ესკიმოსები თურმე პირველი თოვლის მოლოდინში ყოფილან. ჩამოვარდება თუ არა პირველი ფანტელი, ახალი წელიც მათთან მაშინ დგება.
ჩინელები ახალ წელს ფეიერვერკების ფონზე ხვდებიან, თუმცა ძველ დროს ისინი აალებული ბამბუკებით ეგებებოდნენ ახალ წელიწადს.
ყველაზე დიდხანს თოვდა კანადაში. 1932 წელს ცხრადღიანი თოვის შემდეგ პატარა სახლები და შენობები მთლიანად დაიფარა. სხვათა შორის, თოვლი თეთრი კი არა, ნაცრისფერი მოდიოდა. რადგან მოსახლეობის უმეტესობას ბუხარი ჰქონდა ანთებული, ჰაერში ასული კვამლი თოვლს ფერს უცვლიდა და ციდან შავი ფიფქები ცვიოდა.
5 მეტრი და 57 სანტიმეტრი - ასეთი ზომის იყო ყველაზე დიდი საშობაო ანგელოზი, რომელიც ცარიელი ლუდის ბოთლებისგან და სხვადასხვა გადაგდებული ნივთისგან მექსიკელმა მხატვარ-დიზაინერმა შექმნა. მანვე გააკეთა ყველაზე დიდი საშობაო სანთელი და გირლანდა, რომლისთვისაც 4850 ბოთლი დასჭირდა.
ყველაზე დიდი თოვლის ბაბუა 1999 წელს ამერიკაში გააკეთეს. მისი სიმაღლე 34 მეტრსა და 63 სანტიმეტრს შეადგენდა. გაურკვეველია, რა ჰქონდა თოვლის ბაბუას ცხვირის ნაცვლად, მაგრამ ხელების ადგილას ბუნებრივი 3-მეტრიანი ნაძვის ხეები მიამაგრეს. სამწუხაროდ, მეორე დღეს მზემ დააცხუნა და თოვლის ბაბუა მთლიანად დადნა.
ნაძვის ხის სათამაშო - შუშის ბურთულა - პირველად საქსონიაში გამოჩნდა XVI საუკუნეში.
იაპონიაში ახალი წლის ღამეს 108-ჯერ რეკავენ ზარს. თითოეული ზარი თითო ცოდვას შეესაბამება. სულ ექვსი ცოდვაა: სიხარბე, სისულელე, სიავე, თავქარიანობა, მერყეობა და შურიანობა, თუმცა თითოეულ მათგანს 18 ნაირსახეობა აქვს, რაც საერთო ჯამში 108 ზარს
|