ახალი წლის ადგილი
აუცილებლად მორთეთ სახლი საახალწლოდ. იდეალურ ვარიანტში – ეს უნდა იყოს ზღვის თემატიკა, ვინაიდან მომავალი წელი – შავი წყლის დრაკონის წელია (გამოდგება ზღვის ვარსკვლავი, ნიჟარები). და რასაკვირველია, აუცილებელია თვითონ დრაკონის გამოსახულება, როგორც მომავალი წლის სიმბოლო, კარგი იქნება, თუ ეს ფიგურა დამზადებული იქნება ბროლისგან, კერამიკისა ან ხისგან.
სად განვათავსოთ დრაკონის ფიგურა?
დრაკონის სიმბოლო აღმოსავლეთში ძლევამოსილ მცველად აღიქმება. ის ასახიერებს ახლის დაწყებას და ამასთანავე, `კეთილ წყალს~, რაც კეთილდღეობასა და სიმდიდრეს აღნიშნავს. სწორედ ამიტომ, დრაკონის სიმბოლოს კეთილდღეობისა და მუდმივი წარმატების სიმბოლოდ მიიჩნევენ.
ითვლება, რომ დრაკონი სახლში ან ოფისში წარმატებისა და კეთილდღეობის "კოსმიურ ამოსუნთქვას" აფრქვევს.
დრაკონის გამოსახულება შეგიძლიათ განათავსოთ შენობის ნებისმიერ ზონაში, ვინაიდან ის ენერგეტიკულად დაკავშირებულია ქვეყნის ყველა მხარესთან, თუმცა ყველაზე მეტი ძალა მას აღმოსავლეთში ექნება, მით უფრო, თუ ის მწვანე ფერისაა (ან რაიმე მომწვანო ნახევრად ძვირფასი ქვისგან გამოთლილი).
სასურველია დრაკონი განათავსოთ სასტუმროში ან სასადილო ოთახში, მაგრამ არა საძინებელში, რადგან შესაძლოა ზედმეტად გაააქტიუროს ქალი და ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს ზიანი მოუტანოს. ხოლო საერთო სარგებლობის ოთახებში _ აუცილებლად შემოიტანს სახლში ძვირფას `იან~ ენერგიას. ამ მიზნისთვის გამოდგება ასევე ფაიფურის ან კერამიკული ჭურჭელი, რომელიც დრაკონებითაა გაფორმებული.
შესაძლოა შეგხვდეთ დრაკონის ფიგურა, რომელსაც ხელში მარგალიტი უკავია. ასეთი ფიგურა ძალზე სასიკეთო გავლენის მატარებელია და სასურველია მისი შეძენა. ხოლო ორი დრაკონი მარგალითით – ბედნიერ ქორწინებასა და წარმატებული შთამომავლობის დაბადებას შეუწყობს ხელს.
თუ გადაწყვიტეთ დრაკონის სურათი ან ფიგურა შეიძინოთ, გაითვალისწინეთ, რომ დრაკონი არ უნდა იყოს ძალიან დიდი ზომის (შენობასთან შეფარდებით), რადგან ასეთ შემთხვევაში ოჯახის ენერგეტიკის დათრგუნვას დაიწყებს. დრაკონი უნდა დადოთ თვალების სიმაღლეზე და არავითარ შემთხვევაში – ძალიან მაღლა, რადგან კონტროლიდან გამოვა და მხოლოდ უსიამოვნებებს მოიტანს და არც ძალიან დაბლა, რათა მისი სასიკეთო ენერგია არ დაიკარგოს.
უნდა გვახსოვდეს, რომ დრაკონი ყველაზე `იანური~ სიმბოლოა და მისი გაკონტროლება, როგორც ცეცხლის, მუდმივად უნდა ხდებოდეს.
დრაკონის წელში სასურველია ვაჩუქოთ ერთმანეთს საჩუქრები დრაკონის გამოსახულებით: სურათები, ფიგურები, სანთლები და ა.შ. ანუ, ვაჩუქოთ ერთმანეთს სიკეთე, ბედნიერება, სიმდიდრე და წარმატება!
წყარო