,,ლიბერთი ბანკი” მომხმარებელს 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საერთაშორისო ფულად გზავნილებზე საახალწლო აქციას სთავაზობს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ არმენ მათევოსიანმა განაცხადა, 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, საერთაშორისო ფულადი გზავნილის ყოველი მესამე მიმღები 100 ლარით დასაჩუქრდება.
,,ეს არის უპრეცედენტო აქცია იმიტომ, რომ თვის განმავლობაში ჩვენ 1000 გამარჯვებულს ვვარაუდობთ. ამ აქციის ბიუჯეტი ძალიან დიდია. ყოველთვიურად ჩვენს ბანკში ფულადი გზავნილის სერვისით სარგებლობს 90 ათასი მომხმარებელი, საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში. ,,ლიბერთი ბანკს” გააჩნია 270 მეტი მომსახურების წერტილი, როგორც სტაციონარული, ასევე `ლიბერთი ექსპრესის~ მობილური სერვის ცენტრის სახით. გზავნილის განაღდება აბსოლუტურად უფასოა. შესაბამისად, ვფიქრობ, მშვენიერი საჩუქარი იქნება მათი საახალწლო წვეულებისთვის ეს თანხა და მშვენიერი დანამატი ფინანსური დახმარებისათვის, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები ყოველთვიურად თავიანთი ახლობლებისგან საზღვარგარეთიდან იღებენ”, _აღნიშნა მათევოსიანმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე აქციის შედეგად ბანკს უკვე 150-ზე მეტი გამარჯვებული ჰყავს.
არმენ მათევოსიანის განცხადებით, ,,ლიბერთი ბანკი” საქართველოში საერთაშორისო ფულადი გზავნილების ბაზარზე უპირობო ლიდერია, მისი ბაზრის წილი 42 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, გზავნილების ქსელში ჩართულია ყველა სახის საერთაშორისო ფულადი გზავნილის 21 სისტემა.
|