ბერლინელი სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, საშობაო ბაზრობებზე ფრთხილად იყვნენ და ერიდონ სანტა-კლაუსის ტანსაცმელში გამოწყობილ ადამიანებს.
"გამოიჩინეთ სიფრთხილე, წინაღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. საშობაო ბაზრობებზე სერიული დამნაშავე დადის, რომლის დაკავებაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა,” - ასეთი ოფიციალური მიმართვა გაავრცელა ბერლინის პოლიციამ.
პოლიცის განმარტებით, სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი სერიული დამნაშავე, საშობაო ვაჭრობაზე მყოფებს უცნაური სასმელით უმასპინძლდება, რის შემდეგაც მისი მსხვერპლი გონებას კარგავს. ბერლინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, "სანტა-კლაუსის” მსხვერპლი ერთი კვირის განმავლობაში, ათობით ადამიანი გახდა.
"საბედნიეროდ, მოწამლულების გადარჩენა ექიმებმა შეძლეს. იმათი მდგომარეობა, ვინც "სანტა-კლაუსის” მიერ შეთვაზებული სასმელი დიდი დოზითÇმიიღო, მძიმეა,” - აცხადებენ სამართალდამცველები.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ბოროტი სანტა-კლაუსი, ძირითადად, ქალებს ემტერება. ის ჯერ დიალოგში შედის მათთან, საახალწლო განწყობას უქმნის, რჩევებს აძლევს, რა იყიდონ საშობაოდ და შემდეგ სპირტიან სასმელს სთავაზობს.
"ქალბატონები გონებას რამდენიმე წუთის შემდეგ კარგავენ და გონზე საავადმყოფოში, ექიმების დახმარებით მოდიან. თავდაპირველად, ექიმები პაციენტების მძიმე მდგომარეობის მიზეზს ვერ ადგენდნენ. პაციენტებისთვის ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ მათ ორგანიზმში დიდი რაოდენობის სინთეტიკური ნარკოტიკი "ექსტაზი” იყო,” - წერს გერმანული პრესა.
ამავე ინფორმაციებით, ერთადერთი მამაკაცი, რომელმაც სანტა-კლაუსის მიერ შეთავაზებული გლინტვეინი დიდი რაოდენობით მიღო, ექიმებმა სასწაულებრივად გადაარჩინეს სიკვდილს. თუმცა, მას მეხსიერება ჯერ კიდევ არ დაბრუნებია.
საქმე ისაა, რომ დაზარალებულები სანტა-კლაუსის გარეგნობას მისი დიდი თეთრი წვერისა და დიდი თერი ულვაშების გამო, დაზუსტებით ვერ აღწერენ. მიუთითებენ მხოლოდ მის სავარაუდო ასაკს და სიმაღლეს.
გერმანული მედიასაშუელებების ინფორმაციით, ბერლინში ამჟამად 100-ზე მეტი საშობაო ბაზრობაა გახსნილი. დამანაშავე სანტა-კლაუსმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა ამ ბაზრობების მფლობელებსაც, რომლებიც უკვე თავად არიან ჩართული მისი პოვნისა და დაკავების საქმეში. ერთ-ერთი ასეთი მსხვილი ბაზრობის ხელმძღვანელმა დამნაშავის მპოვნელისთვის ჯილდო - 1000 ევროც დააწესა.
როგორც ევროპული პრესა წერს, საშობაო დღესასწაულის პერიოდში ხშირია შემთხვევები, როდესაც დამნაშავეები სანტა-კლაუსის ტანსაცმელს იყენებენ.
ბოროტმოქმედი სანტა-კლაუსის თავდასხმას შეეწირა 8 ადამიანის სიცოცხლე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ტრაგიგული ინციდენტი ლოს-ანჯელესში მოხდა. კალიფორნიაში მცხოვრები 45 წლის ბრიუს ჯეფრი, ყოფილი მეუღლის მშობლებს სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ესტუმრა. ოჯახში 25-ზე მეტი სტუმარი იმყოფებოდა. თავდამსხმელმა სტუმრებს ჯერ საშობაო დღესასწაული მიულოცა, შემდეგ კი, ყველასთვის მოულოდნელად, უმისამართოდ გახსნა ცეცხლი. პირვველად მან რვა წლის გოგონას ესროლა, რომელიც მას ხელში აყვანას სთხოვდა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა საცხოვრებელ სახლს ცეხცხლი მოუკიდა, სნტა-კლაუსის ტანსაცმელი გაიხადა და სემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს დიდი დრო დაჭირდათ იმისთვის, რომ ცეცხლმოკიდებული სახლიდან დაჭრილები გაეყვანათ.
მოკლულებს შორის აღმოჩნდნენ თავდამსხმელის ყოფილი მეუღლე და მისი მშობლები.
|