შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 
საიტის მენიუ
ნავიგაცია
ამინდის პროგნოზი
შესვლის ფრომა
TOP ავტორები

lasha123
null

სიახლეები:231 

კომენტარები:13

რეპუტაცია:100


RoMA_1
null

სიახლეები:72 

კომენტარები:6

რეპუტაცია:100


ADMIN
null

სიახლეები:53 

კომენტარები:20

რეპუტაცია:100


Temuka
null

სიახლეები:29 

კომენტარები:1

რეპუტაცია:0

რეკლამა
ახალწლამდე დარჩა

ახალ წლამდე დარჩა:



პოპულარული სიახლეები
New Year

ახალი წელი - ვიკიპედია

საახალწლო საჩუქრები ჰოროსკოპის მიხედვით

თოვლის ბაბუები პატარებისათვის

თოვლის ფანტელებო...

გამარჯვებული საიტი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტზეა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Online კონტაქტი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 13 » საახალწლო დეკორი
0:12 AM
საახალწლო დეკორი

დეკორაცია дело святое. ამ მიზნით თქვენი თავისუფალი დროის ნაწილის დახარჯვა ნამდვილად ღირს, რადგან რაც უფრო მეტი ფანტაზიითა და გულისყურით მოეკიდებით თქვენი ბინის მორთვას, მით უფრო მეტი ხალისით შემოიჭრება ახალი წელი თქვენს ცხოვრებაში.

შევეცდები, ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩემი წვლილი შემოვიტანო.

პირველ რიგში დაივიწყეთ ყველა ჩარჩო. ხომ გინდათ, რომ ეს ახალი წელი რაღაცით გამორჩეული და ორიგინალური იყოს? ხომ გინდათ, მეგობრები გააოცოთ დეკორაციული სიახლეებით? მაშინ მიმართეთ ფანტაზიას, ცოტაც ამ საქმის სპეციალისტებს დავუჯეროთ და შევუდგეთ.

პირველი ნაბიჯი: განსაზღვრეთ, რა ემოციები მოაქვს თქვენთვის ახალ წელს, რა თემატიკასთან, ფერებთან და ფაქტურებთან ასოცირდება იგი. შესაძლოა, თქვენთვის ახალი წელი თოვლია – სპეტაკი სითეთრე და ბზინვარება, თეთრად გადაპენტილი მარადმწვანე ნაძვები; ან იქნებ ახალი წელი აგუგუნებულ ბუხართან გატარებული ღამეა – მოციმციმე სინათლე, სითბო გულში და საახალწლო ზღაპრები; შეიძლება თქვენი ახალი წელი კოკა–კოლას რეკლამას ჰგავს – ჩასუქებული სანტა კლაუსი ჩუმად მოიპარება სახლში, რომელიც წითელი და ოქროსფერი გირლანდებითაა მოკაზმული, ოთახის შუაგულში უზარმაზარი მწვანე ფუმფულა ნაძვის ხე დგას, ხოლო საჩუქრებისთვის აუცილებლად არის ჩამოკიდებული არაადამიანური ზომის წინდები.

ასეთია თქვენი ახალი წელი და გგონიათ, რომ მის მისაღწევად სულ ცოტა ლაპლანდიაში უნდა ცხოვრობდეთ?! საბედნიეროდ, თქვენ ცდებით.

მეორე ნაბიჯი: ერთად მოვიფიქროთ, თუ როგორ შევქმნათ თოვლის, ბუხრის, სანტა–კლაუსის მოლოდინში გარინდული სახლის ან კიდევ სხვა ჩვენთვის სასურველი შთაბეჭდილება.

თოვლი

დამახასიათებელი ელემენტებია: ყინულის ლოლოები, ფიფქები, თეთრად შეჭირხლული ნაძვის ტოტები, გადათეთრებული ხეები.

როგორ მივაღწიოთ: გუდვილში შუშის ლოლოების დიდი არჩევანია. ყუთებში ჩალაგებულია სხვადასხვა ფაქტურის, ზომისა და ფასის ლოლოები. შეიძინეთ ისინი ჩამოკიდეთ ყველგან, სადაც კი შესაძლებელია და ხელს არ შეგიშლით. არც თეთრი ფიფქების ნაკელბობაა სუპერმარკეტებში. ფიფქების განთავსება შეიძლება ფანჯრის მინებზე(მე შარშან სკოჩით მქონდა მიკრული და ცუდად ნამდილად არ გამოიყურებოდა). ასევე შეგიძლიათ სხვდასხვა სიგრძის თეთრ ძაფებზე (ან ძუაზე – უმჯობესია) გამობმული თოკებით დაკიდოთ ჭერზე მთელი ოთახის პერიმეტრზე, რაც შექმნის თოვის ეფექტს.

თუ ჟურნალ „ახალ ბინას" ვერწმუნებით, მოჭირხლული ტოტის ეფექტი ადვილი მისაღებია შემდეგი მეთოდით: გავაკეთოთ კარგად კონცენტრირებული მარილიანი ხსნარი, მასში ჩავდოთ ნაძვის ტოტი და მთელი ღამე დავტოვოთ. დილით ამოვიღოთ ხსნარიდან – წყალი აორთქლდება, მარილის კრისტალები კი თოვლივით დარჩება მწვანე ზედაპირზე. ასეთი ტოტები შეგიძლიათ მარტივად განათავსოთ ლარნაკში და ოთახის კუთხეებში დადგათ, ან გვირგვინი მოწნათ, მორთოთ ვერცხლისფერი/თეთრი ფერის მძივებით და პარმაღზე დაკიდოთ, ან სანთლის გარშემო მორკალოთ, ანდა სულაც ხელსახოცების ორიგინალურ „ბეჭდებად" გამოიყენოთ.

ნაძვის ხე თეთრი ფერისა მოუხდება, რომლის მოსართავადაც ცივი ტონალობის სათამაშოები შეგიძლიათ გამოიყენოთ: ცისფერი, ლურჯი, იისფერი, მწვანე. თეთრი ფერის ნათურებიც არ დაგავიწყდეთ – მათი სიმრავლე ლოლოებსა და ფიფქებსაც ლამაზად ააბრდღვიალებს და საზეიმო განწყობასაც შემოიტანს. ნათურებით შეგიძლიათ მორთოთ როგორც ნაძვის ხე, ასევე ოთახების კუთხეები. მანათობელი ზოლები ძალიან ეფექტურად გამოიყურებაფანჯრის კიდეების გაყოლებაზე(მ. შ. გარედანაც). არ უნდა დაივიწყოთ ხელოვნური თოვლიც.

ბუხარი:

დამახასიათებელი ელემენტებია: კედლის ქვედა ნაწილში განთავსებული ნიშა მასში მოციმციმე ცეცხლის ალებით.

როგორ მივაღწიოთ: თუ სახლში დეკორატიული ბუხარი გაქვთ და უბრალოდ ცეცხლის ანთებას ვერ ახერხებთ, მომილოცავს – ბევრი სანთელი (სასურველია ერთ ტონალობაში გადაწყვეტილი – თეთრი, ოქროსფერი, ყვითელი, კრემისფერი ან რაიმე თბილი პასტელური ტონის) სხვადასხვა ზომისა და სიმაღლის და თქვენს ბუხარში იმპროვიზირებული ცეცხლი გუგუნებს. თუ ბუხარი არ გაქვთ, გული მაინც არ გაიტეხოთ – ამ მიზნით ნებისმიერი მაღალჭერიანი (სანთლებმა რომ არ დაწვას) თარო ან ნიშა გამოდგება, სადაც ზემოთნახსენებ სანთლებს განათავსებთ. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ მის თავზე ან გვერდით ჩამოკიდოთ დიდი სასშობაო წინდები, გარშემო შემოუწყოთ საჩუქრები, მორთოთ გირლანდებით და ა. შ.

სხვა ორიგინალური იდეები:

"გუდვილში” იყიდება ნუშის იტალიური ფერადი ნამცხვარი მაკარონი. მისგან თურმე დეკორაციაც შეგვიძია მივიღოთ ორმაგი ეფექტით (უფრო ვრცლად სხვა თემაში გაჩვენებთ):

და დღეისათვის ბოლო იდეა – იცოდით, რომ ნაძვის ხის სათამაშოები და ლენტები ნაძვზე არანაკლებ ფანჯრებსაც ალამაზებენ? თავად დარწმუნდით:


კატეგორია: სხვა | ნანახია: 2780 | დაამატა: lasha123 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩვენი ნაძვისხე
http://game-box.ucoz.hu/Skripti_ot_nas/elo4ka1.gif
რეკლამა
საათი
რეკლამა
PERFEKT CLAN
ვიდეო განწყობისათვის
ჩათი
200
მუსიკა
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ უპასუხა: 54
სინათლე
რეკლამა
ძებნა
არქივი
სტატისტიკა

DATING SITE Shoutbox casino Willhill casino Casino Neteller
Google-Add.com - Открытый Каталог Сайтов

გილოცავთ შობა-ახალ წელს © 2024