ხლა ახალი წლის დედოფალს – ნაძვის ხეს მივხედოთ.
სიტყვებს, რომ უნდა დაივიწყოთ ყველა ჩარჩო, ახლაც გავიმეორებ, თან კიდევ უფრო თამამად და თავდაჯერებულად. რაც უფრო ორიგინალურ იდეას განახორციელებთ ნაძვის ხეზე, მით უფრო თვითმყოფად საახალწლო გარემოს შეიქმნით სახლში. მთავარია, აირჩიოთ იდეა და ბოლომდე მიჰყვეთ მას.
გარდა ტრადიციული შუშის სათამაშოების და წვიმებისა, ნაძვის მოსართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ:
(1) ყვავილები და პეპლები; (2) ფრინველის ფორმის სათამაშოები; (3) ვარსკვლავები და სხვა ციური სხეულები; (4) ზღვის ნიჟარები და ვარსკვლავები, თევზები, გემები; (5) პლუშის სათამაშოები; (6) მაკნატუნები; (7) ფერადი კრისტალები; (8) ზარები; (9) ფიფქები; (10) ნამცხვრები; (11) ხილი და ფოლგის ქაღალდში გახვეული კაკალი; (12) ცისარტყელას ფერებში შერჩეული სათამაშოები, რომლებსაც შესბამისი თანმიმდევრობით ჩამოკიდებთ ხეზე; (13) კომპაქრ დისკები; (14) ნებისმიერი ზღაპრის გმირები; (15) გირჩები; (16) მძივები
მოკლედ ყველაფერი, რასაც კი თვქენი ფანტაზია გასწვდება. ერთადერთია, რომ არ გადაამლაშოთ: აირჩიეთ ერთი მიმართულება და იტრიალეთ მის გარშემო.
ვნახოთ სათითაოდ სხვადასხვა სტილში გადაწყვეტილი ნაძვები.
ყვავილები და პეპლები: გაფორმება ფრინველებით:
ამ ნაძვის ხისათვის ჩიტებთან ერთაც ლამაზი მისალოცი ბარათებია გამოყენებული:
ნაძვზე ერთობ ეფექტურად გამოიყურება ვარსკვლავები:
ციური სხეულებიც:
აქ დეკორაციად გამოყენებულია ჩვეულებრივი ხილი
კიდევ ერთი ნაძვი, რომელმაც ჩემი აღფრთოვანება დაიმსახურა – ზღვის ნობათების გემოვნებიანი კომპოზიცია:
საათებით გაფორმებული ნაძვი:
|