საახალწლო ლექსებიი, ყველა სრულიადშიიი! 1)თოვლის შვილიშვილი
გაუჭირდა თოვლის პაპას,
ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს.
დავბერდიო, - ასე ამბობს, -
მხნედ ვიყავი შარშან ამ დროს!
საჩუქრების დიდი გუდა
ძლივს ასწია, შველა უნდა.
შუბლზე ცვარი მოიწმინდა: – თოვლის შვილიშვილი მინდა!
2)საახალწლო
ჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა,
შოკოლადის ფილა,
მოგილოცავთ სუყველას
ახალი წლის დილას!
ოქრო გოგო-ბიჭებო,
დამიბერდით ტკბილად!
3)როდის მოვა თოვლის პაპა
მაშინ, როცა დეკემბერი წავა, გზას დაუთმობს იანვარს და თოვას, პატარებო, ახალი წლის ღამეს, თოვლის პაპა საჩუქრებით მოვა.
ყველაფერი დაუჯერეთ მშობლებს, სწავლით გული გაუხარეთ, თორემ, თოვლის პაპა ურჩ და ზარმაც ბავშვებს, დამიჯერეთ, უსაჩუქროდ ტოვებს.
4)წერილი თოვლის ბაბუას
ჩემო თოვლის ბაბუა, მენატრები ძალიან...
|