
საახალწლო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია 2000 წელს ითვლის. რატომ დაიწყეს ადამიანებმა ხეების მორთვა? Eეს იმის დამსახურებაა, რომ წარსულში ხეების მაგიური ძალის სჯეროდათ. Dდრუიდების ცნობილ ჰოროსკოპში ადამიანის ბედისწერა "მისი ხის” მიხედვით ისაზღვრება. (ამ ჰოროსკოპში ნათქვამია, რომ ყველა ადამიანს თავისი დაბადების თარიღის მიხედვით, კონკრეტული ხე შეესაბამება) ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ხეებში ნაყოფიერების სულები სახლობენ, რომელთა კეთილგანწყობაზეც პურის, ხილისა და ბოსტნეულის მოსავლიანობა არის დამოკიდებული.
თქმულების მიხედვით, სულები, შესაძლოა, ბოროტებიც ყოფილიყვნენ, ამიტომ საჭირო იყო სხვადასხვა საჩუქრებით მათი კეთილგანწყობის მოპოვება.
ამ ხეებს შორის, მარადმწვანე ნაძვის ხეს განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ჩვენი წინაპრები მას "მსოფლიო ხედ” მოიაზრებდნენ, რომელიც სიცოცხლის უწყვეტობის სიმბოლო იყო. ტყეში ყველაზე დიდ ნაძვის ხეს პოულობდნენ და მასზე უამრავ საჩუქარს კიდებდნენ, რათა წელი ნაყოფიერი გამომდგარიყო.
ძველი ევროპელები ნაძვის ხის ტოტებზე ვაშლებს, კვერცხებსა და კაკალს კიდებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ ასე მორთული ნაძვის ხე ბოროტ სულებს და ყოველგვარ უწმინდურობას "ისხლეტდა”. აღსანიშნავია, რომ ასე მორთულ ნაძვის ტოტებს ძველი ევროპელები სახლის კართან კიდებდნენ, მას სათამაშოებითაც რთავდნენ.
ამის შესახებ მსოფლიომ, სავარაუდოდ, გერმანელი მწყემსბისგან შეიტყო, რის შემდეგაც ამ ტრადიციამ სულ მალე გადაინაცვლა სამეფო კარზე, სადაც პრინცესები იზრდებოდნენ, შემდეგ სხვა ქვეყნების უფლისწულებს მიყვებოდნენ ცოლად და ამის ხარჯზე ნაძვის ხის მორთვის ტრადიციამ ფესვი თითქმის მთელ მსოფლიოში გაიდგა.
სწორედ ახალგაზრდა გერმანელმა პრინცესამ მორთო მე-17 საუკუნეში პირველი საახალწლო ნაძვის ხე ინგლისში, მეორე პრინცესამ ეს ტრადიცია საფრანგეთში დაამკვიდრა, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ პირველი საახალწლო ნაძვის ხე მე-16 საუკუნეში ქალაქ ელსაზში მორთეს, რომელიც იმ პერიოდში გერმანიას ეკუთვნოდა, ახლა კი ის საფრანგეთის ნაწილია.
|