ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კულტურული ღონისძიებების მუხლიდან 75 ათასი ლარი მხოლოდ საახალწლო მოსართავებისთვის დაიხარჯა. tspress.ge-ს ინფორმაციით, საახალწლოდ მოირთვება ცენტრალური მოედნის, ბულვარის მიმდებარე ტერიტორია და რამდენიმე ცენტრალური ქუჩა.
მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსის, ადამურ არქანიას თქმით, მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოცხადებული აქვს ტენდერი საახალწლო საჩუქრების ჩასადები ჩანთებისა და მაგიდის კალენდრების შესყიდვაზე.
„თანხა - 13 ათას 375 ლარი, სოციალური დახმარების და კულტურული ღონისძიებების მუხლიდან გამოიყო, რადგან საჩუქრები მიუსაფარი ბავშვბისთვის არის განკუთვნილი. ტენდერი გამოცხადდება საჩუქრების შესყიდვაზეც", - განაცხადა არქანიამ.
საახალწლო კონცერტისთვის კი ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.