის ძებნაში და აი რა ვიპოვე: ვერასოდეს წარმოვიდგენდი წიგნებისგან თუ შეიძლებოდა ნაძვის ხის აწყობა, დარწმუნებული ვარ ბლოგოსფეროს ინტელექტ წევრებს ეს ვარიანტი მოეწონებათ,მოლი ბლუმს განსაკუთრებით. სანტა კლაუსი ნაძვის ხეც ორიგინალურია,ნაძვს წითელი მარლა აქვს შემოხვეული და ქამრით არის დამაგრებული.წელს არ ვიცი თეგეთა მოტორსის ოფისში როგორ ნაძვის ხეს დადგავენ მაგრამ ვფიქრობ ეს ვარიანტი წაადგებათ,საბურავებისგან აწყობილი და ნათურებით განათებული არაფრით არ ჩამოუვარდება ნებისმიერ სხვა ნაძვებს. ითელი და მწვანე შპალიერი გააკრეს და თან იქადნებოდნენ ცოტაც და ნაძვის ხეს იხილავთო.აი რა შექმნეს,მართალია იდეა ახალი არ არის მაგრამ ჩვენი გარემოსთვის ნამდვილად თვალწარმტაცია,უზარმაზარ კედლიდან თითქოს ნაძვის ხე გამოიზარდაო. დანარჩენი ვარიანტები მათთვის არის ვისაც ფართის სიმცირის გამო არ შეუძლია დიდი მარადმწვანე ხით დატკბეს. რატომღაც ძალიან მომწონს ეს ვარიანტები და ვფიქრობ რომელიმე ვერსიას ჩემი ხელით გავაკეთებ და რაღათქმაუნდა რომ აუცილებლად ჩემებურად გავაფორმებ.აი ეს ნათურებით აწყობილი კედლის ნაძვის ხე შეიძლება პატარების ოთახში გაკეთდეს,დანარჩენი ფანტაზიის გასაქანი კი თქვენზე და თქვენს ბავშვებზეა.
|