მსოფლიოს საახალწლო ტრადიციები სხვადასხვა დაამატე კომენტარი
1)იტალიაში ახალი წლის ღამეს პირდაპირ ფანჯრებიდან ყრიან საყოფაცხოვრებო ნივთებს, იტალიელებს მიაჩნიათ, რომ რაც უფრო მე ნივთს გადაყრიან და გაატანენ ძველ წელლს, მით მეტი სიმდიდრისა და ბარაქის მომტანი იქნება ახალი წლი. 31 დეკემბერის ღამეს, როცა ახალი წლის დადგომის მაუწყებელი საათი პირველად ჩამოკრავს ლინგლისელები აღებენ სახლის უკანა კარებს ძველი წელის გასაშვებად, საათის უკანასკნელ დარტყმაზე კი სახლის წინა კარს არებენ რომ ახალი წელი შემოვიდეს. 2)შოტლანდიელები ახალი წლის ღამეს მირთმეულ საუკეთესო საჩუქრად საჩუქარად ახალგაზრდა, შავთვალა ბიჭისგან მირთმეულ ნახშირის ქვას თვლიან. შემდეგ ამ ნახშირის ქვისგან სახლის კერაზე ცეცხს ანთებენ. ღაც უფრო დიდი და ძლიერი იქნება ცეცხლი” მით მეტ წარმატებას ჰპირდება ახალი წელი შოტლანდიელებს. დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროზე მდებარე ავსტრალიაში ახალი წელი წლის ყველაზე ცხელ სეზონზე დგება. ასე რომ, ახალ წელს ავსტრალიელები ზღვის სანაპიროზე ხვდებიან და ბავშვებს საჩუქრებს საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი სანტა კლაუსი და თოვლის დედოფალი ურიგებთ. სიდნეის ცნობილი ხიდიდან ახალი წლის ღამეს გრანდიოზულ ფეიერვერკს უშვებენ. ამ ფეიერვერკის სანახავად ავსტრალიაში ყოველწლიურად დაახლოებით 30 000-მდე ადამიანი ჩადის. ესპანეთში ახალი წლის ღამეს მთელი სოფლის გოგო-ბიჭები იკრიბებიან კოცონთან და "კენჭს იყრიან”. ისინი ფურცლებზე ჩამოწერენ საკუტარ სახელებს, შემდეგ ტომსიკაში მოათავსებენ და შემთხვევით იღებენ ამ ფურცლებს. ვის სახელსაც ამოიღებენ ახალგაზრდები, იმასტან წყვილდებიან და წლის ბოლომდე შეყვარებულებად ითვლებიან.
3)ვიეტნამელები ახალ წელს 21 იანვარსა და 19 თებერვალს შორის ზეიმობენ. აისინი დღესასწაულს "ტეტის ეძახიან”. ახალ წელლს ყველა კოცონთან გროვდებიან, საგანგებოდ ამზადებენ ბრინჯის ნუგბარებს და სადღესასწაულო სიმღერებს მრერიან. ვიეტნამელების რწმენით, ახალი წლის დღეს ღმერთი, რომელიც ყველა სახლში ცხოვრობს, ცაში მიემგზავრება და იქ ყვება როგორი წელი გაატარა ოჯახის თითოეულმა წევრმა.
4)ფინელ ქალიშვილებს ახალი წლის ღამეს საბედოს ამოსაცნობად მკითხაობის ტრადიცია აქვთ. ყველაზე გავრცელებული კალით მკითხაობაა – გოგონები გამდნარ კალას ჩაასხამენ ჭიქაში. შემდეგ ამ წყალში დასველებულ პირსახოცს მთელი ღამის განმავლობაში ბალიშის ქვეშ იდებენ რომ თავიანთი საქმროები დაესიზმროთ. ავსტრიელების საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა მოხვდეს გოჭის ან ღორის ხორცი. ღორის თავის ნაწილის ან დინგის შეჭმა წარმატების საწინდარია უნგრელების აზრით. ისინი ამასს "ღორულ ბედნიერებაში” მონაწილეობის მიღებას უწოდებენ.
5)ბულგარეთში ზუსტად 12 საათზე შუქს არობენ ხოლმე რამდენიმე წამით – ეს საახალწლო კოცნის დროა. შემდეგ კი დიასახლისი სურპრიზებიან ღვეზელებს სთა ვაზობს დანარცენებს. ღვეზელში ამოსული მონეტა მოსალოდნელ გამდიდრებაზე მიანიშნებს, ვარდის ტოტი კი სიყვარულზე (თუმცა ვარდის ტოტების ღვეზელებში "მომწყვდევის” სა უ დუმლო ოსტატობა ბულგარელი დიასახლისების პრეროგატივაა როგორც ჩანს.
6)საბერძნეთში, ისევე როგორც საქართველოში, ახალი წელი წმინდა ბასილის დღეა. წმინდა ბასილი კეთილი წმინდანია, რომელსაც ბავშვები უყვარდა. ბერძენი ბავშვები ახალი წლის ღამეს თავიანთ ყელიან ფეხსაცმელებს ბუხართან ტოვებენ, რომ წმინდანმა საჩუქრებითა და მადლით აუვსოს.
|