ლედი გაგა ფანებს საახალწლო სიურპრიზს უკეთებს უცხოეთის სიახლეები პარასკევი, 23 დეკ 2011 17:54
წინა საახალწლო დღეებს "ჩვენი მშვენიერი ლედი" გაგა ტოკიოში ატარებს. მომღერალს ქალაქის ქუჩებში მუდმივად უამრავი ფანი დაჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში ყინავს, ფანები მომღერლს არ ტოვებენ და თავიანთი სიყვარულით ათბობენ, რადგან გაგა რესტორანში გასვლისას, როცა ოქროსფერი მინიკაბა აცვია ან ბეწვიანი ბუსჰალტერი, აშკარად არ ფიქრობს, თუ როგორი ამინდია გარეთ.
ლედი გაგამ გადაწყვიტა ფანები ერთგულებისთვის დაეჯილდოვებინა. Twitter-ში ვარსკვლავმა დაწერა: დიდ ხანს ვფიქრობდი, რა მეჩუქებინა ჩემი "პატარა მონსტრუკებისთვის" და საბოოლოდ მოვიფიქრე! სპეციალურად თქვენთვის ახალ წელს რაღაც ახალს დავდებ საიტზე; ისეთს, რომელიც "ჯერ არ გაჟღერებულა" - სიმღერას Born This Way, რომელიც მე ჩავწერე ცოცხლად, ერთ დუბლით, ჩემს ავტობუსში და არანაირი ცენზურა!
|