შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 
საიტის მენიუ
ნავიგაცია
ამინდის პროგნოზი
შესვლის ფრომა
TOP ავტორები

lasha123
null

სიახლეები:231 

კომენტარები:13

რეპუტაცია:100


RoMA_1
null

სიახლეები:72 

კომენტარები:6

რეპუტაცია:100


ADMIN
null

სიახლეები:53 

კომენტარები:20

რეპუტაცია:100


Temuka
null

სიახლეები:29 

კომენტარები:1

რეპუტაცია:0

რეკლამა
ახალწლამდე დარჩა

ახალ წლამდე დარჩა:



პოპულარული სიახლეები
New Year

ახალი წელი - ვიკიპედია

საახალწლო საჩუქრები ჰოროსკოპის მიხედვით

თოვლის ბაბუები პატარებისათვის

თოვლის ფანტელებო...

გამარჯვებული საიტი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტზეა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Online კონტაქტი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 8 » შობა-ახალი წლის რიტუალები საქართველოში
6:13 PM
შობა-ახალი წლის რიტუალები საქართველოში


გიორგი მერაბიშვილი

ახალი წლის თარიღს საქართველოში ხშირად ცვლიდნენ. მეშვიდე საუკუნემდე ახალ წელს აგვისტოში აღნიშნავდნენ, მეშვიდე საუკუნიდან მეცხრე საუკუნის დამდეგამდე - სექტემბერში, შემდგომ კი ახალი წელი მარტში გადაიტანეს. მარტში ახალი წლის აღნიშვნა გამართლებულიც იყო. რაღა მაინც და მაინც შუა ზამთარში? წელიწადი ხომ გაზაფხულით იწყება?! რაც შეეხება შობას, ამ დღესასწაულს ჩვენში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რაზეც დეკემბრის ქართული სახელწოდება - ქრისტეშობისთვეც მეტყველებს.

მეკვლეს ფენომენი

ზოგადად ახალი წელი კარგი საშუალებაა "ძველის დასავიწყებლად და ახალი ცხოვრების დასაწყებად" პირობითი ზღვარი რომ გაავლო. ამიტომ ყველა ცდილობს, ახალი წლის დღეებში ცუდზე ნაკლები იფიქროს და კამპანიისთვის ისეთი ადამიანები შეარჩიოს, ვისთანაც თავს ყველაზე კარგად იგრძნობს.

გარდა ამისა ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი დღესასწაულია და მისი მთავარი ხიბლიც ისაა, რომ უკლებლივ ყველა ოჯახში აღინიშნება. ტრადიციულად, ამ დღესასწაულის შინაარსიც სწორედ რამდენიმე სუფრის შემოვლასა და ახლობელი ოჯახების მილოცვა-დალოცვაში მდგომარეობს, რაც გარკვეული წესრიგის დამყარებას მოითხოვს.

წესრიგი კი მარტივად მყარდება, ტრადიციების მიმდევარი ადამიანები ღამის 12 საათს საკუთარ ჭერქვეშ, საკუთარი ოჯახის წევრებთან ხვდებიან, რის შემდეგაც წინასწარ შეთანხმებული მიმოსვლა იწყება. თუმცა მანამდე მეკვლეობის მნიშვნელოვანი რიტუალია ჩასატარებელი.

მეკვლეობა, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციიდან იღებს სათავეს. სტუმრის მიღება, ტრადიციულად, ოჯახის ღირსებად ითვლება და ქართველ კაცსაც უჩნდება პრეტენზია - ეს ღირსება ახალ წლის პირველ წუთებშივე დაიცვას. მეკვლე, პირველ ყოვლისა, სტუმარს ნიშნავს და ოჯახის წევრის გარეთ გასეირნება და უკან შემობრუნება მეკვლეობად არ ითვლება.

ელგუჯა იოსელიანი, ეთნოგრაფი: "თვითონ სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე, მეკვლემ ოჯახისკენ მიმავალი გზა უნდა გაკვალოს. თუმცა კვალიც არის და კვალიც, და ეს კვალი, პირველ რიგში, "ფეხზეა" დამოკიდებული.

ქართველი კაცი, უცხო ოჯახში რომ შედის, კეთილი იყოს ჩემი ფეხიო -ამბობს. უცხო ფეხის შემოდგმას ოჯახში სიმბოლური დატვირთვა აქვს და "კეთილი და ბოროტი" ფეხის ცრუ რწმენა ჩვენში მხოლოდ ახალ წელს არ უკავშირდება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ღირსეულ ოჯახს სტუმრისთვის კარი ყოველთვის ღია უნდა ჰქონდეს, საახალწლო სტუმარს არა რაღაც "სასურველი", არამედ აუცილებელი სტატუსი ენიჭება. ამისთვის კი ეს საკითხი წინასწარ უნდა მოაგვარო.

საერთოდ, მეკვლეს ძველ საქართველოში წინასწარ ირჩედნენ. პირველ რიგში, ის ოჯახის ახლობელი და სასურველი სტუმარი უნდა ყოფილიყო. ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია. მაგრამ ისეთებიც არიან, ცხოვრებაში კაცისთვის არაფერი რომ არ უწყენინებიათ, მაგრამ მათი სტუმრობა თუ უბრალო დანახვა ვიღაც-ვიღაცეებს ცუდად აქვთ დაცდილი. მეკვლედ, რა თქნა უნდა, ასეთ ადამიანს არ დაპატიჟებ.

"შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისა", ასეთია მეკვლის დალოცვა.

სხვადასხვა კუთხეში ეს რიტუალი სხვადასხვანაირი იყო. აღმოსავლეთ საქართველოში მეკვლე ვენახში შედიოდა და საგანგებოდ შენონახულ ყველაზე დიდ მტევანს, კარგ "ყოჩ ვაზთან" დაწურავდა იმის ნიშნად, რომ წელი მოსავლიანი ყოფილიყო. სხვა შემთხვევაში, მეკვლეს ხორბალი შემოჰქონდა და იატაკზე მთესველივით ფანტავდა".

ადრექრისტიანული საახალწლო რიტუალები

საქართველოში ასეთი რიტუალები სრულდებოდა: საახალწლოდ ყურძნის უხვი მოსავლის მიღების მიზნით საგანგებო პურს აცხობდნენ, რომელსაც ქართლში, იმერეთსა და რაჭაში ყურძნის მტევნის მოყვანილობა ჰქონდა. გურიაში კი, კვერის სახით ცხვებოდა და მას აგუნას პური ეწოდებოდა.

საახალწლო დღესასწაულზე სახლეულის მეთაური ჯალაბითურთ, დანთებული თაფლის სანთლებით, შედიოდა მარანში და იქ, სადაც საწნახელი იდგა, თან მიჰქონდა ხაჭაპური, ღვინო და ღორის თავი. ოჯახის უფროსი ამობრუნებულ საწნახელს თოხის ან ნაჯახის ყუას ურტყამდა და სიმღერით ღვთაებას შესთხოვდა:

"აგუნა, აგუნა გადმიარე,

ბახვი,ასკანა, გადმოიარე,

ჩვენს მამულში ყურძენი,

სხვის მამულში ფურცელი,

ჩვენს მამულში გოდორ-გოდორი

სხვის მამულში კიმპალ-კიმპალი" და ა.შ.

სიმღერა სამჯერ მეორდებოდა და პატარა ტაბლას მიუსხდებოდნენ. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ კერპთთაყვანისმცემლობის დროს აგუნა ნაყოფიერებისა და სიუხვის მფარველად იყო მიჩნეული.

აგუნა-აგუნას მსგავსი წესი ჰქონდათ სამეგრელოშიც. საახალწლოდ გამომცხვარ ოთხ ხაჭაპურს გიდელში (ყურძნის საკრეფი კონუსისებური მოწნული კალათა) აწყობდნენ და გოგონას მარნისაკენ ატანდნენ. ამავე დროს, პატარა ბიჭს მარნიდან ერთი დოქი ღვინო გამოჰქონდა და გოგონას შესახვედრად მოემართებოდა. შეხვედრისას იმართებოდა ჭიდილი, გამარჯვებულს მთელი ნადავლი მარანში შეჰქონდა, სადაც ოჯახის წევრები იყვნენ თავმოყრილნი. იწყებოდა სარიტუალო სმა-ჭამა, აქაც საწნახელს გადააბრუნებდნენ და აგუნას წლის ბარაქას ავედრებდნენ.

ჭიდილში თუ ბიჭი გაიმარჯვებდა, იმ წელიწადს პურის და ღვინის მოსავალი კარგი იქნებოდა, თუ გოგონა - აბრეშუმისა და ყველა იმ მცენარეების, რომელთაც ქალი უვლიდა.

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ასეთი წესიც იყო - ახალი წლის დილას მამალს კოდავდნენ, ოჯახის უფროსი სახლს შემოუვლიდა და "ვაზის პურით", დოქი ღვინითა და დაკოდილი მამლით ვენახში მიდიოდა, სადაც უხვი მოსავლის თხოვნით ლოცვას აღავლენდა, შემდეგ ყვერულს მიწაში ჩაფლავდა, ვაზის პურს ღვინოს დააყოლებდა, ნაწილი კი მამალთან ერთად კვლავ სახლში მიჰქონდა. როგორც ჩანს, ვაზისა და მამლის ერთმანეთთან დაკავშირება, სიუხვისა და მოსავლიანობის სიმბოლოთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა.

მთაში საქონლის დალოცვა იცოდნენ. ოჯახს რომ დალოცავდნენ, გომურში შედიოდნენ, გატეხავდნენ კვერცხს და საქონელს ტანზე უსვამდნენ, რათა იმ წელიწადს არ გაბერწებულიყო და კარგი ნაშიერი ჰყოლოდა.

იყო ასეთი რიტუალიც, როცა ხარი მდინარეზე ჩაჰყავდათ, წყალში ჩააყენებდნენ, მდინარის წყალს თვითონაც დალევდნენ და რქებზე სანთლებს აანთებდნენ. მერე სახლში შეჰყავდათ და კერას სამჯერ შემოატარებდნენ. შემდეგ მეკვლე მუგუზალს იღებდა, კერაში ურტყამდა და ნაპერწკლების ყოველ გაცვენაზე ილოცებოდა: "ამდენი ხარი, ამდენი ცხორი, ამდენი დოვლათი.." ნაპერწკალიც სიმრავლის სიმბოლო იყო.

ახალი წელი სამეფო კარზე

საქართველოს სამეფო კარის საახალწლო ეტიკეტი გამორჩეული იყო: მეფის საზეიმო შემოსვლა, მეკვლე, მილოცვები..

ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, მეჯინიბეთუხუცესი მეფეს სამ ცხენს მიართმევდა, ორი სამეფო ცხენი იყო, ერთი კი - ჯაგლაგი. ჯაგლაგს კლავდნენ და ხორცს სანადიროდ შეგულებულ ადგილას ყრიდნენ, რათა სუნით ნადირი მიეტყუებინათ.

ცისკრის ლოცვის წინ, სამეფო ოჯახში ჭყონდიდელი ჯვრითა და ხატით შემოდიოდა და ის უკვლევდა. ცისკრის ლოცვის შემდეგ კი, ნადირობა იმართებოდა. ამ დღეს ნადირისთვის არ უნდა აეცდინათ და ვისაც მიზანი უმტყუვნებდა, იმას წელი ცუდად წაუვიდოდა.

საახალწლო მორთულობები

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ჩიჩილაკს დგამდნენ, აღმოსავლეთში კი - ნაძვის ხეს. ნაძვი სიცოცხლის, მარადიულობის სიმბოლოა, ჩიჩილაკს კი მეორენაირად ბასილასაც ეძახიან, მზის ფორმა აქვს და თავისი შინაარსით ესეც სიცოცხლეს განასახიერებს. მას ძირითადად თხილის ხისგან ამზადებენ და მერქნის ანათალების ბურბუშელას ხილითა და "ფოჩიანი კამფეტებით" რთავენ.

ჩიჩილაკის მოსართავად კუნელსაც იყენებდნენ, რომელსაც ოთახში ტყისა და ბუნების ეფექტი შემოაქვს. კუნელის წითელ მარცვლებს, მძივივით აასხამენ და ბურბუშელაზე გარშემო ახვევენ.

ჩიჩილაკის თავი ოთხადაა გაყოფილი, ჭრილში ჯვარს სვამენ და ამ ჯვარზე ვაშლებს (ახლა უკვე ფორთოხლებსაც) და ბროწეულებს კიდებენ. ბროწეული სიმრავლის სიმბოლოა, ვაშლები კი, სიჯანსაღის. ზოგიერთები, უხვი წლის იმედით აბაზიანებს ჭედავდნენ და ჩიჩილაკზე ჰკიდებდნენ.

ჩიჩილაკზე გაპუტულ ყვინჩილასაც კიდებენ, რომელსაც ბოლოსა და ფრთებზე ბუმბულები აქვს დატოვებული.

იმერლები ჩიჩილაკს ენდროთი წითლად ღებავდნენ. არსებობს გურული ე. წ. კალპიანი ჩიჩილაკიც.

საახალწლო სუფრა

რაც შეეხება საახალწლო სუფრას. ძველი ქართული საახალწლო სუფრა ნამდვილად არ იყო ისეთი უხვი და მრავალფეროვანი, როგორც დღევანდელი, მაგრამ ასეთ სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა საქართველოს ცალკეული კუთხეების გასტრონიმიული ტრადიციები და ზოგადად სუფრის ფენომენისადმი დამოკიდებულება.

დავით კობიძე, ეთნოგრაფი: "იმერეთი თავისი სამზარეულოთი ყოველთვის გამოირჩეოდა საქართველოს სხვა კუთხეებისაგან და ეს საახალწლო სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა. მხალეულობისა და საკმაზის მრავალფეროვნება და ხორცეულის მეტად ორიგინალურად დამუშავების ცოდნის გამო, იმერული სუფრა რაც არ უნდა ღარიბული ყოფილიყო, მაინც გემრიელი იქნებოდა. მთაში ძირითადად ხორცეულისაგან ამზადებდნენ კერძებს, უმეტესად ყოველგვარი საკაზმის გარეშე და იქაურ სუფრას ნამდვილად აკლდა მრავალფეროვნება. ქართლ-კახეთში საშობაო-საახალწლო სუფრის მშვენებად ითვლებოდა (და სხვათა შორის, დღესაც ითვლება) ნაზუქები. სამეზობლოში რომელი ქალიც ყველაზე კარგ ნაზუქებს დააცხობდა, მომავალ წელს ლხინისა თუ ჭირის სუფრებზე სწორედ ის ქალი ინიშნებოდა ქალების ხელმძღვანელად და მთავარ მზარეულად. მეგრულ საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა, (ღომი, ელარჯი, გებჟალია და სხვა..) აუცილებლად კეთდებოდა რაიმე უცხო, მეგრული სუფრისათვის ნაკლებად დამახასიათებელი საჭმელი. ეს სუფრას განსაკუთრებულ ლაზათს აძლევდა".

ახლა რაც შეეხება სასმელს. ძველქართულ საახალწლო სუფრაზე ღვინო აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ცნობილი ამბავია, რომ სვანები, მთიულები, ფშავლები და სხვა მთაში მცხოვრები ქართველები, ახალი წლის წინა დღეებში ბარში ჩადიოდნენ ღვინის საყიდლად, რადგან უბრალოდ არ არსებობდა საახალწლო სუფრა ღვინის გარეშე. მთაში რა თქმა უნდა, სუფრაზე ლუდიც იყო და არაყიც, მაგრამ ახალი წელი, ღვინის გარეშე ხომ წარმოუდგენელია.

© „მარანი"

კატეგორია: სხვა | ნანახია: 961 | დაამატა: ADMIN | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩვენი ნაძვისხე
http://game-box.ucoz.hu/Skripti_ot_nas/elo4ka1.gif
რეკლამა
საათი
რეკლამა
PERFEKT CLAN
ვიდეო განწყობისათვის
ჩათი
200
მუსიკა
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ უპასუხა: 54
სინათლე
რეკლამა
ძებნა
არქივი
სტატისტიკა

DATING SITE Shoutbox casino Willhill casino Casino Neteller
Google-Add.com - Открытый Каталог Сайтов

გილოცავთ შობა-ახალ წელს © 2024