ვერძი 2011 წელს გადაიშლება პიროვნული ზრდის გრანდიოზული პერსპექტივა. თამამი მოქმედების და ინიციატივების, ცხოვრებაში ახალი პერიოდის დაწყების დროა. საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის მოგიწევთ მოქმედების თავისუფლების უზრუნველყოფა, ბევრი ვერძი მოისურვებს იმიჯის შეცვლას და გარშემომყოფების წინაშე ახალი სახით წარდგომას. თქვენ საქციელს მიმართავს თვითრეალიზების ძლიერი მისწრაფება, თავადაც გაოცებული დარჩებით საკუთარი შესაძლებლობით. დარწმუნდებით, რომ თავად შეგიძლიათ საკუთარი ბედის შექმნა, თუმცა გარკვეული მსხვერპლის გაღება მოგიწევთ. წლის დასაწყისში მოსალოდნელია კონფლიქტი ავტორიტეტულ ადამიანთან, თქვენი პიროვნული ინტერესები შეეწინააღმდეგება უფროსის ან მშობლების მოსაზრებას. მოგიწევთ პროფესიული პრიორიტეტების გადახედვა, ახალი გზების ძიება და ხელისშემშლელ ადამიანებთან კონფლიქტი. ბევრის კარიერისთვის ეს გადამწყვეტი მომენტი იქნება. გამოიჩინეთ დაკვირვებულობა. თქვენი ამბიციები მეტად მოიმატებს. გაანალიზეთ საკუთარი ქცევა, გამოიჩინეთ მეტი მოქნილობა და კომპრომისისთვის მზადყოფნა. მარტ-აპრილის პერიოდში დაიძაბება მეუღლესთან ურთიერთობა. თუ თქვენთვის კონფლიქტი ახალი ხილი არ არის, აფასებთ ურთიერთობას და გსურთ მათი შენარჩუნება, მოიკრიბეთ მოთმინება და დაიცადეთ. ზაფხული და შემოდგომა პროფესიული კუთხით შესანიშნავად ჩაივლის.
კურო დღეს უფრო ხშირად გელოდებათ მარცხი და აფეთქება. გარემოებაზე გამარჯვებას შეძლებთ, თუმცა ის უშედეგო იქნება დაძაბული მუშაობის გარეშე. მოიმატებს კონფლიქტების ალბათობა ადამიანებთან, რომლებიც გასწავლიან ან გიწევენ მომსახურებას, გიზიარებენ ცოდნას ან ინფორმაციას. იქნებით არათანმიმდევრული, ფეთქებადი, ნერვიული. შეუთავსეთ შეუპოვრობა და აქტიურობა მოქნილობას, შეცვალეთ მიდგომა. სიფრთხილე გამოიჩინეთ გზაში, სახლიდან მოშორებით, უცნობ ადგილზე. ტიპიური კუროებისთვის არაერთმნიშვნელოვანი წელია. ბევრი მათგანი შებოჭილი იქნება აღებული მოვალეობებით, რაც ხელს შეგიშლით წინსვლაში. მიიღეთ არსებული შეზღუდვები და შეეცადეთ მათგან სარგებლის მიღებას. წლის დასაწყისში რეკომენდებულია ყურადღების დათმობა სულიერი და შინაგანი სრულყოფისთვის. უკეთესად შეიცანით საკუთარი თავი და შესაძლებლობა, შეისწავლეთ სულიერი და ფსიქოლოგიური პრაქტიკა. ბევრ დაფარულ მომენტს აღმოაჩენთ, შეიცნობთ გარშემომყოფების რეალურ სურვილებს და გამოავლენთ ტყუილს. თებერვალ-მარტის პერიოდში სირთულეები წარმოექმნებათ სტუდენტებს, არ მოეშვათ, ყურადღება მოიკრიბეთ ჩათვლების და გამოცდების ჩაბარებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ინსტიტუტიდან გარიცხვა. შეუფერებელი დროა კანონის წარმომადგენლებთან ურთიერთობის მოგვარებისთვის. კანონდამრღვევებს გაუჩნდებათ პრობლემები. მარტ-აპრილში გაუარესდება განწყობა, შესუსტდება ენერგეტიკული ტონუსი და შრომისუნარიანობა. მოერიდეთ გაცივებას. თავს შეგახსენებთ ქრონიკული დაავადებები. შეუფერებელი დროა ინტენსიური დატვირთვებისთვის, მოერიდეთ გადაღლას, რადგან ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან ვერ აიცილებთ. ზაფხულის დასაწყისში გადაგეშლებათ ახალი პერსპექტივა, შეზღუდვები ჩაბარდება წარსულს. თქვენთვის დამახასიათებელი იქნება ოპტიმისტური განწყობა და გრანდიოზული ამოცანებისთვის მზადყოფნა. შეძლებთ საკუთარი ბიზნესის გაფართოებას, წარმატებულად ჩაივლის შორეული მოგზაურობა. შეგიძლიათ ტურიზმის, დასვენების და ახალი ბაზრების შესწავლის შეთავსება. შესანიშნავი დროა ეკონომიკური ექსპანსიის, ახალი საზღვრებზე გასვლისთვის. დაისახეთ ამბიციური გეგმები და თავადაც გაკვირვებული დარჩებით მათი რეალობაში განხორციელებისგან. ხელსაყრელი დროა თვალსაწიერის გაფართოების, სწავლის კურსის დაწყების, ახალი დისციპლინის ან უცხოური ენის შესწავლისთვის. წლის ბოლოს გაძლიერდება თქვენი პოზიცია კოლექტივში. მოსალოდნელია დაწინაურება ან მეტად საპასუხისმგებლო საქმის მონდობა.
ტყუპები ტიპიური ტყუპებისთვის ცვლილებების დროა. პირველ რიგში ეს შეეხება მეგობრულ გარემოცვას, ინფორმაციულ გარემოს. ინტერნეტის აქტიური მომხმარებლები თებერვალ-აპრილის პერიოდში შეიცვლიან ჩვეულ ფორუმს ან საიტს. მაღალი აქტიურობის მიუხედავად შინაგანად ნაკლებად სტაბილური იქნებით. თავისუფალი დროის დიდ ნაწილს უმიზნოდ გაატარებთ. ახალი ნაცნობობა ხანგრძლივი და საიმედო არ იქნება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, თქვენ ან დაშორდებით, ან გადაიტანთ კრიზისს, რომლის მიზეზი იქნება დილემა მეგობრებს და საყვარელ ადამიანს შორის. მოგიწევთ რთული არჩევანის გაკეთება. მეოჯახე ადამიანებს გაუჩნდებათ შეშფოთების გრძნობა ბავშვებთან, მათ ჯანმრთელობას და სწავლაში წარმატებასთან დაკავშირებით.ოჯახს გარეთ არსებული სასიყვარულო ურთიერთობა გაცივდება. ზოგადად იგრძნობთ, რომ პიროვნებების და მოვლენების ცვალებადობის რიგში მოკლებული ხართ სიყვარულს. ზაფხულში საკუთარ თავში აღმოაჩენთ სერიოზულ ცვლილებებს. გაგიჩნდებათ ხმაურისგან დასვენების, განმარტოების სურვილი. შესანიშნავი დროა ფსიქოლოგიის, ეზოთერული პრაქტიკის ღრმად შესწავლისთვის, სულიერი სრულყოფისთვის. ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში გაიზრდება ბიზნესმენების და ინდმეწარმეების შემოსავალი. ივლისის დასაწყისში და ოქტომბერ-ნოემბერში დადებთ მეტად მომგებიან გარიგებას, რომელიც დიდ შემოსავალს მოგიტანთ. თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება გავლენის სადავეები, რის გამოც ჩრდილში მყოფიც შეძლებთ ბევრი მოვლენის მართვას. ხელსაყრელი დროა სამკურნალო თერაპიის, ჯანმრთელობის აღდგენის და ქრონიკული დაავადების მკურნალობისთვის. სერიოზული ტრავმების არსებობისას კი გაჯანსაღება სწრაფად მოხდება. წლის ბოლოს გაემგზავრეთ ტურისტულ მოგზაურობაში, ამგვარად შეძლებთ სულიერი წონასწორობის აღდგენას. კირჩხიბი 2011 წელს მოსალოდნელია ცვლილებები პროფესიულ საქმიანობაში, ძირითადად თებერვალ-აპრილის თვეში. მოგიწევთ პრიორიტეტების გადახედვა და რთული არჩევანის გაკეთება. შესაძლოა დაკარგოთ თანამდებობა, ბიზნეს-პარტნიორებთან კამათის გამო დაკარგოთ გავლენიანი ადამიანები, რაც მნიშვნელოვნად შეასუსტებს თქვენ პოზიციას. ამასთან ვერ მიიღებთ ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების მხარდაჭერასაც. თქვენი კარიერული და ოჯახის ინტერესები წინააღმდეგობაში მოვა ერთმანეთთან. მოერიდეთ ამბიციურობას და დააფასეთ ის რაც უკვე გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტს დაკარგავთ, ვიდრე შეიძენთ. რთული პერიოდი დასრულდება ზაფხულისკენ და უფრო ხელსაყრელი დრო დაგიდგებათ. ივნისში მიიღებთ ტურისტულ მოგზაურობაში მიწვევას, რაც გახდება პოზიტიური მოვლენების ათვლის წერტილი. შეიძენთ ახალ მეგობრებს და აღადგენთ კარგ ურთიერთობას. მოძებნეთ თანამოაზრეები და გაერთიანდით ინტერესთა კლუბში. ურთიერთობის წრის შეცვლისას მოძებნით ადამიანებს, რომლებთანაც საერთო საქმეს გააკეთებთ. შესანიშნავი დროა გრანდიოზული გეგმების დასახვისთვის, რომელიც აუცილებლად შესრულდება. გაგიმართლებთ შემთხვევით ლატარეის მოგებით ან წარმატებული ჩადებული ინვესტიციებით. გაძლიერდება მოვლენების წინხედვის უნარი, რის გამოც დასწრებაზე იმოქმედებთ. წლის ბოლოს გელოდებათ საქმე სახლში: მოგიწევთ რემონტის გაკეთება. ახლობლების წინაშე მოვალეობა სრულად მოიცავს თქვენ ყურადღებას. მოიმატებს მემკვიდრეობის მიღების შანსი. კარგი პირობები შეიქმნება საცხოვრებელი ფართის პრობლემის მოსაგვარებლად.
ლომი 2011 წელს მნიშვნელოვანი პერიოდია სულიერი სრულყოფისთვის. გაგიჩნდებათ სწავლის, ახალი ცოდნის შეძენის, რეალობის შეცნობის ახალ საფეხურზე გადასვლის სურვილი. მნიშვნელოვან და მწვავე საკითხებში მოგიწევთ ძველი შეხედულების გადაფასება,პირველ რიგში ეს შეეხება მორალურ პრინციპებს, ცხოვრების წესებს და ნორმას, ასევე ქცევის და მოქმედების მეთოდებს. გადახედავთ ასევე ღირებულების სისტემას.ხელსაყრელი პერიოდია სწავლის, საინტერესო მოგზაურობის დაწყებისთვის. თუმცა გამგზავრება რეკომენდებული არ არის თებერვლის ბოლოდან მარტის მეორე ნახევრის ჩათვლით. სტუდენტებს გაუჭირდებათ გამოცდების ჩაბარება. მოსალოდნელია იურიდიული ხასიათის გართულება, შეიძენთ ფასეულ გამოცდილებას და ცოდნას, რომელიც ხელს შეუწყობს მოქმედებას წლის მეორე ნახევარში. გამოიჩინეთ სითამამე და გამბედაობა. წარმატება გელოდებათ კარიერულ წინსვლაში. ზაფხული-შემოდგომის პერიოდში მოძებნით მაღალანაზღაურებად სამუშაოს. კარიერული წინსვლისთვის მეტად ხელსაყრელი პერიოდია, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. განსაკუთრებით ივლისი-ოქტომბრის პერიოდი. დასახული მიზნები და ამოცანები წლის მეორე ნახევარში საუკეთესო სახით შესრულდება. წლის ბოლოს მოგვარდება ურთიერთობა ნათესავებს და მეუღლესთან. გათავისუფლდებით ზედმეტი კონტაქტებისგან, რომლებსაც მხოლოდ ნერვიულობა და დავიდარაბა მოქონდათ.
ქალწული 2011 წლის პირველ ნახევარში მოგიწევთ ცხოვრებისეული გამოცდის გავლა, მეორე ნახევარში კი მოსალოდნელია ხელსაყრელი მოვლენები და სასიამოვნო განცდები. წლის დასაწყისშივე განეწყვეთ ცვლილებებისთვის და შეხვდით მათ პოზიტიური განწყობით. ყველა ცვლილება დადებითი არ იქნება, მეტად დაძაბულად და რთულად ჩაივლის თებერვალ-აპრილის პერიოდი. ძირითადი პრობლემა იქნება ფინანსები, რომელიც განთავსებულია საბანკო ანგარიშზე, ასევე სესხი. გაგიჭირდებათ მსხვილი თანხების ეფექტურად მართვა. საეჭვო პროექტებში ფულის დაბანდებისას მათ აუცილებლად დაკარგავთ. მეტად კრიტიკული პერიოდია თებერვლის ბოლო და მარტის დასაწყისი. დაძაბული პერიოდი ელოდებათ ასევე თავისუფალი ფინანსების მქონე და მათი ხელსაყრელად დაბანდების მსურველ პირებსაც. გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიანიჭეთ არა მომგებიან, არამედ საიმედო ვარიანტებს. მოერიდეთ ფულის გასესხებას. ზაფხულამდე თქვენი შემოსავლები არასტაბილური იქნება. მოგიწევთ ფულის ეკონომიურად ხარჯვა და ხარჯვით პროექტებზე უარის თქმა. ივნისიდან წლის ბოლომდე დაიწყება ახალი, უფრო ნათელი და მხიარული პერიოდი. გაუმჯობესდება ცოლ-ქმრული ურთიერთობა, დაგიბრუნდებათ სიყვარულის გრძნობა. შესანიშნავი დროა ჯვრისწერისთვის, ამგვარად გაამყარებთ სიყვარულზე დაფუძნებულ ურთიერთობას და ქორწინებას. ზაფხულსა და შემოდგომაზე სიხარულს მოგანიჭებთ ბავშვების წარმატება. თავისუფალ ქალწულებს ელოდებათ შესანიშნავი დასვენება და რომანტიკული თავგადასავალი. ზღვაზე მოგზაურობა საკურორტო რომანის გარეშე არ ჩაივლის. შესანიშნავი მომენტია არსებული სასიყვარულო ურთიერთობის განვითარებისთვის, ზოგადად მხიარული, სასიამოვნო შთაბეჭდილებებით სავსე დროა. დატკბით ცხოვრებით, ეწვიეთ კულტურულ-მასობრივ ღონისძიებას, დაისვენეთ. წლის ბოლო მოგვარდება ფინანსური მდგომარეობა.
სასწორი 2011 წელი არაერთმნიშვნელოვნად წარიმართება. წლის დაყოფა პირობითად შეიძლება ორად, რომლებიც არსებითად განსხვავდება მოვლენების და გავლენის ხასიათით. პრობლემურად წარიმართება თებერვალ-აპრილის პერიოდი. ძირითადი პრობლემა გახდება სირთულეები ცოლ-ქმრულ და საქმიან ურთიერთობაში. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ელოდეთ კრიზისის ახალ ტალღას. შესაძლოა მან მეტი თავისუფლება და თქვენი კონტროლის არედან გასვლა მოისურვოს. ქორწინების შენარჩუნებისთვის მოიკრიბეთ მოთმინება და ზაფხულამდე ურთიერთობაში პაუზა გააკეთეთ. მეტად მძიმე შემთხვევაში, როცა კონფლიქტი გამწვავებულია, მოსალოდნელია განქორწინება. საქმიან პარტნიორობაშიც მოსალოდნელია ძველ პარტნიორებთან დაშორება, ქონების და ბიზნეს-წილის გაყოფა. ზაფხულის დასაწყისშივე იგრძნობა სიტუაციის უკეთესობისკენ ცვლილებას. მკურნალობის დაწყება თამამად შეგიძლიატ მაის- ივნისის პერიოდში. პოსტოპერაციული პერიოდი გართულების გარეშე ჩაივლის და სწრაფად ჩადგებით ფორმაში. კარგი დროა მუშაობისთვის, უნარ-ჩვევების სრულყოფისთვის და პროფესიული გამოცდილების მისაღებად. გაიზრდება თქვენი კვალიფიკაცია. ზაფხული და შემოდგომა ხელსაყრელი ოჯახში ურთიერთობის ჰარმონიზებისთვის. მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ საცხოვრებელ პირობებს, რემონტი და მშენებლობა წარმატებულად ჩაივლის. თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება ქონების მემკვიდრეობის საკითხი. თქვენი ოჯახი საკმაოდ უზრუნველად და კომფორტულად იცხოვრებს. მშობლები კარგ დახმარებას გაგიწევენ. მეტად ხელსაყრელი პერიოდია ივლისის დასაწყისიდან და ოქტომბრის ბოლომდე. უძრავი ქონება ამ პერიოდში შეიძინეთ. წლის ბოლოს მარტოხელა სასწორებს ელოდებათ რომანტიკული ნაცნობობა. წარმოქმნილი სიყვარული დიდხანს გაგყვებათ, გრძნობა კი საკმაოდ სერიოზული იქნება.
მორიელი(ღრიანკალი) 2011 წელს გელოდებათ ხელსაყრელი ცვლილებები პირადულ ცხოვრებაში. ზამთრის ბოლოს მოიმატებს ჯანმრთელობას და სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები. გამწვავდება ჯანმრთელობის უკვე არსებული პრობლემები. დაიცავით ჰიგიენის ნორმები, არ გაცივდეთ და მოერიდეთ ინფექციურ დაავადებებს. ამ პერიოდში დასუსტებული იქნებით და ნებისმიერი გაცივება შესაძლოა გართულდეს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას თებერვლის ბოლოს და მარტის განმავლობაში. გარკვეული დროის გატარება მოგიწევთ საავადმყოფოში. არახელსაყრელი პერიოდია ყოველდღიური მუშაობის და კოლეგებთან ურთიერთობისთვის, განსაკუთრებით ხელქვეითად მუშაობისას, რადგან თანამდებობრივ ინსტრუქციას ვერ დაარღვევთ. მოერიდეთ ინტრიგებში და ფარულ საქმიანობაში ჩართვას. ზაფხულის დადგომისას დასრულდება დაძაბული პერიოდი და გადახვალთ ნათელ ზოლზე. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში მარტოხელა მორიელებს ელოდებათ რომანტიკული ნაცნობობა, მეორე ნახევრის პოვნა. ურთიერთობა განვითარდება ჰარმონიულად და ელვისებურად, უკვე შემოდგომით მოისურვებთ მათ ოფიციალურად გაფორმებას. ოჯახური წყვილები გაამყარებენ ურთიერთობას, შეურიგდებით მეუღლის ნათესავებს. კარგი დროა სტუდენტებისთვის. წარმატებულად ჩაივლის სწავლება, ადვილად ჩააბარებთ გამოცდებს. განაახლებთ ნაცნობობის წრეს. გამოცოცხლდება საქმიანი პარტნიორობა, კონტაქტები. წლის ბოლოს შეიტყობთ დიდი ხნის დაფარულ ოჯახურ ისტორიას.
მშვილდოსანი წლის განმავლობაში დარწმუნდებით, რომ მეტად მნიშვნელოვანია კარგი სამსახურის და პროფესიონალიზმის არსებობა. თუმცა ამის ღრმად გაცნობიერება ერთბაშად არ მოხდება. ზამთრის ბოლოს და გაზაფხულის განმავლობაში ბევრი მშვილდოსანი განწყობილი იქნება მსუბუქი და უზრუნველი დროის გასატარებლად. გაგიტაცებთ ღამის დაწესებულების, კლუბების, საკონცერტო დარბაზების კაშკაშა ვიტრინები, თუმცა გართობის სურვილს ხელს შეუშლის ფულადი რესურსების ნაკლებობა. აზარტის გამო შესაძლოა ფულზე ითამაშოთ და ყველაფერი წააგოთ. ამ პერიოდის მამოძრავებელი ძალა იქნება სასიყვარულო კავშირების ძიება. თუმცა აჩქარებულობა და დაუკვირვებლობა განაპირობებს არამდგრად კავშირებს. ერთი ურთიერთობის განვითარების ნაცვლად გელოდებათ სასიყვარულო გატაცების მონაცვლეობა. სერიოზული და მყარი ურთიერთობის აგებას ვერ შეძლებთ. პირად ცხოვრებაში მარცხის და უიმედობის გამო ახლებურად შეხედავთ საკუთარ ცხოვრებას. მაისის ბოლოდან დაიწყება ახალი პერიოდი. მაის-ივნისში გელოდებათ კარგი სამუშაო, რომლის მეშვეობითაც იგრძნობთ პრაქტიკული საქმიანობის გემოს. ივლისში მკვეთრად მოიმატებს შემოსავალი, რაც წლის ბოლომდე გაგრძელდება. შესანიშნავი დროა არამარტო მუშაობის, ასევე მომწიფებული მატერიალური პრობლემების მოსაგვარებლად, სხვადასხვა საყიდლების შესაძენად. ყურადღება მოიკრიბეთ პროფესიის სრულყოფაზე, რადგან ეს არის უნიკალური შანსი ახალ პროფესიულ დონეზე გასასვლელად. ხელსაყრელი დროა ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ, შრომისუნარიანობის აღსადგენად ტრავმების ან ოპერაციის შემდეგს. წლის ბოლოს შეიძენთ სტაბილურ და საიმედო მეგობრებს.
თხის რქა 2011 წელი გახდება შემობრუნების წელი პირადულ ცხოვრებაში. ზამთრის მიწურულს და მთელი გაზაფხული ყურადღებას მოიკრებთ რთულ და არაერთმნიშვნელოვან ურთიერთობებზე ოჯახში, ახლობლებთან, ნათესავებთან ან მშობლებთან. მშობლებთან ერთად მცხოვრები მარტოხელა თხის რქები გახდებიან კონფლიქტების და კამათის მოწმე, რაშიც უნებურად ჩაერთვებით. შესაძლოა მშობლების განქორწინება, რასაც მტკივნეულად გადაიტანთ. საკუთარი ოჯახის არსებობისას კი გაჩნდება პრობლემები მეუღლის ნათესავებთან ურთიერთობაში. მოიკრიბეთ მოთმინება და მედგრად გადაიტანეთ ქარიშხალი. მოერიდეთ კონფლიქტებს. გარკვეული დროის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ლოდინი იყო საუკეთესო ტაქტიკა. ზაფხულის დასაწყისში ვნებები ჩაცხრება, ცუდი ურთიერთობის თემა ოჯახში ამოიწურება. მაისის ბოლოდან დაიწყება უფრო ნათელი, და მხიარული პერიოდი, რაც წლის ბოლომდე გაგრძელდება. შეიცვლით თქვენ იმიჯს და მიდგომას ბევრი საკითხის მიმართ, უფრო ხშირად გამოჩნდებით გასართობ ღონისძიებებზე, იგრძნობთ შემოქმედებით აღმავლობას და ცხოვრებისგან მეტი სიხარულის მიღების სურვილს. მარტოხელები გააბამენ რომანტიკულ ნაცნობობას. სიყვარული გადაგიყვანთ რბილ და ალერსიან ტალღაზე. გაძლიერდება სექსუალური სწრაფვა. დაოჯახებული თხის რქები დიდ დროს დაუთმობენ ბავშვებს, მათ აღზრდას. მეუღლეებს შორის გრძნობა ახალ აღმავლობას განიცდის. წლის ბოლოს გელოდებათ კარიერული და ფინანსური წინსვლა.
მერწყული 2011 წელს მნიშვნელოვნად განახლდება ურთიერთობის წრე და ჰარმონიზდება ოჯახური ცხოვრება. ზამთრის და გაზაფხულის თვეები ნაკლებად წარმატებული იქნება, შეგხვდებათ სირთულეები. მეტად გაუჭირდებათ მოსწავლეებს ან სტუდენტებს . ინტელექტუალური დაძაბულობა მაღალი იქნება, თუმცა შედეგები წარმატებული სასწავლო პროცესისთვის არასაკმარისი. ყველაზე რთულ ვარიანტში დადგება სწავლის შეწყვეტის საკითხი. გართულდება ურთიერთობა მეგობრებთან და ნაცნობებთან, მოიმატებს გაუგებრობა. ურთიერთობის გარკვევის მცდელობა უშედეგო იქნება და გააძლიერებს გაღიზიანებას. კონფლიქტების სერიის შემდეგ იგრძნობთ რომ ურთიერთობას ვეღარ გააგრძელებთ. გარშემო დროებით შეიქმნება ვაკუუმი, როცა ძველი კავშირები გაწყვეტილია, ხოლო ახალი ჯერ არ წარმოქმნილა. ახალი ნაცნობობის შეძენის მცდელობა წარმატებული იქნება. ურთიერთობის და იმედგაცრუების პერიოდი გასტანს ზაფხულამდე. ივნისის დასაწყისში გაქრება მღელვარე საკითხები, დაკარგავს მნიშვნელობას. ამის ნაცვლად გადააფასებთ ცხოვრებას და მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანი კარგი ურთიერთობა ოჯახთან, მშობლებთან. მეტ ყურადღებას გამოიჩენთ მშობლების საჭიროების მიმართ, ისინი გახდებიან საიმედო საყრდენი. ოჯახური ღირებულების ახლებური გაცნობიერება მნიშვნელოვანი იქნება. სიამოვნებით შეასრულებთ აუცილებელ ოჯახურ საქმეებს. ზოგიერთი წამოიწყებს გრანდიოზულ რემონტს და შესანიშნავად გაართმევს მას თავს წლის ბოლომდე. თქვენი ძალისხმევის შედეგად სახლი უფრო მყუდრო გახდება.
თევზები 2011 წელი წარიმართება არაერთმნიშვნელოვნად. წლის დასაწყისიდან მაისის ბოლომდე ყურადღება მიპყრობილი იქნება მატერიალური პრობლემების მოგვარებისკენ. ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზრდება, ხოლო დეფიციტის შევსება საკმაოდ რთული იქნება. მოერიდეთ მასშტაბურის საქმეების დაწყებას, რომელიც დიდ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს. ეს განსაკუთრებით კერძო მეწარმეებს და ბიზნესმენებს შეეხებათ. შემოსავალი მეტად არასტაბილურია, გაგიჭირდებათ თავის გატანა, ზოგიერთები გადაწყვეტენ კრედიტის აღებას, რაც უფრო დაამძიმებს თქვენ მდგომარეობას, რადგან ვერ შეძლებთ ვალად აღებული თანხის სწორად გამოყენებას. ხელქვეით მდგომარეობაში მყოფებს მოუწევთ ხარჯების შემცირება. გაგიჩნდებათ მოსაზრება, რომ მატერიალური პრობლემების მოგვარებით დანარჩენი პრობლემებიც გადაიჭრება. ზაფხულის დასაწყისში პრიორიტეტები მკვეთრად შეიცვლება, მიხვდებით რომ საქმეების გამოსწორებას შეძლებთ ნაცნობობის წრის გაფართოებით. თქვენი ყურადღება და რჩევა ბევრ ადამიანს დასჭირდება. ისინი მზად იქნებიან ნებისმიერი სანაცვლო დახმარების გაწევისთვის. ძლიერ განახლდება ნაცნობობის წრე. ზაფხულის და შემოდგომის განმავლობაში წარმატებებს მიაღწევთ სწავლაში. თქვენი ინტელექტი საუკეთესოდ იმუშავებს. სწრაფად და სირთულეების გარეშე დაძლევთ რთულ ამოცანებს. ივლისის დასაწყისში დასახული გეგმები განხორციელდება. მოერიდეთ საკუთარ თავში ჩაკეტვას, თამამად დასვით კითხვები. თქვენ აუცილებლად გაგიგებენ და მოგცემენ რჩევას. ნათესავებთან აღდგება ძველი ურთიერთობა. წლის ბოლოს კარგი იქნება სულიერი სრულყოფაზე ზრუნვა და ეზოთერული ცოდნის შესწავლა.
|