ინგრედიენტები ცომისთვის: - 1 ჭიქა ფქვილი (ფქვილი ყოველთვის უნდა გაცრათ, სანამ ცომს მოზელთ) - 1 / 3 ჭიქა შაქარი - 1 / 2 ჩაის კოვზი სოდა - 1 / 2 ჩაის კოვზი დარიჩინი - 1 / 2 ჩაის კოვზი კოჭას გახეხილი ფესვი (ჩვენი თაფლაკვერი გახდება ცხარე-პიკანტური, გემოს მიხედვით შეიძლება ავიღოთ ნაკლები კოჭა ) - 2 სუფრის კოვზი შერბილებული კარაქი - 1 სუფრის კოვზი თხევადი თაფლი - 1 სუფრის კოვზი რძე
მომზადება 1. ცომის მომზადება ავურიოთ ყველა ინგრედიენტები. საგულდაგულოდ მოვზილოთ ცომი დაახლოებით 10 წუთის მანძილზე, რათა ის ელასტიური გახდეს - ეს მთავარი რამ არის ყოველგვარი თაფლაკვერის ცომის დასამზადებლად. დავამრგვალოთ ბურთისებურად და დავტოვოთ არა უმეტეს 10–15 წუთით. 2. მინი სახლის შაბლონები. სახლისთვის საჭირო იქნება 6 შაბლონი: - 2 სახურავისთვის, - 2 წინა და უკანა ფასადებისთვის, - 2 კედლებისთვის. დახაზეთ სქელ ქაღალდზე შაბლონები და გამოჭერით ისინი მაკრატლით. თუ მოისურვებთ დაამზადოთ სახლები ფანჯრებით, გაითვალისწინეთ ეს შაბლონებზე. 3. დეტალების გამოჭრა გააბრტყელეთ ცომი 5 მმ სისქეზე და დანით შემოატარეთ კონტურის გასწვრივ, ან გამოიყენეთ გორგოლაჭიანი დანა პიცისათვის, შემდგომი შეერთების გასაადვილებლად (რომ სახურავი მიწებებისას არ ცურდებოდეს) შეიძლება სახურავის ორივე ნაწილში გამოცხობის წინ ორ–ორი პატარა ჭრილი გაუკეთოთ ძაფისთვის. შეერთებისას სახურავის გამომცხვარი ნაწილები უბრალოდ ძაფით გავაერთიანოთ. როდესაც სარკალა, რომლითაც ვაწებებთ ნაწილებს, გამაგრდება ძაფები ამოვიღოთ და ეს ტექნიკური ჭრილები სახურავზე დავფაროთ სარკალათი. დეტალების გამოცხობა – სახლის დეტალები გამოაცხეთ წინასწარ კარგად გახურებულ ღუმელში 170 გრ. ტემპერატურაზე 7 წუთის მანძილზე. შემდეგ ადროვეთ, რომ მთლიანად გაცივდეს ორმაგად გადაკეცილი პირსახოცის ქვეშ. ცომის გაჭრისას ვიწრო ადგილებში შეგიძლიათ გამოიყენოთ სახრახნისი 4. სახლუკების შეკვრა გაგრილების შემდეგ შეაწებეთ დეტალები შაქრის სარკალათი ან წყლის აბაზანაზე გადამდნარი მაგარი შოკოლადით (არანაკლებ 65% კაკაოსი), ან აისინგით. მოკაზმეთ სახურავი და სახლების კედლები შაქრის სარკალათი , ფერადი აისინგით, მარშმელოუს საკონდიტრო მასტიკით, მარციპანით, შოკოლადით, ქოქოსის ნათალით, პატარა კანფეტებით. სახურავები შეგიძლიათ დაფაროთ შაქრის სარკალათი ან აისინგით მთლიანად და გამოსახოთ ლოლუები, რომლებიც სახურავიდან ეშვება. უკეთესია სხვადასხვა სახლუკები გააფორმოთ განსხვავებულად. 5. სახლუკების გამოყენება. განალაგეთ სახლუკები სასურველ ადგილას, ისე, რომ თქვენს სტუმრებს შეეძლოთ მათით დატკბნენ. პატარა, ლამაზი, გემოვნებით გაწყობილი თავფლაკვერას სახლი შეიძლება იქცეს მომცრო, მაგრამ მშვენიერ და ორიგინალურ საჩუქრად.
წყარო
|