შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 
საიტის მენიუ
ნავიგაცია
ამინდის პროგნოზი
შესვლის ფრომა
TOP ავტორები

lasha123
null

სიახლეები:231 

კომენტარები:13

რეპუტაცია:100


RoMA_1
null

სიახლეები:72 

კომენტარები:6

რეპუტაცია:100


ADMIN
null

სიახლეები:53 

კომენტარები:20

რეპუტაცია:100


Temuka
null

სიახლეები:29 

კომენტარები:1

რეპუტაცია:0

რეკლამა
ახალწლამდე დარჩა

ახალ წლამდე დარჩა:



პოპულარული სიახლეები
New Year

ახალი წელი - ვიკიპედია

საახალწლო საჩუქრები ჰოროსკოპის მიხედვით

თოვლის ბაბუები პატარებისათვის

თოვლის ფანტელებო...

გამარჯვებული საიტი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტზეა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Online კონტაქტი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 10 » საახალწლო და საშობაო ტრადიციები
9:33 PM
საახალწლო და საშობაო ტრადიციები

საახალწლოთა და საშობაოთ როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც დიდი მონდომებით ემზადებიან. ეს ორი დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გამომდინარე აქედან თითოეული ოჯახი ცდილობს არცერთ ტრადიციას აუაროს გვერდი და სრულყოფილად შეხვდეს მომავალ წელს.

ნაძვის ხე.


ნაძვის ხეს ტრადიციისამებრ ოჯახებში ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე დგამენ. მის მოსართავათა და გასალამაზებლად კი სხვადასხვა სათამაშოებს, გრილიანდებს, ნათურებს, "წვიმებს” იყენებენ. ნაძვის ხეზე ასევე კანფეტებს და ტკბილეულსაც კიდებენ ხოლმე. არა მარტო ოჯახებში, არამდენ ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში იდგმევა ორიგინალურად გაფორმებული საახალწლო ნაძვის ხეები, რომლის გარშემოც არაერთი ღონისძიება იმართება.

ძირითადად დასავლეთ საქართველოში ასევე ჩიჩილაკის ტრადიციაც არსებობს. ეს წარმოადგენს ხის ფორმის რიტუალურ საგანს, რომელსაც საახალწლოდ მილოცვისათვის იყენებენ. ჩიჩილაკს ამზადებდნენ თხილის მსხვილი ჯოხისაგან. ჯოხს ჯერ გაახურებდნენ მეტი დრეკადობისათვის, კანს გააცლიდნენ და მახვილი დანით ბოლოდან წვერისაკენ იწყებდნენ თხელი ბურბუშელების ათლას, მის ზედა ნაწილს კი ტრადიციულად ჯვრის ფორმა აქვს.

2. საახალწლო საჩუქრები.


ახალი წლის ღამეს ტრადიციულად ოჯახის წევრები ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიან. ეს ტარდიცია უკავშირდება სპარსელი მოგვების მიერ ახალშობილ იესოსათვის საჩუქრების მირთმევას. ასე ვიხსენებთ მოგვების მიერ ქრისტესთვის მირთმეულ ძღვენს. საახალწლო საჩუქრების ბაზრობა ყოველთვის გამორჩეული და განსაკუთრებულია. უამრავ ისეთ ნივთს შეხვდებით, რომლითაც თქვენთვის ძვირფასი ადამიანი შეგიძლიათ გაახაროთ. ამიტომაც ამისათვის ფულს არავინ იშურებს.

3. საშობაო სანთელი.


ქრისტიანულ სამყაროში სანთელი ქრისტეს – მსოფლიო სინათლის სიმბოლოა. ჩვენთან შობის ღამეს ტრადიციულად ფანჯარის რაფაზე სანთელს ანთებენ. ამით მოვიხმობთ ქრისტეს, რათა ჩვენს ოჯახებში შემოვიდეს და თავისი მადლი შემოიტანოს. ეს ტრადიცია ჩვენთან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ს ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა.

4. თოვლის ბაბუა.


უცხოეთში თუ სანტა კლაუსი არსებობს, ჩვენ თოვლის პაპა გვყავს. პატარა ბავშვებს ყველაზე მეტად მისი მოტანილი საჩუქრები ახარებთ. ამბობენ, რომ თოვლის ბაბუის ტრადიციას საფუძველი წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება-მოღვაწეობის შემდეგ ჩაეყარა. იგი ყოველთვის ეხმარებოდა ღარიბ, გაჭირვებულ ადამიანებს და კართან საჩუქრებს უტოვებდა. ჩვენთან ყოველწლიურად სვანეთიდან ჩამოჰყავთ თოვლის პაპა, სვანურ კოშკში აბინავებენ და პატარებს საახალწლო საჩუქრებს ურიგებენ.

5. მეკვლე


მეკვლის ტრადიცია საქართველოს შორეული წარსულიდან მოყვება, რომელსაც დღესაც იცავენ. მეკვლე არის ფეხბედნიერი ადამიანი, რომელსაც ოჯახში სიხარული, ბედნიერება და ბარაქა შეაქვს. ამ სტატუსს ძირითადად ოჯახის უფროსი მამაკაცი ითავსებს. თუმცა ძველად მეკვლის ოჯახში შესვლა მთელ ერთ, დიდ რიტუალს წარმოადგენდა. ამ კონკრეტული პიროვნების მისვლამდე ღამის 12 საათის შემდეგ ოჯახში არავინ შედიოდა, ეს უკანასკნელი კი კარს სიმღერითა და ტკბილეულობით დახუნძლული აღებდა. დღესაც თანამედროვე ოჯახებში მეკვლეს სიხარულით ელიან და ერთად ხვდებიან ახალი წლის შემობრძანებას.

6. ალილოობა.


"ალილო” წარმოებულია ბერძნული სიტყვისგან "ალილუია”, რაც "აქებდით უფალს” ნიშნავს. ალილოობის ტრადიციაც საქართველოში ძველი დროიდან მოდის. მეალილოები გალობით ულოცავდნენ თითოეულ ოჯახს ქრისტეს დაბადებას. სიმღერის დასრულების შემდეგ ოჯახის წევრები მათ ტკბილეულობას, ხილს, სურსათ-სანოვაგეს ჩუქნიდნენ. ზოგი ოჯახშიც იპატიჟებდა მათ და ერთად ხვდებოდნენ დამდეგ დღესასწაულს. დღესაც საქართველოს ყველა კუთხეში დიდი სიხარულით ეგებებიან მეალილოვეებს. ასევე იმართება სახალხო მსვლელობაც. ყოველ შობას, სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ეკლესიის მრევლი გალობით უერთდება ალილოს საზეიმო მსვლელობას.

7. სადღესასწაულო სუფრა.



მართმადიდებელი ქრისტიანები შობას ახალი წლის შემდეგ, 7 იანვარს ავღნიშნავთ, ამიტომაც ბევრ ოჯახში საახალწლო სუფრა სამარვო კერძებით იშლება. ამის მიუხედავად იგი ყოველთვის საუკეთესო ნუგბარებითაა სავსე. ტრადიციულ გოზინაყსა და ჩურჩხელას ყველა სუფრაზე შეხვდებით. უკვე შობას, როცა მარხვა ხსნილდება ძირითადად კლავენ ღორს, აკეთებენ საცივსა და სხვა უამრავ კერძს. ეს ყველაფერი კი ბრწყინვალე დღესასწაულს კიდევ უფრო სასიამოვნოსა და სასიხარულოს ხდის.

წყარო



კატეგორია: სხვა | ნანახია: 1242 | დაამატა: lasha123 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩვენი ნაძვისხე
http://game-box.ucoz.hu/Skripti_ot_nas/elo4ka1.gif
რეკლამა
საათი
რეკლამა
PERFEKT CLAN
ვიდეო განწყობისათვის
ჩათი
200
მუსიკა
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ უპასუხა: 54
სინათლე
რეკლამა
ძებნა
არქივი
სტატისტიკა

DATING SITE Shoutbox casino Willhill casino Casino Neteller
Google-Add.com - Открытый Каталог Сайтов

გილოცავთ შობა-ახალ წელს © 2024