საახალწლოდ ყოველი ჩვენგანი მეგობარს, მშობელს ან ახლობელს ჩუქნის საჩუქარს. ზოგს უკვე შერჩეული აქვს საჩუქარი ზოგს კი არა და თავგზა აბნეული აქვს და დგას დიდი პრობლების წინაშე: რა ვაჩუქო ახალ წელსი!
თუ თქვენც ეს კითხვა გაწუხებთ ეს რჩევები ამ პრობლემას გადაგაჭრევინებთ.
სილიკონის ვარდის ფორმა გამოცხობისათვის სილიკონის ფორმების მოხმარებაზე საუბარი შეგვიძლია საათობით. მათი დახმარებით ძალიან ადვილად, ორიგინალურად და ლამაზად გამოვაცხობთ კექსს ან შარლოტას. ეს შეგიძლიათ დედიკოს აჩუქოთ, რაც ძალიან გაახარებს.
ნაძვის ხის ფორმის სანთელი
თუ ფილოსოფიურად ვიტყვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნაძვის ხეა ბუნებაში. მაგრამ თუ არა ფილოსოფიიურად ვიტყვით ეს არის ნაძვის ხე რომელიც შეუდარებლად ანათებს.
მაგნიტის დაფა -ნაძვის ხე სამზარეულოშიც კი არის ადგილი ნაძვის ხისათვის, არა მარტო ახალ წელს. ამ მაგნიტური დაფის დახმარებით თქვენს მაცივარს არა მხოლოდ საშობაოდ გაალამაზებთ, არამედ მთელი წელი თქვენ გექნებათ საშუალება თქვენს ახლობლებს ესა თუ ის დღესასწაული მიულოცოთ.
სამარილე "თოვლის ბაბუ" ყოველდრიურად საჭმლის მომზადებაში დაგეხმარებათ "თოვლის ბაბუ" სამარილე. იგი დამზადებულია მინისაგან და სილიკონისგან და ძალიან მოსახერხებელია.
მკითხავი ჭიქა ჭიქას დაუსვით კითხვა, სავარაუდო პასუხები დაწერეთ ლამბაქზე, დაატრიალეთ და ფინჯნის მოსაკიდი მიუთითებს, თუ რომელია სწორი პასუხი.
კედლის კალენდარი "ღიმილი 2011" ყოველი განვლილი დღე ღირსია იმისა,რომ თქვენი კალენდრის მეხსიერებაში დატოვოს კვალი, რაშიც ეს კალენდარი დაგეხმარებათ. ყვითელი და შავი სმაილიკების დახმარებით შეგეძლებათ თქვენს კალენდარზე აღნიშნოთ დღე ცუდი იყო თუ კარგი.
ნაძვის ხის სათამაშო არომატით
იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გაქვთ ნაძვის ხე ამ სათამაშოს დახმარებით თქვენი სახლი გაიჟხონთება ფიჭის არომატით. სათამაშო ხელმისაწვდომია მწვანე და ნარინჯისფერ ფერებში.
|